უსაფრთხოება ახალი წლის დღეებში

გახსოვდეთ! პიროტექნიკული ნაწარმი აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული. მასზე მითითებული უნდა იყოს დამამზადებლის მისამართი, ტელეფონები, სასაქონლო ნიშანი. ასეთი სახის პროდუქცია უკვე მეტყველებს მის ხარისხსა და უსაფრთოხოების გარანტიაზე, რადგან ყველა მეწარმე უფრთხილდება თავის სახელს.

  • არ შეიძინოთ ფეიერვერკული ნაწარმი არალეგალურად, ქუჩაში. ასეთი ნაწარმი მხოლოდ მაღაზიებში და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უნდა იყიდებოდეს;
  • ფეიერვერკული ნაწარმი შეინახეთ მშრალ ადგილზე, თავისივე შეფუთვით.აკრძალულია ასეთი  ნაწარმის შენახვა ნესტიან ან ძალიან მშრალ შენობაში, სადაც 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა. ის სწრაფად აალებადი საგნებიდან ან ნივთიერებიდან მოშორებით უნდა იყოს მოთავსებული. არ ჩაიდოთ ნაწარმი ჯიბეში. მოარიდეთ იგი ფეთქებად ან სწრაფაალებად მასალებს;
  • ფოიერვერკული ნაწარმი ბავშვებისათვის ძნელადმისადგომ ადგილებზე შეინახეთ;
  • კატეგორიულად აკრძალულია დანესტიანებული ფეიერვერკული ნაწარმის გამათბობელ მოწყობილობებზე გაშრობა (გათბობის ბატარეები, რეფლექტორები, საყოფაცხოვრებო ელექტროგამათბობლები და ა.შ.);
  • ძლიერი ქარის დროს  თავი აარიდეთ ფეიერვერკის გამოყენებას;
  • გახსოვდეთ! თუ პიროტექნიკა 3-5 წუთის განმავლობაში წვიმაში ან თოვლში მოხვდება, მისი წარმატებული გაშვების გარანტია არ არსებობს. უფრო მეტიც, პიროტექნიკის ზოგიერთი სახეობა დასველების შემდეგ სახიფათო ხდება. მაგალითად, დასველებულმა რაკეტებმა შეიძლება შეიცვალონ ტრაექტორია, ხოლო სალუტმა შეიძლება მიაღწიოს უმნიშვნელო სიმაღლეს და მაყურებლების სიახლოვეს აფეთქდეს;
  • გაითვალისწინეთ! სანამ ფითილს ცეცხლს წაუკიდებდეთ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ფოიერვერკს თავი სად აქვს, საიდან უნდა ამოვარდეს ანთებული ელემენტები;
  • არ არის მიზანშეწონილი, რომ პიროტექნიკული ნაწარმი 16 წლამდე ასაკის მოზარდებმა უფროსების ზედამხედველობის გარეშე გამოიყენონ;
  • მოერიდეთ თამბაქოს მოწევას პიროტექნიკის სიახლოვეს!
  •  ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას არაფხიზელ მდგომარეობაში!
  • აკრძალულია პიროტექნიკის ჩაგდება ცეცხლში; მისი გამოყენება შენობაში; ფითილის ჩაქრობის შემთხვევაში მისი ხელმეორედ დანთება (გამონაკლისია: ბენგალური შუშხუნა, ტორტის სანთლები და ე.წ. хлопушки— ტკაცუნები);

 

სამახსოვრო

  1. არ დაიზაროთ ნაწარმის ინსტრუქციის წაკითხვა.
  2. გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით ნაცნობ და ჩვეულებრივ ნაწარმს შეიძლება გააჩნდეს თავისებურებები.
  3. ფითილს ცეცხლი უნდა წაუკიდოთ გაწვდილი ხელის მაძილზე.
  4. მაყურებლები საშიში ზონის მიღმა, კონკრეტული პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენების ინსტრუქციაში მითითებულ მანძილზე, არანაკლებ 20 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდნენ.

კატეგორიულად არის აკრძალული:

  • მუშა მდგომარეობაში მყოფი პიროტექნიკული ნაწარმის ხელში დაჭერა.
  • პიროტექნიკული ნაწარმის თავზე, წახრილ მდგომარეობაში ყოფნა მისი ხმარების შემდეგაც და ასევე მისი აუმოქმედებლობის შემთხვევაშიც.
  • პიროტექნიკული ნაწარმის ხმარება ხალხის მიმართულებით და აგრეთვე იმ ადგილებში, სადაც შეიძლება ადამიანები გამოჩნდნენ.
  • პიროტექნიკის შენობაში ხმარება.
  • პიროტექნიკის გამოყენება შენობებთან, ნაგებობებთან, ხეებთან, ელექტროგადამცემ ხაზებთან ახლოს და სახიფათო ზონის მინიმალური რადიუსის მანძილზე.