მიმდინარე წლის 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა (უსმა/USMA)
,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის” პროექტის ,,მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის” ფარგლებში, საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოსავლენი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასოციაციის თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ. კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ნაშრომების ავტორებს, პროფესორებს: ვლადიმერ პაპავას, ვახტანგ ჭარაიას და ეკა ლეკაშვილს გადაეცათ ასოციაციის მიერ დაწესებული საპატიო პრიზი და სერთიფიკატი. კონკურსში გამარჯვებულებს ასოციაციის საპატიო პრიზი და სერთიფიკატი გადასცეს: ასოციაციის თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ, ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ შოთა დოღონაძემ და ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარემ გოჩა ცოფურაშვილმა. კონკურსში გაიმარჯვა ასევე პროფესორ თენგიზ ვერულავას ნაშრომმა.
კონკურში გაიმარჯვა აგრეთვე ნოდარ ხადურის ნაშრომმა (სიკვდილის შემდეგ).ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას.
კომენტარი