არამარტო სახლს, ქონებას და თუნდაც საკუთარი თავს, არამედგადაწყვეტილების მიღებასაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან დროული, სწორი და კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა სახლის მეპატრონე ხართ თუ ქირაობთ – ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი საკითხები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ტყუილად არ დახარჯოთ დრო, ენერგია და ფინანსები იმ სისტემებზე, რომლებიც თქვენთვის არ არის შესაფერისი.
დაცვის სამსახური მაგისტრი გთავაზობთ 4 საკითხს, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა, რათა სწორად შეარჩიოთ დაცვის სისტემები:
👉1: ვინ დაამონტაჟებს სისტემას?
სახლის დაცვის სისტემები მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის დაინსტალირებული. კვალიფიციური დაცვის კომპანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რისკების პრევენციისთვის. დაცვის სამსახურის არჩევისას, დარწმუნდით, რომ დასვით შემდეგი კითხვები:
- რომელ დაცვის სამსახურს აქვს კარგი რეპუტაცია?
- აქვს თუ, არა, კომპანიას გარანტია?
👉 2: ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში იმუშავებს თუ, არა, უსაფრთხოების სისტემა?
- გააგრძელებს თუ, არა, სისტემა მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც?
- რამდენ ხანს შეუძლია სისტემას მუშაობა ელექტროენერგიის გარეშე?
👉3: გჭირდებათ თუ არა მონიტორინგი ოპერატიული რეაგირების ჯგუფების მიერ?
თუ საგანგებო შემთხვევა მოხდა, როდესაც სახლში არ ხართ, მხოლოდ სისტემის დაყენება საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ ნამდვილად დაცული იყოთ, უსაფრთხოების განგაშის სისტემებს უნდა ჰქონდეთ დამატებითი „მონიტორინგის“ შესაძლებლობებიც, რათა განგაშის შემთხვევაში, ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა მოახდინონ სწრაფი და დროული რეაგირება.
👉 4: რამდენს ხარჯავთ?
და ბოლოს, მნიშვნელოვანია, იცოდეთ რამდენს ხარჯავთ. არსებობს სახლის უსაფრთხოების მრავალი პროდუქტი, რომელიც შექმნილია სახლის მესაკუთრეების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ბიუჯეტი, სწორად შეირჩეს კომპანია და რაც მთავარია, დაცვა იყოს ხარისხიანი.
კითხეთ საკუთარ თავს:
რა ტიპის დაცვა მჭირდება?
რა რისკები უნდა გავითვალისწინო ჩემი სახლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ხარისხიანი და გარანტირებული დაცვა, სწორად შერჩეული დაცვის სამსახურებისგან!
კომენტარი