- ნუ დადგებით სანაგვე კონტეინერების, საბავშვო ეტლების, უმეთვალყურო ფუთების, ხელჩანთების სიახლოვეს. დესტაბილიზაციით დაინტერესებული ადამიანები ხშირად დებენ იქ ასაფეთქებელ მასალებს
- არ დადგეთ მიტინგზე გამოსასვლელი სცენის სიახლოვეს,
არეულობის დროს რთული იქნება უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.
- მოერიდეთ მიტინგზე ვიდეო-ფოტო აპარატურით მისვლას, ისინი იქცევენ ექსტრემისტების ყურადღებას და შეიძლება დაგიზიანონ ან უარეს შემთხვევაში შეიძლება თქვენ თვითონ დაზარალდეთ.
- ასევე საშიშია პოლიციელის სიახლოვეს ყოფნა, შემთხვევით შეიძლება აგრესიის მსხვერპლი გახდეთ და მოგხვდეთ ნასროლი საგნები
- იდექით მშვიდად, არ იყვიროთ, ნუ გააკეთებთ ისეთ მოძრაობებს, რომელიც შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც აგრესიის შემცველი. შეინარჩუნეთ მშვიდობიანი გამომეტყველება. სასურველია ატაროთ პირადობის მოწმობა, ეს დაგიცავთ თქვენ „პიროვნების დადგენის“ პროცედურებისგან.
- საშიშია შუშებიანი ვიტრინების, კედლების, ხეების და ა.შ. გვერდით ყოფნა, რადგან ხალხის მოძრავმა მასამ პანიკის დროს შეიძლება მიგაჭყლიტოთ და სერიოზული ტრამვა მიიღოთ.
- ხალხის მოძრავ მასაში მთავარია არ წაიქცეთ, თუ მაინც წაიქეცით,ნებისმიერი ხერხით და საშუალებით აუცილებლად უნდა წამოდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიჭყლიტებით ხალხის მასის მიერ.
- არ ჩაიცვათ ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,
- არ ატაროთ ძვირფასეულობა,
- ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, არ ბოჭავდეს მოძრაობას, ქალებმა არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შეიძლება მოგიწიოთ იქაურობის სწრაფად დატოვება და ხელი შეგეშლებათ
- არ ჩაიცვათ სამხედრო ტანსაცმელი, შეიძლება ეგონოთ სპეცრაზმელი ან შეიარაღებული და გახდეთ აგრესიის მსხვერპლი როგორც მომიტინგეების ასევე სამართალდამცავების მხრიდან.
- მომიტინგეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს დანა, მითუმეტეს ცეცხლსასროლი იარაღი, თუნდაც ოფიციალურად რეგისტრირებული.
კომენტარი