ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში დაცვა გაძლიერდა. შენობას კერძო დაცვის სამსახური, “მაგისტრი” იცავს. ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორის და აღნიშნული შენობის მფლობელის მინდობილი პირის, ბაია გადაბაძის განცხადებით, დაცვა გაძლიერდა, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ექსცესი.