უსაფრთხოების წესები ავტომობილის მფლობელთათვის

უსაფრთხოების დაცვა არასოდეს არის ზედმეტი. ჩვენ მოგიყვანეთ მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს ავტომობილში მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი და მაქსიმალურად აირიდოთ უსიამოვნო სიტუაციები.

  • წინასწარ მოამზადეთ მანქანის გასაღები ავტომობილში ჩაჯდომამდე;
  • სანამ მანქანაში ჩაჯდებით, დაათვალიერეთ, ხომ არ იმყოფება უცხო პირი შიგნით.
  • როგორც კი ავტომობილში ჩაჯდებით ჩაკეტეთ კარები.
  • თუ შეამჩნევთ რომ საეჭვო მანქანა აგედევნათ, მოუხვიეთ ზედიზედ მარჯვნივ 4-ჯერ. თუ საეჭვო მანქანა კვლავ მოგყვებათ, ეცადეთ მიხვიდეთ უახლოეს პოლიციის შენობამდე, ან დარეკოთ პოლიციაში.
  • მანქანიდან გადმოსვლამდე მიმოიხედეთ ირგვლივ. მანქანის გასაჩერებლად ნუ აირჩევთ ისეთ ადგილებს, სადაც იმყოფებიან არაფხიზელი კომპანიები და საეჭვო პირები.
  • ავარიის შემთხვევაში ნუ იკამათებთ მეორე მანქანის მფლობელთან და არ გადასცეთ თქვენი საბუთები, ეცადეთ შეატყობინოთ პოლიციას.
  • თუ უსაფრთხოების ღვედი გიჭერთ, დაიდეთ რბილი სათამაშო, ამით თქვენი უსაფრთხოება არ დაზარალდება, ამავდროულად იმგზავრებთ კომფორტულად.
  • თუ თავს დაგესხნენ ავტოსადგომზე, თქვენი მანქანიდან მოშორებით  და სხვა გამოსავალი არ გაქვთ, უკიდურეს შემთხვევაში სცადეთ შეძვრეთ რომელიმე მანქანის ქვეშ და მოუხმოთ მშველელს.