უსაფრთხოება კემპინგისას

ზაფხული საუკეთესო და ყველაზე აქტუალური დროა კემპინგისთვის. რა სჯობს მეგობრებთან ერთად ბუნებაში ხეტიალს და დაუვიწყარი ადგილების მონახულებას. მიუხედავად იმისა, რომ კემპინგი საკმაოდ უსაფრთხო აქტივობაა,

მაინც არსებობს პრეცედენტები ჩვენს გარშემო,როდესაც მოლაშქრეებს ძვირფასი აღჭურვილობა, ნივთები ან ტექნიკა ლაშქრობისას მოპარეს.

ჩვენ მოგიმზადეთ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იზრუნოთ თქვენს უსაფრთხოებაზე ბუნებაში მოგზაურობისას.

კარავი, კემპინგი და პირადი უსაფრთხოება

  • ნუ გაშლით კარავს თვალსაჩინო ადგილზე – ასე თქვენ ბევრად ხელმისაწვდომი იქნებით ქურდებისთვის.
  • ნურც მთავარი გზის მახლობლად ნუ გაშლით კარავს- უმჯობესია მოძებნოთ ადგილი, სადაც ადამიანები ნაკლებად მოძრაობენ.
  • ყოველთვის როცა კარავისგან მოშორებით იქნებით დატოვეთ ხმადაბლა ჩართული რადიო კარავში და შექმენით შთაბეჭდილება, თითქოს კარავში ვინმე იმყოფებოდეს.
  • იმეგობრეთ შემხვედრ კემპერებთან. სავარაუდოდ ისინი დააფასებენ თქვენს ჟესტს და როდესაც თქვენ არ იქნებით სიახლოვეს დაიცავენ თქვენს საკუთრებას.
  • როდესაც დააპირებთ ხმაურის შემოწმებას ყოველთვის იქონიეთ თან ძლიერი ფანარი,.
  • ბევრი მოლაშქრე ამჯობინებს თავად დაამონტაჟოს კამერა კარავის სიახლოვეს, ატაროს კამერა მოგზაურობისას და ჩაიწეროს მთელი თავისი ლაშქრობა. ასე არა მარტო დარჩება სამახსოვრო ვიდეოები, რომელიც ყოველთვის გაახსენებს მას კარგად გატარებულ დროს, ლამაზ პეიზაჟებს რომელიც მოინახულა, არამედ გადაიღებს შესაძლო არასასიამოვნო შემთხვევებსაც.

 

დაიცავით თქვენი საკუთრება

  • ნუ დატოვებთ ძვირფას ტექნიკას და ტანსაცმელს გასაშრობად, როდესაც თქვენ არ იქნებით კარავში. გახსოვდეთ, ქურდი ვერ მოიპარავს იმას რასაც ვერ ხედავს და მიაგნებს. ასე რომ ძვირადღირებული ნივთები დამალეთ მაქსიმალურად.
  • ველოსიპედი ყოველთვის მიაბით ხეს. ლეპტოპის კარავში დატოვების შემთხვევაში კი ჭკვიანურია თუ გამოიყენებთ აპლიკაციას სახელით „laptop alarm” რომელიც მცირე მოძრაობის შემთხვევაშიც კი ჩართავს ხმამაღალ საგანგაშო სიგნალს.
  • მიუხედავად ჩვენივე რჩევისა იმეგობროთ სხვა კამპერებთან, მაინც უმჯობესია მეტი სიფრთხილისთვის თვალი ადევნოთ თქვენს ნივთებს, როდესაც იმყოფებით თქვენთვის უცხო ადამიანების კამპანიაში.

გახსოვდეთ!

  • როდესაც თქვენ კარავში იქნებით ღამე, ნუ ჩაკეტავთ კარავს. ეს არა მარტო არაეფექტურია, ასევე გაგირთულებთ კარავის სწრაფად დატოვებას ხანძრის შემთხვევაში.
  • ბევრი საშუალებით ჩაკეტილი კარავი სიგნალია, რომ თქვენ მისგან მოშორებით იმყოფებით და ჯერ არ აპირებთ დაბრუნებას.
  • კარვებს აქვთ სპეციალური ჯიბეები, რომელიც განკუთვნილია ძვირფასი ნივთებისთვის. არ ენდოთ მათ. ასეთი ჯიბეების არსებობა ქურდებმაც კარგად იციან.
  • ნუ წაიღებთ განსაკუთრებით ძვირფას ტექნიკასა და ნივთებს კამპინგის დროს. ხოლო თუ მაინც წაიღებთ ეცადეთ რომ ყოველთვის თან იქონიეთ.დაცვის სამსახური “მაგისტრი” – ხარისხი, რომელიც გიცავთ!

კომენტარი