უსაფრთხოება ხანდაზმულთათვის

ჩვენ მოგიყვანეთ უსაფრთხოების წესები – ეს ზოგადი ჩამონათვალი დაგეხმარებათ თავი კიდევ უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნოთ.

1.უსაფრთხოების წესები ბინაში, სიფრთხილეს თავი არ სტკივა:

  • უმჯობესია თუ კარზე და ფანჯრებზე დააყენებთ საიმედო საკეტებს;

  • გირჩევთ არ შეინახოთ გასაღები…კართან ხალიჩის ქვეშ ან საყვავილეში

  • სათადარიგო გასაღების კომპლექტი დატოვეთ მეზობელთან

  • თუ საეჭვოდ მოგეჩვენებათ თქვენთან მოსული კურიერი ან სხვა სამსახურის წარმომადგენელი, კარის გაღებამდე კარგად გამოკითხეთ დაწესებულების შესახებ და გადაამოწმეთ ინფორმაცია მათსავე ოფისში ინტერნეტ-რესურსში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან საინფორმაციო სამსახურებში.

  • დარწმუნდით, რომ თქვენი კორპუსის მაჩვენებელი ნომერი განათებულია და კარგად ჩანს, რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო და სამაშველო სამსახურებმა ადვილად და სწრაფად შეძლონ თქვენთან მოსვლა.

  • თუ გადაწყვეტთ სიგნალიზაციის დაყენებას, ჯობია ისარგებლოთ ორგანიზაციის მომსახურებით, რომელიც აიღებს საგარანტიო ვალდებულებას დაამონტაჟოთ სამედიცინო, სახანძრო და საგანგაშო ღილაკებიც, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან იქნება დაკავშირებული.

2. უსაფრთხოების წესები შენობის გარეთ:

  • ნუ ისეირნებთ მარტო, შეიძლება გზა დაგებნეთ, ან წაიქცეთ, ეცადეთ ისეირნოთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად

  • საფულე შეინახეთ პიჯაკის შიდა ჯიბეში

  • საპენსიო ან სხვა რეგულარული შემოსავლები გადაარიცხინეთ თქვენს საბანკო ანგარიშზე

  • ავტომობილის კარები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პარკირების ადგილებზე, გარაჟთან.

  • ეცადეთ ავტომანქანა გააჩეროთ კარგად განათებულ ადგილას, შესასვლელ კართან ახლოს.

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაიკავეთ ადგილი მძღოლთან ან კართან ახლოს

3. თაღლითობისგან თავდასაცავად:

  • ნუ ენდობით მიმზიდველ იდეალურ შემოთავაზებებს სასწაულმოქმედი მკურნალობის, მომგებიანი ინვესტიციებისა და ლატარეის შესახებ.

  • არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თქვენი საბანკო ანგარიშისა და საკრედიტო ბარათის ნომრები ან კოდი, პრიზის მოგების ან რაიმე სხვა დაპირების შემთხვევაშიც.

  • თუ გაჩქარებენ ან გაძალებენ სადაზღვევო პოლისზე, გაყიდვის ხელშეკრულებაზე და ა.შ. ხელმოწერას, ნუ ენდობით ასეთ პიროვნებას, გულდასმით წაიკითხეთ მთლიანი ხელშეკრულება, განსაკუთრებით წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტი და წააკითხეთ თქვენს ახლობლებსაც.

კომენტარი