ჟესტები, რომლებიც თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან
საზღვარგარეთ ყოფნისას ხშირ შემთხვევებში ძალიან ძნელი ხდება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საერთო ენის გამონახვა და შემთხვევით შეიძლება გაანაწყენოთ კიდეც სხვა კულტურის წარმომადგენელი ადამიანი.
ზოგჯერ, ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგი.
უპრიანი იქნება თუ საზღვარგარეთ გამგზავრების წინ ტურისტი წინასწარ მოიძიებს და გაეცნობა ინფორმაციას კონკრეტული ქვეყნის ჩვეულებებს, ჟესტიკულაციის გამოყენების სპეციფიკას:
დაიმახსოვრეთ! არასდროს არ გამოიყენოთ ბრაზილიაში “OK”-ის მაჩვენებელი ჟესტი.
წინა საუკუნის 50-იან წლებში აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა, ამ ქვეყანაში ყოფნის დროს, როდესაც იგი ჩამოდიოდა თვითმფრინავის ტრაპზე, ორივე ხელით აჩვენა “OK”ჟესტი გასამხნევებლად სტუმრის დამხვედურებს. ამ უწყინარ ჟესტს კარგა ხანს აჩვენებდნენ ქვეყნის ტელევიზიის ყველა არხით. საქმე ისაა, რომ ასეთი ჟესტი ბრაზილიაში ნიშნავს იგივეს, რასაც შუა თითის ჩვენება რიგ ქვეყნებში (მათ შორის აშშ-იც). ამრიგად, მოერიდეთ “OK”-ის ჟესტის ჩვენებას მაგალითად, სასტუმროს მენეჯერისათვის. დარწმუნებული იყავით, რომ არასწორად გაგიგებენ.
საბერძნეთში არ ღირს აჩვენოთ ჟესტი ამოტრიალებული ხელისგულის მიტანით თავთან, როდესაც თქვენ კარგად დაგანაყრებენ. თქვენ ფიქრობთ, რომ გამოხატეთ ჟესტი, მაგალითად, ასეთი შინაარსის: “ძალიან დიდი მადლობა, მე საკმარისად მივირთვი თქვენი საოცარი მუსაკა ბადრიჯნის სოუსში. . . კიდევ შევჭამდი, მაგრამ უკვე ყელში აღარ ჩამდის იმდენი მივირთვი!” თქვენდა სამწუხაროდ, შეცდით. ასეთი ჟესტი იმ ქვეყანაში ნიშნავს: “აბა, რა უნდა ვთქვა, მუსაკა იყო შესანიშნავი, მაგრამ თქვენ ისე მაგიჟებთ, რომ თავით ჩაგაყვინთებდით ამ საჭმელში”. საქმე ისაა, რომ ასეთ ჟესტს საბერძნეთში ეწოდება “მუტზა” და მომდინარეობს ბიზანტიის იმპერიის პერიოდიდან. მაშინდელ დროს, დაჭერილ დამნაშავეებს შავი სახით დაატარებდნენ ცხენებით ხალხის დასანახავად ქალაქების ხმაურიან ქუჩებში. მათ შერცხვენის მიზნით სახეს შავად უღებავდნენ ნახშირით, ან ფეკალური მასით. მსგავსი ტერმინი და დამნაშავეების ანალოგიური დასჯა ძველ საქართველოშიც იყო და მას “პირშავობა” ეწოდებოდა, თვით ბრალდებულ დამნაშავეებს “პირშავები” ერქვათ.
თუ თქვენ მოხვდებით ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში, არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ გამოხატოთ თქვენი კმაყოფილება ზეაწეული ცერით!
საუკუნეების განმავლობაში შეჰყავდა შეცდომაში ასეთ ჟესტს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მიუხედავად ჰოლივუდის კინოსტუდიების ლეგენდებისა, ცერის ჩვენება სიცოცხლეს არ უნარჩუნებდა რომაელ გლადიატორებს. შეწყალება გამოიხატებოდა მუშტის აწევით. ზემოჩამოთვლილ რეგიონებში ასეთი ჟესტი ნიშნავს თქვენს ძალზე ცუდ, უხამს და სათაკილო განზრახვას თანამოსაუბრისადმი.
