“ჭკვიანი” დომოფონები კორპუსებისთვის

დომოფონი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მოწყობილობაა უსაფრთხოების სფეროში, რომლის მიზანი ბინის, ოფისის, სადარბაზოს ან სხვა ტერიტორიის დაცვაა უცხო პირთა ვანდალური შემოჭრისგან.დომოფონი დაშვების სისტემებში საკმაოდ პოპულარული მექანიზმია, მისი საშუალებით კარების გახსნის გარეშე შესაძლებელია შემომსვლელის იდენტიფიცირება, დალაპარაკება, შემოსვლისა და გასვლის გაკონტროლება.

 

თუ კი გადაწყვეტთ, რომ სადარბაზოს ან საკუთარი სახლის დაცვა დომოფონს ანდოთ გაითვალისწინეთ ფუნქციები, რომელიც სასურველია მას ჰქონდეს, რათა უზრუნველყოს თქვენი საკუთრების მაქსიმალური უსაფრთხოება:

  • გამოძახების პანელიდან ბინამდე ვიდეო-აუდიო კავშირი
  • კარების ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობის ჩართვის შესაძლებლობა
  • დაცვის და სახანძრო სიგნალიზაციების კომუტაცია და განგაშის გადაცემის შესაძლებლობა
  • გამოძახების პანელიდან საგანგაშო ღილაკის ჩართვის შესაძლებლობა
  • გამოძახების პანელიდან მობინადრებისთვის საგანგაშო, საგანგებო ინფორმაციების შეტყობინების შესაძლებლობა.
  • გამოძახების გარე პანელის ვიდეოკამერით ან სახეების მონიტორინგი და ამოცნობის შესაძლებლობა.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 2912755 | 599473399, ან მობრძანდით მისამართზე: შავიშვილის #7 და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები შეგარჩევინებენ თქვენს სურვილებსა და ბიუჯეტზე მაქსიმალურად მორგებულ დომოფონს.

გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩევის შემთხვევაში დომოფონი თქვენი საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოების პირველი და ქმედითი ბარიერი გახდება.

რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ახალი თაობის უსადენო GSM დომოფონებზე

უპირატესობა ძველი თაობის დომოფონებთან შედარებით:

  1. არ საჭიროებს ელექტროსადენების გაყვანას ბინასა თუ სადარბაზოში და შესაბამისად არ აზიანებს დიზაინს და რემონტს;
  2. არ არსებობს სადენების დაზიანების და სისტემის მწყობრიდან გამოსვლის საფრთხე – შესაბამისად სისტემა საიმედოა;
  3. მობილურ ტელეფონზე იღებთ ინფორმაციას ვიზიტორთან დაკავშირებით და მობილური ტელეფონითვე აღებთ კარს – არ გჭირდებათ დამატებითი მოწყობილობა ან ყურმილი;
  4. კომფორტულად გამოსაყენებელია, რადგან მობილური მუდმივად თქვენს სიახლოვესაა;
  5. დომოფონზე დარეკვით ქურდი ვერ დაადგენს თუკი სახლში არ იმყოფებით;
  6. შეგიძლიათ დროებითი დაშვება მისცეთ ხელოსნებს, ძიძას და ა.შ. და  როცა მათი მომსახურება აღარ დაგჭირდებათ მოუხსნათ დაშვება;
  7. დაცულია ატმოსფერული ზემოქმედებისაგან, ვანდალიზმისგან;
  8. მარტივია გამოსაყენებლად, სადარბაზოს კარი შეგიძლიათ გააღოთ პირადი ID ბარათით, ელექტრონული ჩიპით, პლასტიკური ბარათით, ინდივიდუალური კოდით, თქვენი (სისტემაში რეგისტრირებული) ტელეფონით;
  9. თუ თქვენ დაკავებული ხართ და ვერ პასუხობთ სადარბაზოს ღილაკს, შესაძლებელია ზარის გადამისამართება ოჯახის სხვა წევრზე, ან საერთოდ ბლოკირება ხდება, როგორც ავტომატურ რეჟიმში, ასევე თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით;
  10. დომოფონის მართვა მობილური ტელეფონის გარდა ასევე შესაძლებელია საქალაქო ატს სადენიანი ტელეფონით;
  11. შესაძლებელია ასევე გამოიყენოთ კონკრეტული მობილური ტელეფონი, რომელიც მუდმივად დამაგრებული იქნება შემოსასვლელ კართან, როგორც სადენიანი დომოფონის ანალოგი (ტრადიციების ერთგული მომხმარებლებისთვის);
  12. შესაძლებელია ცალკეული, კონკრეტული აბონენტის დისტანციურად გათიშვა (თუ საცხოვრებლად სხვაგან გადავა, ან არ გადაიხდის საერთო გადასახადებს და სხვ.)
  13. შესაძლებელია ნომრის დისტანციურად შეცვლა ან ახალი აბონენტის დამატება;

ერთადერთი უარყოფი მხარე:

  • მობილური კავშირის ხარჯი 10 ლარი თვეში მთლიანი კორპუსისთვის, სხვა უარყოფითი პარამეტრი არ ფიქსირდება

კომენტარი