მემორანდუმი

დაცვის კომპანია მაგისტრსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!

მემორანდუმის ფარგლებში, დაცვის კომპანია “მაგისტრი” გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპანიაში არსებული რესურსის გათვალისწინებით, დაასაქმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები;

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცვის კომპანია მაგისტრს მიაწოდებს ინფორმაციას, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, დასაქმების მსურველი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ”მაგისტრი”-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით გელბახიანმა მოაწერეს!

დაცვის კომპანია მაგისტრი

დაცვის კომპანია მაგისტრი

კომენტარი