დაცვის სიგნალიზაცია

სტატისტიკის მიხედვით ბინის ქურდობის 80% ხდება დღისით, როცა პატრონი არ არის სახლში.

ქურდობის 93% ხდება  ბინებში, სადაც არ არის სიგნალიზაცია

დაცვის სიგნალიზაციის დანიშნულებაა დაიცვას თქვენი ქონება ბინაში ან ოფისში თქვენი არყოფნის პერიოდში. ის შეიძლება ინტეგრირებული იყოს სახანძრო სიგნალიზაციათან.

ობიექტზე მისვლისას ის ასევე დაგიცავთ “დაუპატიჟებელ სტუმრებთან” მოულოდნელი და სარისკო შეხვედრისგან

უცხო პირის შესვლის შემთხვევაში ადგილზე ირთვება განგაშის სიგნალი და თქვენ იღებთ შესაბამის სატელეფონო შეტყობინებას

განგაშის სიგნალზე ობიექტზე დაუყონებლივ გადის დაცვითი სამსახურის რეაგირების ჯგუფი და უზრუნველყოფს ობიექტის და მატერიალური ფასეულობების დაცვას უკანონო ხელყოფისაგან, პერსონალის უსაფრთხოებას.

როგორ შევარჩიოთ სიგნალიზაცია

პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რა ტიპის სიგნალიზაცია გჭირდებათ:

რაზე უნდა მოახდინოს რეაგირება სიგნალიზაციის სისტემამ და რისგან უნდა დაიცვას ობიექტი: ქურდობის, ხანძრის, მხუთავი გაზის, ბუნებრივი აირის გაჟონვის, წყლით დატბორვის და ა.შ.

რა უნდა დაიცვას

პერიმეტრის დაცვა თუ შიდა სივრცე

როგორი ატმოსფერული მოვლენების პირობებში უნდა გამოიყენოთ და ა.შ.

გყავთ თუ არა შინაური ცხოველები ბინაში

თუ ბინაში გყავთ შინაური ცხოველები, გაითვალისწინეთ რომ არსებობს სიგნალიზაციის სისტემები, რომლებიც არ რეაგირებენ 30-45 კგ-მდე ცხოველებზე.

მონტაჟის ტიპის მიხედვით

სადენიანი თუ უსადენო (თუ რემონტი უკვე გაკეთებულია)

უსადენო სიგნალიზაციის მთავარ უპირეტესობას წარმოადგენს დეტექტორების მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე, სადენების არარსებობა

თუ თქვენ უფრთხილდებით ბინის ან ოფისის დიზაინს, მის ვიზუალურ მხარეს, უსადენო სიგნალიზაცია იქნება იდეალური გადაწყვეტა თქვენი ბინის თუ ოფისის დასაცავად

გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ უსადენო სიგნალიზაცია ღირს დაახლოებით 1,5 ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მისი სადენიანი ანალოგი

  • სადენიან სისტემებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობები:
  • საიმედოობა
  • ნაკლებად მგრძნობიარეა რადიო და ელექტროტალღების მიმართ
  • ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მეტხანს მუშაობს სარეზერვო კვებაზე

სადენიანი სისტემის უარყოფითი მხარეები:

  • საჭიროა სადენების გაყვანა, რაც გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული
  • ყოველთვის ვერ ხერხდება სადენების დაფარვა, რაც დიზაინის თვალსაზრისით პრობლემურია
  • საჭიროების შემთხვევაში გართულებულია სისტემის გადატანა სხვა ადგილზე

უსადენო სისტემები

დეტექტორებიდან პანელამდე ინფორმაციას გადასცემენ რადიოტალღებით, სადენების გარეშე

უსადენო სისტემებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობები:

  • უსადენო სისტემა იკვებება ელემენტებით, ამიტომ შესაძლებელია მათი დამონტაჟება ისეთ ადგილებშიც  სადაც არ არის ელექტროენერგია
  • მარტივად შეიძლება დეტექტორების დამატება და სისტემის  გაფართოება საჭიროების შემთხვევაში
  • ადვილია უსადენო სისტემის დემონტაჟი და ახალ მისამართზე გადატანა

უსადენო სისტემების ზოგიერთი ნაკლოვანებები:

