უსაფრთხოების ზოგადი წესები

არ აქვს მნიშვნელობა რა ხანგრძლივობით ტოვებთ სახლს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს არასასურველი სტუმრების სამიზნე. აუცილებელია გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომლებიც თავიდან აგარიდებენ ქურდების ინტერესს და უსაფრთხოდ გაგრძნობინებენ თავს.

  • ჩამოაფარეთ ფანჯრებს ფარდები, ნუ მისცემთ საშუალებას უცხო პირებს ფანჯრიდან დაათვალიერონ და შეისწავლონ თქვენი ბინა, სად რა დევს და არის თუ არა ვინმე სახლში.
  • ნუ გაახმაურებთ ზედმეტად ინფორმაციას თქვენი გეგმების, მარშრუტის შესახებ, სად მიემგზავრებით, რა ვადით და ა.შ.
  • თუ მიემგზავრებით ხანმოკლე, 3 დღემდე ვადით, შექმენით ბინაში ყოფნის იმიტაცია: სარეცხი აივანზე, შუქი სააბაზანოდან, მისაღებიდან ან სხვა ისეთი ადგილიდან, რომელიც პირდაპირ არ ჩანს გარედან, დააყენეთ მაღვიძარა 9-12-14-17-23-02 საათებზე, ან გამოიყენეთ შუქის პროგრამირებადი ჩამრთველები.
  • ხანგრძლივად გამგზავრების შემთხვევაში სთხოვეთ მეზობლებს აიღონ კორესპონდენციები თქვენი საფოსტო ყუთიდან, კარებიდან და ა.შ.
  • ტელეფონი გამორთეთ ან ჩაუწიეთ ხმას, ზარის ხმა გარეთ არ უნდა ისმოდეს. (ტელეფონს არ პასუხობენ, ე.ი. სახლში არ არიან)
  • ბინიდან გამოსვლის წინ დარწმუნდით რომ კარებთან არავინ არ დგას.
  • თუ სახლში არავინაა, დაარიგეთ ბავში სახლიდან გამოსვლისას თითქოს ემშვიდობება ოჯახის წევრებს დაიძახოს ნახვამდის და ისე გაიხუროს კარები.
  • სახლში დაბრუნებისას თუ შეამჩნიეთ ბინის გატეხვის კვალი, არ შეხვიდეთ ბინაში, ეს შეიძლება საშიში აღმოჩნდეს თქვენი უსაფრთხოებისთვის.
  • საფრთხის შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ მოუხმოთ დასახმარებლად. თუ სახლში ხართ და საფრთხე გემუქრებათ დაუძახეთ, იყვირეთ, ან უკიდურეს შემთხვევაში ჩაამსხვრიეთ ფანჯარა, რომ მიიქციოთ გარშემომყოფთა ყურადღება.
  • ეცადეთ არ იყიდოთ არაფერი გვიან ღამით, ჩაბნელებულ ქუჩაში
  • ეცადეთ არ გქონდეთ ორივე ხელი დაკავებული. შეძლებისდაგვარად ერთი ხელი თავისუფალი უნდა გქონდეთ მოულოდნელი სიტუაციებისთვის.
  • ქუჩაში იარეთ ავტომანქანების მოძრაობის საპირისპიროდ, უკეთ აკონტროლებთ სიტუაციას, თუ ვინმე შეეცდება ავტომანქანაში თქვენს ძალით ჩასმას.
  • თუ ავტომანქანის მძღოლი გეკითხებათ რაღაც საკითხზე, დადექით მანქანიდან უსაფრთხო მანძილზე, ისე რომ საფრთხის შემთხვევაში დროულად გაეცალოთ იქაურობას.
  • იქონიეთ წვრილი კუპიურების შეკვრა, რომელზეც გარედან იქნება მსხვილი კუპიურა, საფრთხის შემთხვევაში გადაუგდოთ ის მძარცველს და დრო იხელთოთ გასაქცევად.
  • თუ თავს დაგესხნენ ქუჩაში არ მოგერიდოთ ხმამაღლა იყვიროთ და ითხოვოთ შველა, უკიდურეს შემთხვევაში ჩაამსხვრიოთ ვიტრინა, შეძვრეთ ავტომანქანის ქვეშ, საიდანაც თქვენი გამოყვანა გაუძნელდებათ.
  • თუ გიწევთ ისეთ ადგილებში გადაადგილება სადაც მაწანწალა ძაღლები არიან, თან იქონიეთ ელექტროშოკერი, ძარცვის გარდა ის დაგიცავთ ძაღლებისგანაც, მისი მოქმედების დროს გარდა სპეციფიკური ხმისა, ხდება ჰაერის იონიზაცია, რომლის დროსაც გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ცხოველებში იწვევს პანიკურ შიშს და გარბიან იმ ადგილიდან.
  • როცა მიემართებით ავტომობილისკენ გასაღები გქონდეთ მზადყოფნაში და ამავე დროს შეუმჩნევლად.
  • მანქანაში ჩასხდომამდე მიმოიხედეთ ირგვლივ და ჩაიხედეთ მანქანაში. თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, გაიარეთ.
  • მანქანის და სახლის გასაღებები იქონიეთ ცალცალკე, ერთერთის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში არ დარჩებით ქუჩაში.
  • მანქანის კარები ჩაკეტეთ ჩასხდომისთანავე.
  • თუ გეჩვენებათ რომ თქვენ მანქანას ვიღაც აედევნა, მოუხვიეთ მარჯვნივ 4-5 ჯერ. საეჭვო მანქანა თუ ისევ მოგყვებათ, წადით უახლოეს პოლიციის პოსტამდე. არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ გზა სახლამდე მითუმეტეს თქვენი ჩვეული მარშრუტით.
  • მანქანიდან გადმოსვლისას მიმოიხედეთ ირგვლივ. პარკირებისთვის არ შეარჩიოთ ადგილი საეჭვო პირების და არაფხიზელი კომპანიების მახლობლად.
  • უმნიშვნელო ავარიების დროს ნუ შეხვალთ პოლემიკაში მეორე ავტომობილის მძღოლთან და ნუ მისცემთ თქვენს საბუთებს. დარეკეთ პოლიციაში ან სთხოვეთ გამვლელ მძღოლებს შეატყობინონ ავარიის შესახებ. დაელოდეთ პოლიციის მოსვლას თქვენს მანქანაში. შეიძლება ავარია სპეციალურად პროვოცირებული იყო.

 

 

კომენტარის დატოვება

Time limit is exhausted. Please reload CAPTCHA.