8 ივლისს, დაცვის კომპანია მაგისტრსა და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციას (უსმა/USMA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
შეთანხმების მიზანია სხვადასხვა კვლევითი პროექტების ერთობლივად განხორციელება საზოგადოებრივი უსაფრთხოების აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან მიმართებაში.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მემორანდუმს ხელი მოაწერეს “უსმა”-ს (უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია) თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ და შპს „მაგისტრი“-ს დირექტორმა თორნიკე ჯოჯუამ.
კომენტარი