ბანალური საფრთხეები

ბანალური საფრთხეების სია:

არსებობენ ადამიანის მიერ შექმნილი საფრთხეები, რომელთაც ხშირად ვეხებით, შევეჩვიეთ და ზედმეტად მიმდობები გავხდით მათ მიმართ. ეს კი სამწუხაროდ ხშირად ტრაგიკულად მთავრდება: 

  • საქანელები. მათ მიერ მოკლული და დაზიანებულ იქნა მრავალი ადამიანი. განსაკუთრებული  საფრთხის შემცველია გვერდი გვერდ განლაგებული საქანელები. საქანელასთან გაუფრთხილებელი მისვლა-გამოსვლა შეიძლება დამთავრდეს გვერდითა საქანელას ძლიერი დარტყმით.
  • ჭები, ორმოები, არხები. დღე-ღამის ბნელ პერიოდში, ან თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე გზიდან ან ბილიკიდან მცირეოდენი გადახვევა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ღია ჭები, ღრმა არხები, ბასრი საგნები იქ აღმოჩნდებიან ხოლმე. ნუ გადაუხვევთ დაკლაკნილი ბილიკებიდან, მას ასეთი ფორმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მისცა. ამიტომ მას მას ზუსტად ეს ტრაექტორია უნდა ჰქონდეს. წყლით სავსე ჭა ერთი შეხედვით შეიძლება პატარა გუბედ მოგეჩვენოთ.
  • თოვლის ნამქერი. ბავშვები ხშირად ერთობიან და ახტებიან თოვლის გროვას. თოვლის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს შუშის ნამსხვრევი, ქვა, კუნძი, სხვა ბასრი საგნები.
  • სახლის კედლები. გამოიმუშავეთ რეფლექსი – ნუ დადგებით კედლების სიახლოვეს. სახურავიდან, აივნიდან, ფანჯრიდან შეიძლება დაგეცეთ ნებისმიერი საგანი. ამ მხრივ ყრუ კედელიც კი საშიშია, შეიძლება ჩამოვარდეს ბათქაში, გადახურვის კონსტრუქციული ელემენტი და სხვა.
  • შამპანურის ბოთლი. ისვრის საცობს, თანაც თვალში.
  • გაზის სანთებელა. შეიძლება აფეთქდეს მზით გახურებულ ავტომანქანაში
  • წიგნების თარო არ დაკიდოთ საძინებლის, სავარძლის თავზე. ის შეიძლება ჩამოვარდეს
  • ლურსმანი საკიდებისთვის არ მიაჭედოთ  ადამიანის სიმაღლეზე დაბლა. ადრე თუ გვიან გამოშვერილი ლურსმანი შეხებისას თავს შეგახსენებთ
  • ბუხარში ან ღუმელში ცეცხლის ჩაქრობის, საკვამურის ნაადრევი ჩაკეტვის შედეგად შესაძლოა ოთახში დაგროვდეს მხუთავი გაზი არასრული წვის შედეგად. ნუ გააღვივებთ ღუმელს გვიან ღამით, ძილის წინ. ნაკვერჩხალი, ნახშირი უნდა ჩაქრეს დაძინებადე არანაკლებ ნახევარი საათით ადრე. არ დაიძინოთ ახალ ჩამქრალზე
  • ვარვარების ელექტრონათურა მცხვრევისთვის საკმარისია თუნდაც ერთი წვეთი წყალი. ნამსხვრევები შორ მანძილზე და დიდი ძალით არ გაიფანტება, მაგრამ შესაძლოა თვალში ჩაგივარდეთ და დაგაზიანოთ.

 

კომენტარი