შპს „მაგისტრი“-ს მცველის ეთიკის კოდექსი
დაცვის სამსახური «მაგისტრი», დაფუძნებულია რა ქართველი ერის სამართლებრივი მემკვიდრეობის საფუძველზე, კონსტიტუციის პრინციპებზე და საქართველოს „მეწარმეთა შესახებ კანონი“-ს, საქართველოს კანონის – კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, წინამდებარე კოდექსით აღიარებს კაცობრიობის ძირითადი ჰუმანური და ეთიკური ღირებულებებისადმი საკუთარ ერთგულებას.
დაცვის სამსახური «მაგისტრი», მოქმედებს რა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, მხარს უჭერს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებსა და თავისუფლებებს, იღებს ვალდებულებას განუხრელად დაიცვას წინამდებარე კოდექსში ჩამოყალიბებული პრინციპები, იმის გათვალისწინებით, რომ:
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს;
- დაცვის სამსახური «მაგისტრი» წარმოადგენს კერძო დაცვით ორგანიზაციას, რომელიც კანონის განუხრელი დაცვით, ლიცენზიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების, ) აგრეთვე ცალკეული ღონიძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას; ატარებს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ;
- კანონის უზენაესობის პრინციპი დაცვის სამსახურ «მაგისტრი»-ს საქმიანობის ძირითადი საფუძველია;
- დაცვის სამსახური «მაგისტრი», როგორც საზოგადოებრივი წესრიგის სამსახურში მდგომი ორგანო, ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
- დაცვის სამსახური „მაგისტრი» განუხრელად ზრუნავს იმისათვის, რომ მცველმა საკუთარი პროფესიონალიზმი შეუთავსოს ეთიკურობას, რაც წინაპირობა გახდება „მაგისტრი“-ს, როგორც დაცვის სამსახურის მიმართ საზოგადოებაში ავტორიტეტისა და ნდობის განმტკიცებისა.
- ასევე, ამ კოდექსით დეკლარირებული პრინციპების განუხრელმა დაცვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან დაცვის სამსახურებისადმი ნდობის განმტკიცებას, მისი ავტორიტეტისა და პრესტიჟის ამაღლებას.
- ღირსეული სამსახურისადმი კუთვნილების გაცნობიერება თითოეულ თანამშრომელში სიამაყის და პროფესიული ღირსების განცდის საწინდარია.
- კოდექსის ამოცანაა დაცვის სამსახურ „მაგისტრი“-ს თანამშრომელში პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულებისა და სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება.
- დაცვის სამსახურ «მაგისტრი»-ს ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება დაცვის სამსახურ „მაგისტრში“ დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე და ვალდებულია დაიცვას აღნიშნული კოდექსი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სამსახურს გარეთაც:
მცველის საქმიანობის პრინციპები
მცველი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის პრინციპებს.
- მცველი, რომელიც საქმიანობს „საქართველოს კანონის კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ შესაბამისად, პირველ რიგში, ემორჩილება და პატივს სცემს მას. საკუთარი მოქმედების დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში.
- მცველი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი, და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით.
- «მაგისტრი»-ს მცველმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.
- მცველმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, როგორებიცაა:
-საკუთრების უფლება;
-ღირსების პატივისცემა;
-სიცოცხლის უფლება;
-თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
-პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; - «მაგისტრი»-ს მცველმა პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას მიუხედავად რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიური აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა ან/და სექსუალური ორიენტაციისა.
მცველის ქცევის ზოგადი წესები
- მცველი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა იყოს მოწესრიგებული და ტანსაცმლის დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად ჩაცმული. მცველი ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამუშაო დრო გაანაწილოს რაციონალურად და სრულყოფილად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება.
- მცველი ვალდებულია არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, პირადი მონაცემები, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირთა ინტერესის შელახვა.
- „მაგისტრის“ მცველს ეკრძალება სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. უნიფორმაში მყოფ მცველს ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და ა.შ.), რომლებიც მცველის პროფესიისთვის შეუფერებელია.
- «მაგისტრი»-ს თითოეულმა მცველმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
- «მაგისტრი»-ს მცველმა უნდა მოახდინოს რეაგირება კოლეგის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევაზე. მცველი შეურიგებელი უნდა იყოს ასეთი გამოვლინებისადმი და ამის შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებს.
- «მაგისტრი»-ს მცველმა უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად.
- „მაგისტრი“-ს მცველმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პირადი მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის.
- მცველი ვალდებულია, ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.
- მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. მცველისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.
- სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქესთან ურთიერთობის დროს «მაგისტრის» მცველს ეკრძალება: სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი, მანქანიდან საუბარი და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.
კოლეგებთან ურთიერთობა
- «მაგისტრი»-ს მცველი კოლეგებთან ურთიერთობისას უნდა იყოს კორექტული. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა.
სამსახურებრივი ურთიერთობისას მცველმა თავი უნდა შეიკავონ ფამილარული ურთიერთობებისგან. - «მაგისტრი»-ს მცველმა კოლეგებს გულახდილად უნდა მიაწოდოს აუცილებელი პროფესიული ინფორმაცია და გაუწიოს მათ დახმარება. იმავდროულად, მცველი უნდა იყოს შეურიგებელი კოლეგის მიერ დაშვებული დისციპლინარული დარღვევების მიმართ.ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას!