ნუ დაუშვებთ თქვენი შვილი იყოს შემდეგი!

შვილის უსაფრთხოება ნებისმიერი მშობელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ზრუნავთ შვილზე და ყოველთვის ცდილობთ აარიდოთ ყოველგვარი უარყოფითი მას დაბადებიდან. თუმცა როგორ იქცევით მაშინ როდესაც ბავშვის გვერდით არ იმყოფებით?რას აკეთებთ როდესაც მოზარდი აგვიანებს სახლში და ტელეფონზეც ვერ უკავშირდებით? ან სულაც რას მოიმოქმედებთ თუ კი მცირეწლოვან პატარას საჯარო სივრცეში შემთხვევით დაკარგავთ?ალბათ სასწრაფოდ დაიწყებთ თქვენი ძალებით შვილის მოძიებას და პარარელურად რაღა თქმა უნდა საქმის კურსში ჩააყენებთ პატრულსაც და იმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა ქნას ასეთი შემთხვევები ყოველთვის მშვიდობიანად დასრულდეს, მაგრამ ხო იცით? სიფრთხილეს თავი არ სტკივა, პრევენცია კი ბევრად მარტივია!

იცოდით, რომ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გასაჯაროვებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო 5 წლის (2012 – 2016 წწ.) განმავლობაში საქართველოში უგზო-უკვლოდ 1069 ადამიანი დაიკარგა.

ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი შვილი იყოს შემდეგი. ჩვენ გთავაზობთ ექსპერტების მიერ შემუშავებულ ეფექტურ რჩევებს ტრაგიკული შედეგის თავიდან ასაცილებლად:

  1. ყოველთვის წინასწარ შეაფასეთ რისკი. ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორ მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. მათ უნდა იცოდნენ რა უნდა გააკეთონ დაკარგვის ან იმ შემთხვევაში თუ ბოროტმოქმედი წაყვანას დაუპირებს, გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ქმედებებს: ვის მიმართონ და ენდონ დასახმარებლად, როგორ დაიცვან თავი, როგორ დაბრუნდნენ სახლში და ა.შ.
  2. რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ასწავლეთ პატარას სახელი, გვარი, მშობლების სახელები და გვარები, მისამართი და ტელეფონი. იმ შემთხვევაში კი თუ ის ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს, ჯიბეში ყოველთვის ჩაუდეთ ფურცელი სახლისა და მშობლების კოორდინატებით.
  3. ასწავლეთ თქვენს პატარას, რომ საფრთხის შემთხვევაში ყველანაირად მიიქციონ გარშემომყოფების ყურადღება და ატეხონ ხმაური. ეს დასაშვებია და მათ არ უნდა შერცხვეთ და მოერიდონ ხალხის რეაქციის.
  4. უთხარით, რომ იმ შემთხვევაში თუ მშობლებს ვერ ხედავენ დახმარების სათხოვნელად დაუყონებლივ მიმართონ უნიფორმიან მოქალაქეებს. ასევე უმეტეს შემთხვევაში სანდოა ქალი პატარა ბავშებთან ერთად. არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ ტერიტორია და არ დაიმალონ. და რაც ყველაზე მარტივი და ეფექტურია: გაუკეთეთ GPS საათი თქვენს პატარას მაჯაზე და თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ სად არის და რა მარშრუტით გადაადგილდება თქვენი შვილი.

    GPS საათის ფუნქციები:

  • SOS ღილაკი: თუ კი პატარას საფრთხე დაემუქრება, ღილაკზე დაჭერით მყისიერად მოგეწოდებათ ინფორმაცია.
  • GPS-ის საშუალებით ყოველთვის გეცოდინებათ თქვენი პატარას ადგილსამყოფელი;
    წინასწარ შეგიძლიათ მონიშნოთ ლოკაცია და აკონტროლოთ თუ რამდენ დროს ატარებს აღნიშნულ ადგილზე თქვენი შვილი (მაგალითად სკოლა);
  • საგანგაშო შეტყობინება: იმ შემთხვევაში თუ ვინმე საათის წართმევას დაუპირებს თქვენს შვილს ან თვითონ გადაწყვეტს მის მოხსნას, შეტყობინება ავტომატურად გამოიგზავნება თქვენთან;
  • ჯანმრთელობის მონიტორინგი (ნაბიჯების თვლა და გულის რიტმის კონტროლი)
  • ბატარეის ეკონომიური ხარჯვის რეჟიმი.
    ა.შ.

ხოლო თუ თქვენი შვილი ატარებს რომელიმე გაჯეტს, შეგიძლიათ ისარგებლოთ GPS აპლიკაციით – კიდევ უფრო გამარტივებული GPS ტრეკერით, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდით ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის შეძენის გარეშე აპლიკაციის მფლობელის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ. ხოლო აპლიკაციის სანაგაშო ღილაკის გამოყენების შემთხვევაში თქვენ და დაცვის სამსახურ “მაგისტრს” წამებში მიეწოდებათ კოორდინატები შემდგომი რეაგირებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 291 27 55 ან 599 47 33 99

ნუ გარისკავთ ყველაზე ძვირფასს!

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარის სექციაში და გაუზიარეთ სტატია მათ ვისაც ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია დაეხმარება.

დაცვის სამსახური მაგისტრი – თქვენი უსაფრთხოების გარანტი!

კომენტარი