ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს სკოლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სწორად შეირჩეს პროფესიონალური დაცვითი სისტემები
გიზიარებთ ყველაზე მოთხოვნად სერვისებს სკოლებისთვის
ფიზიკური ძალით დაცვა
სკოლების უსაფრთხოების მიზნით დაცვის სამსახური ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
– საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში
– სკოლის ქონების დაცვა 24 საათის განმავლობაში
– მოსწავლეთა ქონების დაცვა (გარდერობი)
– დაცვის ტექნიკური საშუალებების, სახანძრო და დაცვის სიგნალიზაციის (მათ შორის საგანგაშო ღილაკის) მონტაჟი და მომსახურება
– საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების დროს (ბოლო ზარი, სასწავლო წლის დაწყება, კონცერტი, თეატრი, მუზეუმი, ექსკურსია)
– სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, მომსახურე პერსონალის დაცვა
– მეცადინეობის პერიოდში მოსწავლეების ტერიტორიიდან გასვლის და სასწავლო პროცესების გაცდენის აღკვეთა
– სატრანსპორტო საშუალებების ტერიტორიაზე შესლა-გამოსვლის წესების დაცვა
– კონფლიქტური სიტუაციების აღკვეთა
– ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების საკითხებზე
– ობიექტის დაცვის ხარისხის პერიოდული შემოწმება
მცველის მოქმედება სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს:
- საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს სკოლის დირექციას, შსს და მაგისტრის ოპერატიულ მორიგეს
- ევაკუაციის აუცილებლობის შეთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლეების და პერსონალის ორგანიზებული გამოყვანა შენობიდან ძირითადი და სათადარიგო გასასვლელებიდან
- მიიღოს ზომები სკოლის მატერიალური ფასეულობების დასაცავად
ასაფეთქებელი მოწყობილობის ან საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში მცველი ვალდებულია:
- მაქსიმალურად მოშორდეს საეჭვო ნივთს
- საშიშ ზონაში არ შეუშვას ხალხი და ტრანსპორტი
- ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მიიღოს დამატებითი ზომები
- გააღოს ფანჯრები და კარები დარტყმითი ძალის შესასუსტებლად
- გათიშოს ელექტრო და გაზმომარაგების ქსელები
- მოსწავლეები და პერსონალი უნდა მოაშოროს არანაკლებ 200 მ.
- თუ სავარაუდო ასაფეთქებლის ზომა დიდია, ევაკუაცია უნდა განხორციელდეს: არანაკლებ 230 მ (დიპლომატი)
- თუ საეჭვო ავტომანქანაა, ამ შემთხვევაში მანძილი იზრდება 580 მ-მდე
- სატვირთო ავტომანქანის შემთხვევაში 1240 მეტრამდე
სიგნალიზაცია და ვიდეოკამერები
სკოლის სრული აღჭურვა დაცვითი სისტემებითა და ვიდეოკამერებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
დაცვითი სიგნალიზაცია – ობიექტზე უკანონო შეღწევის შემთხვევაში ირთვება განგაშის სიგნალი და ოპერატიული რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ ჩნდება ადგილზე.
ვიდეოკამერები – შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თვალი ადევნოთ სკოლის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას ან ეს ყველაფერი მიანდოთ დაცვის კომპანიას.