  • დეტექტორებს ესაჭიროებათ ელემენტები, მაღალია ალბათობა რომ ის მწყობრიდან გამოვიდეს გადამწყვეტ მომენტში
  • კომპონენტები ახლოს უნდა იყოს განლაგებული ცენტრალური პანელიდან

მუშაობის პრინციპის მიხედვით

ავტონომიური (ადგილობრივი) თუ სატელეფონო შეტყობინებით

განგაშზე რეაგირების მიხედვით

განგაშის სიგნალზე უნდა გავიდნენ თუ არა მორიგე რეაგირების ჯგუფები

შუქ-ბგერითი მოწყობილობის (სირენა) არსებობა

სიგნალიზაციის ამუშავების (განგაშის შემთხვევაში) ხმოვანი სირენა მაშუქებით იქცევს ყურადღებას და აფრთხობს დამნაშავეს, შეიძლება თავიდან აგვარიდოს საფრთხეები.

სიგნალიზაციის სისტემის თავსებადობა

იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს მისი ჩართვა სიგნალიზაციის პულტზე, აუცილებელია სისტემა იყოს თავსებადი პულტის სისტემებთან. წინააღმდეგ შემთხვევებში თქვენ ვერ ისარგებლებთ მონიტორინგის პულტის უპირატესობებით

გაითვალისწინეთ, რომ სიგნალიზაციის სისტემის ძალიან ბევრი იაფფასიანი მოდელი არ არის თავსებადი პროფესიონალურ პულტებთან და გათვლილია მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებელზე, გააჩნია მინიმალური ინფორმაციულობა და დაბალი საიმედოობა. სიგნალიზაციის სისტემის არჩევის დროს აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება.

დაინტერესდით, შეუძლია თუ არა სისტემას გადასცეს ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტის კოდებით (არ შეგეშალოთ სმს შეტყობინებაში)

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მომავალში გადაწყვეტთ ისარგებლოთ საპულტო მომსახურეობით სასურველია სისტემას გააჩნდეს პულტთან დაკავშირების, ან დამატებით ასეთი მოწყობილობის მიერთების შესაძლებლობა,

სარეზერვო ელექტრო კვება

სიგნალიზაციის ნებისმიერი სისტემა (სადენიანი და უსადენო) საჭიროებს ელექტრო კვებას.
გაითვალისწინეთ ელექტრო ენერგიის გამორთვის შემთხვევაში სიგნალიზაციის ფუნქციონირების შესაძლებლობა. შეარჩიეთ აკუმულატორის ტევადობა.

სტანდარტული სიტუაციებისთვის საკმარისია სტანდარტული 7 ამპ/სთ ტევადობის აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონირებას 18 – 36 სთ-მდე პერიოდში. ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია უფრო მაღალი ტევადობის აკუმულატორების გამოყენებაც თუ არსებობს ელექტროენერგიის ხანგრძლივი პერიოდით გამორთვის საშიშროება

თუ თქვენ  აღნიშნული რეკომენდაციების მიუხედავად მაინც  ვერ გადაწყვიტეთ რომელი სიგნალიზაცია აირჩიოთ, ჩვენი სპეციალისტები ადგილზე გაგიწევენ  სრულფასოვან კონსულტაციას და შეარჩევენ თქვენთვის ოპტიმალურ  ვარიანტს სიგნალიზაციის ტიპის,  მოდელის და ღირებულების მიხედვით.  

მომსახურება არის 24 საათიანი და უფასო

როგორ შევარჩიოთ დეტექტორები

როგორ შევარჩიოთ სიგნალიზაციის პულტი

სიგნალიზაციის ტარიფები

ჩვენი უპირატესობები

"მაგისტრი"-ს გუნდი გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში

No1 ოქროს ბრენდი
დარგის ლიდერი
200
კერძო კლიენტი
100
ბიზნესი
1
გამოცდილება
100
პერსონალი

”მაგისტრს” შეგიძლიათ მიანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე

თამარ დოლიძე

სტომატოლოგიური კლინიკა “მედი–დენტ+”-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი

თუკი შიშმა ჯვარზე გაცვათ, დაგჭირდებათ ჩვენი დაცვა

ცირა ბარბაქაძე

თანამედროვე რიტორიკის აკადემია - დამფუძნებელი და დირექტორი

პროფესიონალებით დაჯგუფებული გუნდი

ბექა უჯმაჯურიძე

პარტნიორები