უსაფრთხოების დაცვა არასოდეს არის ზედმეტი. ჩვენ მოგიყვანეთ მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს ავტომობილში მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი და მაქსიმალურად აირიდოთ უსიამოვნო სიტუაციები.
- წინასწარ მოამზადეთ მანქანის გასაღები ავტომობილში ჩაჯდომამდე;
- სანამ მანქანაში ჩაჯდებით, დაათვალიერეთ, ხომ არ იმყოფება უცხო პირი შიგნით.
- როგორც კი ავტომობილში ჩაჯდებით ჩაკეტეთ კარები.
- თუ შეამჩნევთ რომ საეჭვო მანქანა აგედევნათ, მოუხვიეთ ზედიზედ მარჯვნივ 4-ჯერ. თუ საეჭვო მანქანა კვლავ მოგყვებათ, ეცადეთ მიხვიდეთ უახლოეს პოლიციის შენობამდე, ან დარეკოთ პოლიციაში.
- მანქანიდან გადმოსვლამდე მიმოიხედეთ ირგვლივ. მანქანის გასაჩერებლად ნუ აირჩევთ ისეთ ადგილებს, სადაც იმყოფებიან არაფხიზელი კომპანიები და საეჭვო პირები.
- ავარიის შემთხვევაში ნუ იკამათებთ მეორე მანქანის მფლობელთან და არ გადასცეთ თქვენი საბუთები, ეცადეთ შეატყობინოთ პოლიციას.
- თუ უსაფრთხოების ღვედი გიჭერთ, დაიდეთ რბილი სათამაშო, ამით თქვენი უსაფრთხოება არ დაზარალდება, ამავდროულად იმგზავრებთ კომფორტულად.
- თუ თავს დაგესხნენ ავტოსადგომზე, თქვენი მანქანიდან მოშორებით და სხვა გამოსავალი არ გაქვთ, უკიდურეს შემთხვევაში სცადეთ შეძვრეთ რომელიმე მანქანის ქვეშ და მოუხმოთ მშველელს.
კომენტარი