ციფრულ კამერების (3 მეგაპიქსელიანი) მონტაჟი აფთიაქების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, სათამაშო ბიზნესის, ავტოგასამართი სადგურების, მიკროსაფინანსო და სხვა ორგანიზაციებისთვის. ტექნიკური მომსახურება
გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/მახასიათებლებია:
პერიმეტრის თითოეულ შესასვლელზე 2 (ორი) და სათადარიგო გასასვლელზე 1 (ერთი) კამერა.
მოთხოვნები კამერების მიმართ:
კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA)
მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიურის განათების გარეშე)
დაფარვის ზონა: 20 მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი
მოთხოვნები ჩანაწერის მიმართ:
ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში
დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას
ხარისხი. სტანდარტი.
სერთიფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერთიფიკატი. (ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი აპარატურის გამოყენების შესახებ ნებართვა შესაძლებელია გაიცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ)ს
დამატებითი მოთხოვნები
სათანადოდ დაცულ ადგილზე ჩანაწერის შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით)
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.