ტაილანდში, ჩინეთში და ფილიპინებზე მიუღებელია “თეფშის ალოკვა” რაც არ უნდა მოგეწონოთ კერძი (თუმცა, კარგად აღზრდილ მოქალაქეს ეს არასდროს მოუვა აზრად). საქმე ისაა, რომ ყველა ქვეყანაში დიასახლისი ცდილობს გაუმასპინძლდეს სტუმარს გემრიელი კერძით. მაგრამ იქ, სადაც სტეიკი ყველის სოუსით ისევე ზღაპრულად ძვირი ღირს, როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატი, დიასახლისისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სტუმარი კარგად დანაყრდეს.
თუ ის საჭმელი, რაც თქვენ დააგემოვნეთ ძალზე გემრიელია, მაინც უნდა დატოვოთ საჭმელი თეფშზე, რათა ამით აღნიშნოთ, რომ დანაყრებული ხართ.
ჩინელები არც ისე შებოჭილები და გაუბედავები არიან, როგორც თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით.
გასაკვირია, მაგრამ კარგი ტონის წესად ითვლება საჭმლით გამოტენილი პირით ლაპარაკი და ჭამის შემდეგ ბოყინი.
ხშირად ჩინელები ნოყიერი სადილის მიღების შემდეგ გარკვეულ გაზებს უშვებენ ხოლმე, რაც არ უნდა შეიმჩნიოთ.
ღმერთმა დაგიფაროთ, რომ საუდის არაბეთში მიესალმოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს.
შარიათის კანონის მიხედვით, ქალი ხალხში არ ესალმება მამაკაცს ქმრის გარდა და თანაც ეს ხდება წლოვანებით უფროსი ქალების მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახში, ან მამრობითი სქესის ნათესავებთან.
სხვა სახის მისალმება უზნეო საქციელად ითვლება.
2008 წლის თებერვალში საუდის არაბეთში ამერიკელი ქალბატონი ერთ-ერთი კვების ობიექტზე დაეკონტაქტა მამაკაცს. იგი მაშინვე დააპატიმრეს, გააშიშვლეს და გაჩხრიკეს და აიძულეს მოეწერა ხელი ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებით ჩვენებაზე. ამავე ქვეყანაში ქალებს აკრძალული აქვთ ატარონ ავტომობილი, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი, გამოვიდნენ სასამართლოში და ისეირნონ ველოსიპედით.
მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტის ქაღალდი გამოიგონეს 1500 წლის წინათ, იგი ფუფუნებად ითვლება გარკვეულ ქვეყნებში, ინდოეთის, შრი-ლანკას, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. იქ ტუალეტის ქაღალდის ფუნქციას ასრულებს მარცხენა ხელი. ამიტომაც ითვლება იქ მარცხენა ხელი ჭუჭყიანად.
მარცხენა ხელით ჭამა, აქედან გამომდინარე, ითვლება უზნეობად.
ანტისანიტარია არაა მხოლოდ ერთადერთი მიზეზი აღნიშნულის. ჰადისების მიხედვით, მოციქული მუჰამედი საჭმელს ჭამდა მხოლოდ მარჯვენა ხელით, ხოლო ყურანის მიხედვით, სატანა ცაცია იყო.
ფრთხილად იყავით საჩუქრების შერჩევისას!
არასოდეს არ აჩუქოთ ჩინელს საათი, იგი დაკავშირებულია “სიკვდილის” ცნებასთან. არასდროს არ შეახვიოთ საჩუქარი თეთრ ქაღალდში, ესეც სიკვდილის მანიშნებლად მიიჩნევა. არ აჩუქოთ თეთრი ფერის ყვავილები ბანგლადეშის მცხოვრებლებს _ ესეც სიკვდილის მაჩვენებელია ამ ქვეყანაში.
კომენტარი