სიგნალიზაციის დეტექტორები

როდესაც უყურებთ თქვენს ოჯახს, სახლს, გსურთ, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ და არავინ არასოდეს მიაყენოს ზიანი. მიდიხართ სამსახურში და იმედოვნებთ, რომ საღამოს მომღიმარი ოჯახი, დაცული სახლი დაგვხდებათ. მაგრამ როგორც ამბობენ, მხოლოდ იმედის ქონა არ არის არც სტრატეგია და არც საკმარისი.

როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენს სახლსა თუ ოფისს  დაცვითი სისტემა, მაგალითად – დეტექტორი ესაჭიროება, საჭიროა უპირველესად განსაზღვროთ თუ რა საფრთხისგან გსურთ თავის დაცვა: ქურდობის, გაზის გაჟონვის, წყლით დატბორვის და ა.შ.