"ISAF 2018" - საერთაშორისო უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენა | მაგისტრი - დაცვის სამსახური

“ISAF 2018” – საერთაშორისო უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენა

დაცვის სამსახური “მაგისტრი”-ს დირექტორი ბატონი თორნიკე ჯოჯუა მიწვეულ იქნა და ამჟამად ესწრება ქ. სტამბულის ექსპო ცენტრის (IFM)-ის მიერ ორგანიზებულ “ISAF 2018“-ის გამოფენას. “ISAF 2018“-ი მიზნად ისახავს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოწინავე კომპანიების დაახლოვებას და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.
ISAF 2018“-ის გამოფენაში დაცვის სამსახური „მაგისტრი“-ის მონაწილეობის უმთავრესი მიზანია აითვისოს და დანერგოს მსოფლიო ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიები თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

ISAF 2018“-ის, მიმართულებებია:

  • პირადი უსაფრთხოება
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თემატიკა სამუშაო გარემოში
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცვა
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • “ჭკვიანი სახლი”

 

 

კომენტარის დატოვება