როგორ შევარჩიოთ და რაზე გავამახვილოთ ყურადღება
გასასვლელის სიგანე.
შლაგბაუმის ისრის, ბიგელის სიგრძის შეცვლა მისი დაზიანების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. შლაგბაუმი, რომლის სიგრძე 4 მეტრზე მეტია, საჭიროებს საყრდენს.
უნდა გაითვალისწინოთ მოძრაობის ინტენსივობა და შეადაროთ პარამეტრებს. დასაშვები ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია მწყობრიდან გამოსვლა
განსაზღვრეთ შლაგბაუმის მართვის მექანიზმი.
სწორად შეარჩიოთ უსაფრთხოების ელემენტები
ავტომატური შლაგბაუმები ძალიან მოსახერხებელია და საიმედო. დადებითი გამოხმაურება გააჩნიათ იტალიური წარმოების NICE, САМЕ, FAAC, O&O მოდელებს, როგორც ხარისხის, საიმედოობის, ასევე დიზაინის თვალსაზრისით
მართვა შეიძლება განხორციელდეს სადენიანი ღილაკით, უსადენო (რადიო) ღილაკით, კლავიატურით, ასევე ვიდეოანალიტიკის მეშვეობით.
ავტომატური შლაგბაუმის მონტაჟის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ელემენტები:
შუქამრეკლი ლენტები, იმისთვის რომ შლაგბაუმი ადვილად შესამჩნევი იყოს
უსაფრთხოების ფოტოელემენტები მანქანაზე შლაგბაუმი რომ არ დაეშვას
ფოტოელემენტები უზრუნველყოფენ მანქანის დაცვას როცა ის დგას შლაგბაუმის ზონაში.
ელექტრონული
იმ შემთხვევისთვის, თუ რაღაც მიზეზების გამო არ ამუშავდა ფოტოელემენტი, შლაგბაუმის წინაღობასთან კონტაქტის შემთხვევაში ირთვება დამატებითი დამცავი მექანიზმი. გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც კი ასეთი შლაგბაუმი მანქანას სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს.