უსაფრთხოება სასტუმროში

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო სასტუმრო

დანაშაულის უმეტესობა, რომელიც ჩადენილია ტურისტების მიმართ, ხდება იაფფასიან სასტუმროებში და მოტელებში.

იმისათვის, რომ არ გახდეთ დანაშაულის მსხვერპლი, მოერიდეთ ისეთ სასტუმროებს, სადაც ნომრებში არ არის ტელეფონი, ურდული ან ჯაჭვი კარზე. არასდროს გაუღოთ კარი უცნობებს.

XII სართულზეც რომ ცხოვრობდეთ, მაინც ჩაკეტეთ კარ-ფანჯარა, აივნის კარი. არ დათანხმდეთ ისეთ ნომერზე, რომელსაც არ უვარგა საკეტები კარებზე.

თუ გინდათ შეაფასოთ თუ როგორ იცავენ უსაფრთხოებას სასტუმროში, დააკვირდით სად ინახავენ ნომრების გასაღებებს. თუ ისინი ადვილად ხელმისაწვდომია და მათი აღება თავისუფლად შეიძლება, სასურველია მოძებნოთ სხვა სასტუმრო.

ძალზე კარგი ხერხია თუ თქვენი ნომრის კარზე გამაფრთხილებელ ფირფიტას განათავსებთ წარწერით _ “ნუ შემაწუხებთ!” ქურდი, როგორც წესი, ამ დროს არ შედის ნომერში. სასტუმროს შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ეკონომიის გაკეთება საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე.  მართალია, პატარა სასტუმროები ქალაქის განაპირას უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ცენტრში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო იაფია სასტუმრო, მით უფრო მეტია შანსი, რომ იქ “საქმიანობდნენ და იმყოფებოდნენ” სხვადასხვა სახის ქურდბაცაცები, თვალთმაქცები, აფერისტები და ა.შ. ისინი შეგიშლიან ხელს ნორმალურად დაისვენოთ. ასეთ სასტუმრომდე მისვლაც არ იქნება ღამის საათებში უსაფრთხო. ღირს კი ასეთ შემთხვევაში ეკონომია?

უსაფრთხოება სასტუმროში

“მაგისტრი” წარმოგიდგენთ მარტივ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ პირადი უსაფრთხოება სასტუმროში ყოფნის დროს.

  • სასტუმროში რეგისტრაციისას მინიმალური ინფორმაცია ჩაწერეთ თქვენზე. აუცილებელი არ არის მიუთითოთ თქვენი სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და სხვა დეტალები.
  • თუ გაქვთ საშუალება ამოირჩიეთ ნომრის ადგილმდებარეობა, მაშინ გახსოვდეთ, რომ სასურველი არ არის ამოირჩიოთ პირველი სართული და ნომრები გასართობი დაწესებულებების (ბარები, რესტორნები და ა. შ.) მეზობლად.
  • კარგი არჩევანია ნომერი მეორე ან მესამე სართულზე, კიბეებს შორის. საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით წინასწარ უნდა დაინტერესდეთ რეგისტრაციის დროს სასტუმროში ცხოვრების ყველა წესზე, თავისებურებებზე.
  • გაარკვიეთ სად რა სერვისია სასტუმროში, შესასვლელების და გასასვლელების ადგილმდებარეობა. და სხვ.
  • ნომერში შესვლისას გასინჯეთ კარების და ფანჯრების საკეტების საიმედოობა. შეამოწმეთ მუშაობს თუ არა ტელეფონი.
  • ნომერში ყოფნისას კარები დაკეტილი უნდა გქონდეთ და გასაღები ჩატოვოთ საკეტში. ჯერ ერთი, გასაღებს ამ შემთხვევაში არ დაკარგავთ და მეორეც – გარედან თქვენს კარს ვერავინ ვერ გააღებს.
  • ძვირფასეულობას და დოკუმენტებს ნომერში ნუ დატოვებთ. ამ მიზნისათვის სასტუმროში გამოყოფილია ხოლმე სპეციალური სეიფი.
  • ფარდები ნომერში ჩამოფარებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენს წინ სხვა შენობებია.
  • როდესაც დატოვებთ ნომერს, გასაღებით ჩაკეტეთ კარი, მაშინაც კი თუ რამდენიმე წუთით ტოვებთ ნომერს. გასაღები დაუტოვეთ მხოლოდ მორიგეს. არ დატოვოთ გასაღები მაგიდებზე, ბარის დახლზე და ა. შ. ნუ დაამყარებთ კონტაქტებს უცხო პირებთან სასტუმროში, ნუ მოუყვებით მათ თქვენი ბიზნესის და ფინანსური შესაძლებლობების შესახებ.
  • გახსოვდეთ! თქვენი სატელეფონო საუბრები შეიძლება ისმინებოდეს. სასტუმროს სატელეფონო სადგურის ოპერატორებს ჩვევად აქვთ მოუსმინონ სატელეფონო საუბრებს. ფრთხილად იყავით სატელეფონო საუბრებისას.
  • ეცადეთ, რომ თქვენი ნომერი არ იყოს სასტუმროს პირველ სართულზე. ბოროტმოქმედთა მხრივ თავდასხმის შემთხვევაში სასტუმროს პირველი სართულის ნომრები წარმოადგენს ყველაზე სუსტ ადგილს, სწორედ ასეთი ნომრები იზიდავს კრიმინალებს. ანუ აიღებთ ნომერს სახანძრო კიბიდან შორს.
  • ყურადღება მიაქციეთ იმ ხალხს, ვინც თქვენს მეზობლად ცხოვრობს. გაარკვიეთ ვინ ცხოვრობს თქვენი ნომრის ზემოთ და ქვემოთ, თქვენი ნომრის წინა განათებულ ნომრებში. ყოველი შემთხვევისათვის იცოდეთ, რომ ნომრის შეკიდულ ჭერში შეიძლება იყოს ჩამალული სხვადასხვა სახის სიურპრიზი.
  • ნუ გაჩერდებით ისეთ ნომერში, რომელსაც აქვს საერთო აივანი სხვა ნომრებთან. სასტუმროს ძველი შენობები შეიძლება ისე ახლოს იყოს მეზობელ შენობებთან, რომ მათ შორის მანძილი შეადგენდეს მხოლოდ ფანჯრიდან რამდენიმე მეტრს. ამ შემთხვევაში მოითხოვეთ სხვა ნომერი.
  • კომუნისტური წყობის და ზოგიერთ სხვა ქვეყანის სასტუმროებში დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი ნომერი ისმინებოდეს. თუ გინდათ, რომ თქვენი საუბრები სასტუმროს ნომერში იყოს კონფიდენციალური, ჩართეთ ხოლმე რადიო ან ტელევიზორი, ან მოუშვით წყლის ონკანი და ისაუბრეთ დაბალ ხმაზე. შეიძლება ბავშვების სათამაშო „ჯადოსნური“ სპეცრვეულის გამოყენებაც, სადაც ტექსტი დაწერიდან რამოდენიმე წამში ავტომატურად იშლება. ამრიგად, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წერითი მეტყველება თქვენს ნაცნობ–მეგობრებთან კონტაქტისას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი ქვეყნების სასტუმროების ნომრებში შეიძლება ხორციელდებოდეს ვიზუალური თვალთვალიც. ასეთი საშუალება სპეცსამსახურებს მისცა ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტექნიკის განვითარებამ – მინიატურული ფოტო–ვიდეო ობიექტივი წვრილი მავთულის დიამეტრისა შეიძლება იყოს, რომლის კედლებში ჩამონტაჟებაც არ არის პრობლემა.
  • სახანძრო განგაშის დროს, ნუ იჩქარებთ და კარს ნუ გააღებთ დაუფიქრებლად. ჯერ მიადეთ ხელი თვით კარს და მის სახელურს – თუ ისინი ცხელია, არ გააღოთ. მოძებნეთ სხვა გამოსავალი. ბევრი განვითარებადი ქვეყნის სასტუმროებში არ არის დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგაშო სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სასტუმროებში ხშირია ხოლმე ხანძრები. ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა თუ იგულებდით ბაწრის პატარა კიბეს, რითიც შეგეძლებოდათ ფანჯრიდან ჩაგეშვათ და ჩასულიყავით ქვემოთა სართულზე. თუ თქვენ გექნებათ ტანსაცმლის შერჩევის საშუალება ამ დროს, უმჯობესია აირჩიოთ ნატურალური მასალისაგან შეკერილი ტანსაცმელი, რადგან პოლიესტერისგან დამზადებული ტანსაცმელი ტანს ეკვრის და ვერ იცავს სხეულს სათანადოდ.
  • კარგი იქნება, თუ ხანდახან შეამოწმებთ: იყო თუ არა ვინმე ნომერში თქვენი ქალაქში გასვლის პერიოდში (სართულის მორიგის გარდა). ამ მიზნით მაგიდის, ან ტუმბოს უჯრაში უნდა ჩატოვოთ მინიმაგნიტოფონი ჩართულ რეჟიმში ისე, რომ ჩანდეს უჯრის მხოლოდ წვრილი ნაპრალი (ხმის ხარისხიანად ჩასაწერად).
  • ფრთხილად მიუახლოვდით ხოლმე თქვენს ნომერს და დაუგდეთ ყური ისმის თუ არა იქიდან რაიმე საეჭვო ხმები. მოერიდეთ ისეთ თანამგზავრებს ლიფტში, რომლებიც თქვენს სართულზე გადმოვლენ
  • თუ მიგიწვიეს დიდ მიღებაზე, გაიკითხეთ თუ იქნება დაცული უსაფრთხოების დაცვის სათანადო ზომები. გაიგეთ ასევე ვინ არის მიწვეული მიღებაზე, რადგან თუ მიწვეულნი არიან მაღალი თანამდებობის ცნობილი სახეები, მათ შეიძლება „მიიზიდონ“ ტერორისტები და თქვენ კი აღმოჩნდეთ ჯვარედინ ცეცხლში. განსაკუთრებით მოერიდეთ ფართოდ რეკლამირებულ მიღებებს;
  • უცხოეთში ყოფნისას საგულდაგულოდ შეარჩიეთ ხოლმე რესტორნები და კლუბები და არ ეცადოთ რომ მოხვდეთ უმაღლესი თანრიგის დაწესებულებაში. ტერორისტები, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე ისეთ ადგილებს, სადაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები და განსაკუთრებით იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ანტიტერორისტულ საქმიანობაში;
  • ფრთხილად იყავით ვალუტის გადაცვლისას! ფული გადაახურდავეთ მხოლოდ ბანკებში და ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტებში. ნუ გადაცვლით ფულს შავ ბაზარზე. იმის გარდა, რომ შეიძლება შემოგატყუონ ყალბი ფული. ამავე დროს შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც, რადგან ასეთ შავ ბაზრებს სისტემატურად აკონტროლებს პოლიცია;
  • ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებში მიღებულია ქრთამის აღებ–მიცემობა. გაითვალისწინეთ რომ ზოგ ადგილას ვერ აირიდებთ ქრთამის მიცემას ადგილობრივი ბიუროკრატიისათვის. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენ მოგთხოვენ ქრთამს საბაჟოზე, სასტუმროში კარგი ნომრისათვის ან ტელეფონით დარეკვისათვის და ა. შ.

 

კომენტარი