სიგნალიზაცია

დაცვის ელექტრონული სისტემები

დაცვის სიგნალიზაციის დანიშნულებაა დაიცვას თქვენი ქონება ბინაში ან ოფისში  თქვენი არყოფნის პერიოდში.

ობიექტზე მისვლისას ის ასევე დაგიცავთ “დაუპატიჟებელ სტუმრებთან” მოულოდნელი და სარისკო შეხვედრისგან

უცხო პირის შესვლის შემთხვევაში ადგილზე ირთვება განგაშის სიგნალი და მეპატრონე იღებს შესაბამის შეტყობინებას

განგაშის სიგნალზე ობიექტზე დაუყონებლივ გადის  დაცვითი სამსახური “მაგისტრი”-ს რეაგირების ჯგუფი და უზრუნველყოფს ობიექტის და მატერიალური ფასეულობების  დაცვას უკანონო ხელყოფისაგან, პერსონალის უსაფრთხოებას.

სახანძრო სიგნალიზაცია

სახანძრო სიგნალიზაცია უზრუნველყოფს ხანძრის წყაროს დროულ აღმოჩენას და შეტყობინებას.

შენობა-ნაგებობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სისტემა მომენტალურად რეაგირებს ბოლზე, მაღალ ტემპერატურაზე, ცეცხლის ალზე და ადგილზე ირთვება განგაშის სიგნალი, შესაბამისი სიგნალი ასევე გადაეცემა სახანძრო სამსახურს, დამკვეთს, დაცვის სამსახურ “მაგისტრი”-ს, სხვა დაინტერესებულ მხარეს.

სადენიანი და უსადენო სიგნალიზაცია.

მონტაჟის ტიპის მიხედვით. სიგნალიზაცია შეიძლება იყოს სადენიანი და უსადენო სიგნალიზაცია.

მათ შორის ძირითად განსხვავებას წარმოადგენს დეტექტორებიდან მიმღებ მოწყობილობამდე სიგნალის გადაცემის პრინციპი. უსადენო სიგნალიზაციის მთავარ უპირეტესობას წარმოადგენს დეტექტორების მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე, სადენების არარსებობა.

თუ თქვენ უფრთხილდებით ბინის ან ოფისის დიზაინს, მის ვიზუალურ  მხარეს, უსადენო სიგნალიზაცია  იქნება იდეალური გადაწყვეტა თქვენი ბინის თუ ოფისის დასაცავად.

გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ უსადენო სიგნალიზაცია ღირს დაახლოებით 1,5 ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მისი სადენიანი ანალოგი.

პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ თუ რას ითხოვთ სიგნალიზაციისგან  მხოლოდ “იყვიროს და იციმციმოს” თუ

შეატყობინოს შესაბამის ადრესატებს.

დაცვის სიგნალიზაცია, ისევე როგორც სახანძრო სიგნალიზაცია შეიძლება იყოს ავტონომიური ან პულტზე ჩართული

ავტონომიური  სიგნალიზაციის

მთავარი ფუნქცია იქნება უკანონო შეღწევის ან ავარიის შემთხვევაში ადგილზე ჩართოს განგაშის სიგნალი და შეატყობინოს მეპატრონეს (სმს ან სატელეფონო კავშირით).

პულტზე ჩართული სიგნალიზაცია

მეპატრონის გარდა განგაშის სიგნალს (და სხვა დანარჩენ სიგნალებსაც) აგზავნის პულტზე და შესაბამისად ოპერატიული რეაგირების ჯგუფებთან

სატელეფონო შეტყობინება

შეიძლება განხორციელდეს მობილური სატელეფონო არხით (GSM სიგნალიზაცია) ან სადენიანი ატს მეშვეობით. სატელეფონო ხაზები შეიძლება დაზიანდეს ან ხელოვნურად მწყობრიდან იქნას გამოყვანილი, ამიტომ ეს არხი ნაკლებად საიმედოა

სიგნალიზაციის პულტი

საპულტო მომსახურება არის ბინების, ოფისების, საწყობების და ა.შ.სადღეღამისო  პროფესიონალური  დაცვა და მონიტორინგი თანამედროვე ელექტრონული სისტემებით და სწრაფი რეაგირების ჯგუფებით

სეზონური მომსახურება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოჯახის  წევრები თითქმის მუდმივად იმყოფებიან სახლში და მუდმივი სიგნალიზაციის საჭიროება  არ არსებობს,  მაგრამ პერიოდულად მიემგზავრებით ქალაქგარეთ აგარაკზე მოკლე პერიოდით  შეგიძლიათ სიგნალიზაცია პულტზე ჩართოთ მოკლე პერიოდით

თქვენს ბინაში ჩვენი სპეციალისტები უფასოდ დაამონტაჟებენ სიგნალიზაციის სისტემას. თქვენ გადაიხდით მხოლოდ სააბონენტო მომსახურების ღირებულებას

 საპულტო მომსახურების უპირატესობები

პულტზე ჩართვის შემთხვევაში თქვენს ქონებას და უსაფრთხოებას დაიცავენ პროფესიონალები,  სპეციალური სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები.

სიგნალიზაციის ამუშავების  შემთხვევაში, პულტი იღებს განგაშის სიგნალს და ობიექტზე დაუყონებლივ გადიან სწრაფი რეაგირების ჯგუფები.

დაცვა და მონიტორინგი ხორციელდება 24 სთ-ს განმავლობაში.

