უპილოტო მფრინავი აპარატების (უმა) პოპულარობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც. დაცვის სამსახური მაგისტრი არის პირველი და ერთადერთი დაცვის სამსახური, რომელიც ობიექტების და მასობრივი ღონისძიებების დაცვის უზრუნველსაყოფად აქტიურად იყენებს უპილოტო მფრინავი აპარატების უახლეს მოდელებს: DJI Phantom 4 Quadcopter.
აპარატი ძირითადად გამოიყენება მასობრივი ღონისძიებების, პერიმეტრების, დიდი ფართობის ტერიტორიების, სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების, გაზსადენების, ნავთობსადენების, ელექტრო გადამცემი ხაზების, სარკინიგზო და ავტომაგისტრალების, ტყის მასივების, წყალსაცავების, დასაცავი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა-პატრულირების და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
უმა-ს შეუძლია პატრულირება ქარხნის, კოტეჯების, ზოგადად დიდი ფართობის ტერიტორიებზე, როგორიცაა ტყეები, სასოფლო-სამეურნეო ნათესები, ჰიდროგრაფიის ობიექტები, სააგარაკე კოტეჯების დასახლებები, დაცულ ზონები და სხვა.
უპილოტო მფრინავი აპარატი (უმა) შეიძლება ჩაირთოს დაცვის საერთო სისტემაში და ვიდეო ინფორმაცია სხვა, სტანდარტული კამერების გამოსახულებასთან ერთად გადაეცეს დაცვის სამსახურს.
აპარატის ფრენის რეჟიმი და მარშრუტი შეიძლება დაპროგრამდეს წინასწარ, რის შემდეგაც უპილოტო მფრინავი აპარატი დაიწყებს ფრენას მითითებული მარშრუტით მითითებულ სიმაღლეზე და დაასრულებს ფრენას წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.
აპარატს შეუძლია ავტომატურ რეჟიმში შემოუფრინოს წინასწარ განსაზღვრულ კოორდინატებს და მოახდინოს ვიდეო და ფოტოგადაღება.
საჭიროების შემთხვევაში ოპერატორ მცველს შეუძლია შეცვალოს ფრენის მარშრუტი და აპარატი მიმართოს სასურველი მიმართულებით. მაგ. ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც პატრულირების ჯგუფთან დაიკარგება კავშირი, რის შემდეგაც შეუძლია გააგრძელოს ტერიტორიის პატრულირება ან შეასრულოს სხვა დავალება.
დაინტერესების ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატორი მიმართავს მისკენ კამერას და ინფორმაციას გადასცემს მცველებს. პარალელურად აგრძელებს მეთვალყურეობას ჯგუფის მოსვლამდე და დაკავებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში აგრძელებს მეთვალყურეობას და მისდევს ობიექტს.
როგორც პრაქტიკამ აჩვენა დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე “უმა” პრაქტიკულად არც ჩანს და არც ხმა ისმის.
მისი გამოყენება აჩქარებს და აუმჯობესებს ობიექტის მონიტორინგის ხარისხს, უზრუნველყოფს უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, დაცულ ზონაში უცხო პირების, ხანძრის კერების აღმოჩენას და ვიდეო-ფოტო ფიქსაციას.
აპარატს შეუძლია იფრინოს 15 მ/წმ სიჩქარით, დაეკიდოს ერთ წერტილზე, მოტრიალდეს ვერტიკალური ღერძის გარშემო, მიუახლოვდეს და შემოუფრინოს ობიექტს.
შეუძლია ავტომატურ რეჟიმში გაჰყვეს და გააცილოს ავტომობილი, ფეხით მოსიარულე და ა.შ. დააფიქსიროს მასობრივ არეულობაში მონაწილე პირები, ბრაკონიერები, აღმოაჩინოს ნარკოპლანტაციები და სხვა.
აპარატი აღჭურვილია ნავიგაციის სატელიტური სისტემით და განათებით, ავტოპილოტით, მაღალი გარჩევადობის ციფრული ფოტო-ვიდეო კამერით, ვიდეოგადამცემით და რადარებით, რაც იცავს მას შეჯახებისგან.
კადრის ჩანაწერის ხარისხი და გარჩევადობა საშუალებას იძლევა გადიდებისას გავარჩიოთ ავტომანქანის ნომერი, ამოვიცნოთ კონკრეტული ადამიანი.
კადრები იწერება მეხსიერების ბარათზე. შესაძლებელია კადრების პირდაპირი ტრანსლირებაც.
ოპერატორს (მცველს) შეუძლია შეუცვალოს აპარატს ფრენის ტრაექტორია, დააბრუნოს საჭირო წერტილზე და გადაუღოს ფოტოსურათები.
“უმა”-ს სუსტ მხარეს წარმოადგენს აკუმულატორი, რომლის ტევადობა არ არის საკმარისი ხანგრძლივი პატრულირებისთვის (20-25 წთ) მაგრამ ე.წ. წერტილოვანი ობიექტებისთვის შესაძლებელია კვების მიწოდება სპეციალური კაბელით და ფრენის დრო პრაქტიკულად განუსაზღვრელი შეიძლება გახდეს და საათობით იმყოფებოდეს ჰაერში
შენიშვნა: უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენება დაცვითი ღონისძიებების მიზნით არის სრულიად ახალი, მაგრამ პერსპექტიული მიმართულება. დაცვის სამსახური “მაგისტრის” დამკვეთი კომპანიებისთვის კი აპარატის გამოყენება სრულიად უფასოა და არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან.
კომენტარი