დაცვის სამსახურის ისტორიიდან უცხოელ  მეცნიერთა აზრით, დაცვის სამსახურის პირველსახე – ჟანდარმერია (შემდგომში – საპოლიციო ფუნქციების უწყება), შეიქმნა პირველად საფრანგეთში, მეფე კარლ VII-ის დროს 1445 წელს. ჟანდარმებს უწოდებდნენ აზნაურებს, რომლებიც მსახურობდნენ საფრანგეთის მეფეების დაცვაში. ამ ტერმინის სინონიმია ლაიბგვარდია (<გერმ. Leibgarde. Leib – “ტანი, სხეული”, ნიშნავს “მონარქთან მყოფს” – მეფის დაცვა). შდრ. ინგლისური ტერმინი Body guard (<ინგლ. […]