როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენს სახლსა თუ ოფისს დაცვითი სისტემა, მაგალითად – დეტექტორი ესაჭიროება, საჭიროა უპირველესად განსაზღვროთ თუ რა საფრთხისგან გსურთ თავის დაცვა: ქურდობის, გაზის გაჟონვის, წყლით დატბორვის და ა.შ.
მას შემდეგ რაც ჩამოაყალიბებთ აუცილებელ მახასიათებლებს, შესაძლებელია შეირჩეს დეტექტორის ის სახეობა, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს.
ჩვენ წარმოგიდგენთ დეტექტორების ტიპებს მათი დანიშნულების მიხედვით. გაეცანით სტატიას, შეარჩიეთ დამოუკიდებლად, ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 91 27 55 – ჩვენი პროფესიონალი ოპერატორი დაგაკვალიანებთ და შეგარჩევინებთ დეტექტორს საჭირო მახასიათებლებით:
მოძრაობის დეტექტორი – ინფრაწითელი სხივების მეშვეობით მოქმედების ზონაში აღმოაჩენს სითბოს გამომყოფ მოძრავ ობიექტს, მათ შორის ადამიანს;
შუშის მსხვრევის დეტექტორი – რეაგირებს შუშის მსხვრევის ხმაზე (ძვირადღირებულები რეაგირებენ დარტყმაზეც);
ფოტოელექტრონული დეტექტორები – შედგება ინფრაწითელი გამომსხივებლისგან და მიმღებისგან. რეაგირებს მათ შორის გამავალი სხივის გადაკვეთაზე;
მიკროტალღოვანი დეტექტორები – მაღალი სიხშირით ასხივებენ და იღებენ არეკლილ მიკროტალღებს, აფიქსირებენ საგნების გადაადგილებას. (უარყოფითი მხარე – მაღალი ფასი)
ულტრაბგერითი დეტექტორები – ასხივებენ და აფიქსირებენ არეკლილ ულტრა-ბგერებს. ძირითადად გამოიყენება მცირე მოცულობის დახურულ სათავსოებში;
ვიბრო დეტექტორები – რეაგირებს ვიბრაციაზე და დარტყმაზე;
მაგნიტური კონტაქტები (გერკონი) – შედგება ორი მაგნიტისგან და რეაგირებს კარების და ფანჯრების გახსნა-დახურვაზე. არის ღია და ფარული ტიპის;
ბოლის დეტექტორები (სახანძრო) – რეაგირებს სათავსოში ბოლის კონცენტრაციის მომატებაზე
ცეცხლის ალის დეტექტორი (სახანძრო) რეაგირებს დაცულ ზონაში ალის წარმოქმნაზე
ტემპერატურული დეტექტორი (სახანძრო)- რეაგირებს სათავსოში ტემპერატურის ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბებაზე;
ტენიანობის დეტექტორები-რეაგირებს სათავსოში ტენიანობის მინიმალურ და მაქსიმალური დონეების დარღვევაზე;
მხუთავი გაზის (CO) დეტექტორები-რეაგირებს სათავსოში არასრული წვის პროდუქტის (მხუთავი გაზის) კონცენტრაციაზე. არსებობს ავტონომიურად მოქმედი და სიგნალიზაციის სისტემასთან ინტეგრირებული;
ბუნებრივი აირის დეტექტორები – რეაგირებს სათავსოში ბუნებრივი გაზის საშიშ კონცენტრაციაზე და იძლევა განგაშის სიგნალს. არსებობს ავტონომიურად მოქმედი და სიგნალიზაციის სისტემასთან ინტეგრირებული
წყლის დატბორვის დეტექტორები-რეაგირებს დეტექტორის მოქმედების ზონაში წყლის კონცენტრაციაზე და იძლევა განგაშის სიგნალს.
აღნიშნული ტიპის დეტექტორები შესაძლებელია მიუერთდეს ავტომატურ ჩამკეტ მოწყობილობებს და წყლის დატბორვის, გაზის გაჟონვის საშიშროების დროს ავტომატურად ჩაკეტოს სათავსოში შემომავალი შესაბამისი ონკანები და თავიდან იქნას აცილებული ავარიული და ტრაგიკული შედეგები.
კომენტარი