როგორ შევარჩიოთ დაცვის სამსახური

იმისათვის, რომ შეარჩიოთ საიმედო და ოპტიმალური დაცვის სამსახური, თავდაპირველად აუცილებელია განსაზღვროთ თუ რა სახის რისკები გემუქრებათ, ასევე რა სახის და როგორი დაცვა შეიძლება დაგჭირდებათ კონკრეტულად.

თქვენი კონკრეტული ამოცანა შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა მეთოდებით:

  • სტაციონარული პოსტი;
  • პირადი მცველი;
  • დაცვის სიგნალიზაცია;
  • სახანძრო სიგნალიზაცია;
  • საგანგაშო ღილაკი;
  • ვიდეომეთვალყურეობა;
  • დაშვების და აღრიცხვის სისტემები;
  • ზემოჩამოთვლილი ნებისმიერი კომბინაციით;

 დაინტერესდით და გაარკვიეთ:

დაცვის სამსახურის შერჩევის კრიტერიუმები:

აქვს თუ არა დაცვის სამსახურს მომსახურების ლიცენზია, გამოცდილება.

2009 წლიდან კანონი ითვალისწინებს სავალდებულო ლიცენზირებას. გარდა აღნიშნულისა კარგი იქნება თუ ფირმას გააჩნია სპეციალური დაშვება-ნებართვა საიდუმლო ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაზე

მუშაობის გამოცდილება-ფუნქციონირების პერიოდი

კარგია თუ ფირმას გააჩნია 10 და მეტი წლის მუშაობის გამოცდილება.

აქვს თუ არა ოფისი

დაინტერესდით სად არის ოფისი, ერთ ოთახში თუ დაქირავებული აქვთ ან გააჩნიათ საკუთარი კეთილმოწყობილი ოფისი, სადღეღამისო მორიგეობა. კონსულტაციები 24 სთ-ს განმავლობაში, დარეკეთ ღამის საათებში და დაინტერესდით ვინ და როგორ გიპასუხებენ.

დაინტერესდით და ნახეთ ინტერნეტ საიტის, კომპანიის რეიტინგი საძიებო სისტემებში ცალკეული მომსახურებების მიხედვით

ჰყავს თუ არა სწრაფი რეაგირების ჯუფები, მათი რაოდენობა, აღჭურვილობა, სხვა ინფრასტრუქტურა

სათანადოდ აღჭურვილი და გაფორმებული ავტოპარკი, რომელი ავტო ტექნიკური მომსახურების სადგურები უწევენ ტექნიკურ მომსახურებას ავტომანქანებს

გამოყოფილი რადიოსიხშირეების არსებობა, რადიოსადგურები

ავტომანქანების რადიოფიცირება და გაფორმება, რეაგირების ჯგუფების რაოდენობა

ფიქსირდება თუ არა რეაგირების ჯგუფის გადაადგილება თანამგზავრული სისტემით

ფიქსირდება თუ არა მათი საუბრები მორიგე-დისპეტჩერებთან და რეაგირების ჯგუფებთან

მიმდინარეობს თუ არა რეაგირების ჯგუფის მოქმედების ვიდეოჩაწერა

24 საათიანი სამორიგეო და ტექნიკური სამსახური

(დარეკეთ ოფისის ნომრებზე გვიან ღამით და მოითხოვეთ ტექნიკოსის გამოძახება)

გააჩნიათ თუ არა დაცვითი მომსახურების სრული პაკეტი:

სისტემის მონტაჟი, მონიტორინგი, ტექნიკური და საგარანტიო მომსახურება, დაცვა ცოცხალი ძალით, ტვირთების გაცილება, სიგნალიზაცია, საგანგაშო ღილაკები, ჯპს, ტექნიკური მომსახურება.

ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ცოცხალი ძალით ჩანაცვლების შესაძლებლობა

დაინტერესდით დასაცავი ობიექტების და მცველების კატეგორიებით, დამკვეთებით, რეკომენდაციებით, რა ტიპის ობიექტებს იცავენ

თანამშრომელთა რაოდენობა, მოითხოვეთ მცველის ეთიკის წესები და ინსტრუქციები, ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები სეზონების მიხედვით

დაინტერესდით წლიური ბრუნვით, სახელფასო დავალიანებით, დავალიანებით ბიუჯეტის მიმართ

გაეცანით ტიპიურ ხელშეკრულებას, განსაკუთრებით ხელშეკრულების საგანს და შემსრულებლის პასუხისმგებლობას.

დეტალურად უნდა იყოს განხილული დაცვის სამსახურის კონკრეტული მოქმედება განგაშის დროს და არა ზოგადი ფრაზებით, როგორიცაა “გამოცხადდეს ობიექტზე”, “ჩაიბაროს ობიექტი”, “დაიცვას ობიექტი” და ა.შ.

ხელშეკრულების გაფორმების შემგომ მოითხოვეთ ობიექტის დაცვის ინდივიდუალური გეგმის შეთანხმება, შიდა ინსტრუქციები

სიგნალიზაციის პულტით მომსახურების შემთხვევაში დაინტერესდით თუ რომელი არხებით იღებს სიგნალს დაცვის სამსახური.

ზოგადად არსებობს რადიოარხი, ინტერნეტი, სატელეფონო, მობილური, ხმოვანი, ციფრული, სმს, მობილური ინტერნეტი და სხვა.

დაცვის სამსახურს უნდა გააჩნდეს სიგნალის მიღების  ყველა არხი თუ არა 2-3 მაინც,

დაინტერესდით თუ რამდენ ხანში შეუძლია დაცვის სამსახურს დააფიქსიროს სიგნალის ჩახშობა, სისტემის მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ.

ოპტიმალურ პერიოდს შეადგენს 5-10 წთ (და არა 8-12 სთ)

სცადეთ არ აიყვანოთ ობიექტი დაცვაზე და დააკვირდით დაცვის სამსახურის რეაქციას.

სტანდარტულ შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ შეტყობინება-შეხსენება, ან უნდა დაგიკავშირდეთ ოპერატორი და შეგახსენოთ იმის შესახებ რომ ობიექტი არა არის აყვანილი დაცვაზე.

თუ თქვენი ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დაცვის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს დისტანციურად აყვანა დაცვაზე, ან ობიექტის დაცვა უნდა უზრუნველყოს ცოცხალი ძალით.

დაკვეთის შესრულების ვადები

სტანდარტული ობიექტის ტექნიკური აღჭურვა უნდა შეძლოს 24 საათის განმავლობაში, მათ შორის ღამის საათებშიც

დაზიანების აღმოფხვრის ვადები

დაზიანება უნდა აღმოფხვრას 8 საათის განმავლობაში

არანტია აპარატურაზე
“მაგისტრის” აბონენტებისთვის საგარანტიო ვადა ვრცელდება მუდმივად, მომსახურების მთელ პერიოდზე

ზარალის ანაზღაურების ლიმიტი

კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ზარალის ანაზღაურებაზე იმ პერიოდზეც, რა დროც განსაზღვრულია ხელშეკრულებით რეაგირებისთვის და ობიექტზე მისასვლელად.

დამკვეთის მიმართ ფირმის მიერ ზარალის ანაზღაურების საკითხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადაზღვევო პაკეტით (და არა საბანკო გარანტიით). ვისაც არ გააჩნია სადაზღვევო პაკეტის შეძენის საშუალება, ის მითუმეტეს ვერ უზრუნველყოფს მატერიალური ზარალის ანაზღაურებას.

(შპს “მაგისტრის”-ს სადაზღვევო პაკეტი შეადგენს 600 000 ლარს)

გაითვალისწინეთ ახლობლების რეკომენდაციები, წერილები და სხვ.

თუ ვინმე გთავაზობთ მომსახურებას დაბალი ტარიფებით დაინტერესდით რის ხარჯზე აღწევენ ზე ეკონომიას და თქვენ დარწმუნდებით ეს ხდება თქვენი იტერესების საზიანოდ

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დამკვეთმა. მან უნდა გადაწყვიტოს რა სჭირდება მას რეალურად დაცვა თუ დაცვის იმიტაცია