ნოემბერი 2015 | Page 2 of 2 | მაგისტრი - დაცვის სამსახური

ნოემბერი 2015

ტურიზმის უსაფრთხოების დასაცავად ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა ანუ არავერბალური კომუნიკაცია. უცხოეთში მოგზაურობისას ტურისტის მოტყუებას ცდილობს ყველა: ტაქსისტები, სავალუტო ჯიხურები, გამყიდველები, სხვადასხვა სახის თვალთმაქცები, ყალთაბანდები, ქურდები, ჯიბგირები და ა. შ. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანის სხეულის ენა არასდროს იტყუება. 

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო სასტუმრო დანაშაულის უმეტესობა, რომელიც ჩადენილია ტურისტების მიმართ, ხდება იაფფასიან სასტუმროებში და მოტელებში. იმისათვის, რომ არ გახდეთ დანაშაულის მსხვერპლი, მოერიდეთ ისეთ სასტუმროებს, სადაც ნომრებში არ არის ტელეფონი, ურდული ან ჯაჭვი კარზე. არასდროს გაუღოთ კარი უცნობებს.

მოგზაურობისას იყავით ფრთხილად და გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები! (თუ მართლა უსაფრთხოება გაინტერესებთ და არა თავგადასავლები)

საზღვარგარეთ ყოფნისას ხშირ შემთხვევებში ძალიან ძნელი ხდება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საერთო ენის გამონახვა და შემთხვევით შეიძლება გაანაწყენოთ კიდეც სხვა კულტურის წარმომადგენელი ადამიანი.

თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით უბედური შემთხვევის შესახებ. მივეჩვიეთ ინფორმაციებს ავარიების, სტიქიური უბედურებების, ჩაძირული გემების, ჩამოვარდნილი თვითმფრინავების და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ. სამწუხაროდ, ხშირია ინფორმაციები ტურისტების დაღუპვის თაობაზეც.

თუ სამოგზაუროდ წასლვას აპირებთ, უმჯობესია არ შეიტანოთ ინფორმაცია თქვენი უცხოეთში წასვლის შესახებ ინტერნეტის ისეთ ვებსაიტებში როგორიცაა Facebook და Twitter . იცოდეთ, რომ ბოროტმოქმედებმა შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია (განსაკუთრებით თუ მითითებულია როდის მიემგზავრებით, რომელ ქვეყანაში, რა ხნით, როდის ბრუნდებით სამშობლოში და ა. შ.) და შემოაღწიონ თქვენს ბინაში გასაქურდად, რადგან დარწმუნებული იქნებიან ადგილზე პატრონის არ ყოფნაში.

  • ნუ დადგებით სანაგვე კონტეინერების, საბავშვო ეტლების, უმეთვალყურო ფუთების, ხელჩანთების სიახლოვეს. დესტაბილიზაციით დაინტერესებული ადამიანები ხშირად დებენ იქ ასაფეთქებელ მასალებს
  • არ დადგეთ მიტინგზე გამოსასვლელი სცენის სიახლოვეს, არეულობის დროს რთული იქნება უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.

საყვარელი კუმირის მოლოდინში ხანგრძლივად მყოფი ადამიანები  ადვილად შეიძლება გადაიქცნენ უმართავად მასად, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და უსაფრთხოება გარანტირებული გექნებათ:

  • ეცადეთ განთავსდეთ ცენტრალურ ვაგონებში (ყველაზე ნაკლებად ზიანდებიან ავარიის დროს)
  • დიდგაბარიტიანი და მძიმე საგნები მოათავსეთ ძირს. ძლიერი ბიძგის დროს შეიძლება ჩამოვარდეს და დაგაზიანოთ.