იცოდით, რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო? | მაგისტრი - დაცვის სამსახური

იცოდით, რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო?

სავარაუდოდ, კამათი ქალაქის ცათამბჯენებსა და პირველ სართულზე ცხოვრების მოყვარულებს შორის არასდროს დასრულდება.

თუმცა, ჩვენ შევეცადეთ, მოგვეძია მეცნიერული დასაბუთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

I-III სართულის უპირატესობაა:

  • გარე სამყაროსთან უშუალო სიახლოვის განცდით გამოწვეული ფსიქოლოგიური კომფორტი.

უარყოფითი მხარეები:

  • ჰაერის შენელებული ცირკულაცია;
  • ხებითა და სხვა მცენარეებით გამოწვეული მომეტებული ტენიანობა და ჩრდილი, რაც იწვევს ბაქტერიების და სოკოების გამრავლებას;
  • მომრავლებული და მოუწესრიგებელი ავტოსადგომების შედეგად გამოწვეული დისკომფორტი, მტვერი და ჭუჭყი;
  • ჰაერის დაბინძურება ავტომანქანების გამონაბოლქვით და ცხელი ასფალტით-შედეგად სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაღალი რისკი;
  • ხმაურის მაღალი დონე;
  • წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემები, სარდაფების დატბორვა-დანესტიანება როგოც წესი, პირველ რიგში პრობლემებს უქმნის I სართულის მცხოვრებლებს;

მაღალ სართულებზე ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ცათამბჯენებში ცხოვრების დადებითი მომენტები:

  • უფრო სუფთაა ჰაერი, რადგან არ არის გამონაბოლქვი გაზები და მტვერი;
  • დაბალია ხმაურის დონე;
  • ლამაზია ქალაქის ხედები;

უარყოფითი მხარეები:

  • შეიძლება შეიქმნას ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები.  არსებობს დედამიწის მიზიდულობის ძალის სრულყოფილი შეგრძნების დაკარგვის რისკი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფობიები: კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში), აკროფობია (სიმაღლის შიში), უბრალოდ გამოიწვიოს  აპათია და დეპრესია. სხვადასხვა მონაცემებით, ადამიანების 10%-სთვის, ანუ ყოველი მეათე ადამიანისთვის შეუთავსებელია მაღალ სართულებზე ცხოვრება.
  • მე-7-ე სართულის ზევით სუსტდება გეომაგნიტური ველი. თუ ადამიანი დიდხანს იმყოფება სუსტი გეომაგნიტური ველის არეში (ანუ მაღალ სართულზე), შეიძლება შეექმნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: შეუსუსტდეს იმუნიტეტი, დაირღვეს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირება;
  • სამრეწველო ობიექტების მავნე გამონაბოლქვი ძირითადად გროვდება 30 მ-ზე და ზევით. აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ასეთი ობიექტების სიახლოვეს, მითუმეტეს, ქარი ამ მიმართულებიდან უბერავს.

30 და უფრო მაღალ სართულებზე (100 მ) ცხოვრების უარყოფითი მხარეები:

  • ჰაერის სიმშრალე, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ვენტილაციის  პრობლემებით და კონდიციონერის მუდმივი გამოყენებით;
  • საფრთხე ხანძრის დროს; ჩვეულებრივ სახანძრო ბრიგადას არ შუძლია კიბით მიწვდეს მაღალ სართულებს, მოგვიწევს დაველოდოთ სამაშველო ვერტმფრენს.
  • ინფრაბგერების საფრთხე. მიწის ზედაპირზე ეს ბგერები პრაქტიკულად არ იგრძნობა, მაგრამ მაღალ სართულებზე მაღალი ინტენსივობის ინფრაბგერები შეიძლება სიხშირულად დაემთხვეს ჩვენი შინაგანი ორგანოების სიხშირეს და რეზონანსის შედეგად გამოიწვიოს მათი ფუნქციონირების დარღვევა.
  • ჩქაროსნული ლიფტით გამოწვეული დიდი დატვირთვა. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი რთულად ეგუება ატმოსფერული წნევის მკვეთრ ცვალებადობას. ორგანიზმის დატვირთვის მიხედვით 50 სართულზე ლიფტით ასვლა უტოლდება ნახევარსაათიან გარბენს, იმ განსხვავებით რომ ამ დატვირთვას ორგანიზმი იღებს რამდენიმე წამის განმავლობაში

რას გვირჩევენ ექიმები

ჰაერის სისუფთავის და ფსიქოლოგიური მთლიანობის შეგრძნების თვალსაზრისით ექიმებს და სხვა სპეციალისტებს იდეალურად მიაჩნიათ V-VII სართულზე ცხოვრება.

მანქანის გამონაბოლქვი გაზები ვერ აღწევს მე-5-ე სართულამდე, მე-7-ე სართულის ზევით კი შედარებით მაღალია სამრეწველო გამონაბოლქვების კონცენტრაცია და სხვა უარყოფითი მომენტები, რომლებიც ანგარიშგასაწევია.

რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც – თუ თქვენი მე-5-ე სართულის ფანჯრები გადის პირდაპირ მაგისტრალზე, ამ შემთხვევაში წესი „V-VII სართული“ არ მუშაობს. ასევე არ მუშაობს წესი „I სართული,“ თუ თქვენ ცხოვრობთ კორპუსის I სართულზე გამწვანების ზონაში, სადაც არ მოძრაობს ავტოტრანსპორტი

და ბოლოს, თუ თქვენ აპირებთ ბინის ყიდვას, უკვე იცით სხვა არგუმენტებთან ერთად დამატებით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

თუ თქვენ უკვე გაქვთ ბინა და ცხოვრობთ სხვა სართულზე, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა გაყიდოთ ბინა, უბრალოდ გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები:

  • ხშირად გაანიავეთ და დაასუფთავეთ ბინა;
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები და იონიზატორები.

და თუ თქვენ გაქვთ ერთი შეხედვით უსაფუძვლო და გამუდმებული ჩივილები ჯანმრთელობათან დაკავშირებით, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან თქვენი საცხოვრებლის სიმაღლესთან დაკავშირებით.

დაცვის სამსახური მაგისტრი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე!

1 thought on “იცოდით, რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო?”

  1. თორნიკე ჯოჯუა ამბობს:

    გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. რა არგუმენტები არსებობს დაბალ და მაღალ სართულებზე ცხოვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

    ახდენს თუ არა ჯანმრთელობაზე შენობის ვიბრაცია და ელექტრომაგნიტური გამოსხივება მაღალ სართულებზე.

    გთხოვთ გაუზიაროთ პოსტი იმ ადამიანებს ვისაც შეიძლება
    გააჩნდეთ კვალიფიციური მოსაზრება საცხოვრებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის სამშენებლო მასალებზე: ხე, რკინა-ბეტონი, აგური, მეტალის კონსტრუქციები და ა.შ.

კომენტარის დატოვება