აპარატურაზე ვრცელდება უვადო საგარანტიო მომსახურება

ტექნიკური დაზიანების აღმოფხვრა 8 საათის განმავლობაში

განგაშის შემთხვევაში ობიექტის დაცვა ცოცხალი ძალით

საპულტო მომსახურების შემთხვევაში მიმდინარეობს  სიგნალიზაციის სისტემის მუდმივი დიაგნოსტიკა, თვითდიაგნოსტიკა. სისტემას გააჩნია მაღალი საიმედოობა

ინფორმაციის გადაცემის არხების დუბლირება

შესაძლებელია “ჩუმი განგაშის,” “იძულებითი გახსნის” სიგნალის გადაცემა პულტზე.

იმ შემთხვევაში თუ ბოროტმოქმედი გაიძულებთ გააღოთ, ბინის, ოფისის, მაღაზიის კარები და გამორთოთ  სიგნალიზაცია. ამ დროს თქვენ კრეფთ კოდს და განგაშის სიგნალი შეუმჩნევლად გადაეცემა პულტს. თქვენს დასახმარებლად დაუყონებლივ გამოდიან რეაგირების ჯგუფები

ობიექტის გახსნაზე შეზღუდვების დაწესება დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებზე

ფიქსირდება როდის გაიღო და დაიკეტა თქვენი ობიექტი, როგორ იცავენ სამუშაო გრაფიკს

იღებთ შეხსენებას დაცვაზე აყვანაზე იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ სიგნალიზაციის ჩართვა განსაზღვრული პერიოდისთვის.

ობიექტზე საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დამატებითი ფიზიკური ძალების მობილიზაციის შესაძლებლობა

დამკვეთისთვის სიგნალიზაციის სისტემის მუშაობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, რაც იძლევა პერსონალის და ოჯახის წევრების კონტროლის საშუალებას.

ისტორიის არქივი და ამონაწერი  ნებისმიერი პერიოდისთვის

იდეალური გადაწყვეტა ქსელური დამკვეთებისთვის-ერთიანი ცენტრი ობიექტების დისლოკაციის და რაოდენობის მიუხედავად.

სრული მატერიალური პასუხისმგებლობა. ქურდობის შემთხვევაში დანაკარგი აგინაზღაურდებათ დაცვის სამსახურის პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების მიერ

შემცირებული სადაზღვევო ტარიფები სხვა რისკებზეც. (წყალდიდობა, მიწისძვრა, და ა. შ)

სიმშვიდის განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი საკუთრება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა

სააბონენტო გადასახადის ხელმისაწვდომია ნებისმიერი კლიენტისთვის

როგორ შევარჩიოთ სიგნალიზაცია

პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რა ტიპის სიგნალიზაცია გჭირდებათ: დაცვის, სახანძრო, მხუთავი გაზის თუ კომბინირებული.

რა უნდა დაიცვას სიგნალიზაციის სისტემამ – შენობის შიდა პერიმეტრი, ღია სივრცე თუ გარე პერიმეტრი, როგორი ატმოსფერული მოვლენების პირობებში უნდა გამოიყენოთ და ა.შ.

შინაური ცხოველები ბინაში

თუ ბინაში გყავთ  შინაური ცხოველები, გაითვალისწინეთ რომ არსებობს სიგნალიზაციის სისტემები,  რომლებიც არ რეაგირებენ  30-45 კგ-მდე ცხოველებზე, (იხ. “როგორ შევარჩიოთ დეტექტორები). უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ სისტემებს

შუქბგერითი მოწყობილობის (სირენა) არსებობა

სიგნალიზაციის ამუშავების (განგაშის შემთხვევაში) ხმოვანი სირენა მაშუქებით იქცევს ყურადღებას და აფრთხობს დამნაშავეს, შეიძლება თავიდან აგვაცდინოს საფრთხეები.

სიგნალიზაციის სისტემის თავსებადობა

იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს  მისი ჩართვა სიგნალიზაციის პულტზე, აუცილებელია სისტემა იყოს თავსებადი პულტის სისტემებთან.

გაითვალისწინეთ, რომ სიგნალიზაციის სისტემის ძალიან ბევრი იაფფასიანი  მოდელი არ არის თავსებადი პროფესიონალურ პულტებთან და გათვლილია მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებელზე, გააჩნია მინიმალური ინფორმაციულობა და დაბალი საიმედოობა. სიგნალიზაციის სისტემის არჩევის დროს აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება. დაინტერესდით, შეუძლია თუ არა სისტემას გადასცეს ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტის კოდებით (არ შეგეშალოთ სმს შეტყობინებაში)

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მომავალში გადაწყვეტთ ისარგებლოთ საპულტო მომსახურეობით სასურველია სისტემას გააჩნდეს ამის შესაძლებლობა,

სარეზერვო ელექტრო კვება

სიგნალიზაციის ნებისმიერი სისტემა (სადენიანი და უსადენო) საჭიროებს ელექტრო კვებას.

გაითვალისწინეთ ელექტრო ენერგიის გამორთვის შემთხვევაში სიგნალიზაციის ფუნქციონირების შესაძლებლობა. შეარჩიეთ აკუმულატორის ტევადობა. სტანდარტული სიტუაციებისთვის საკმარისია სტანდარტული  7 ამპ/სთ ტევადობის აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონირებას 18 – 36 სთ-მდე პერიოდში. ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია უფრო მაღალი ტევადობის აკუმულატორების გამოყენებაც  თუ არსებობს ელექტროენერგიის ხანგრძლივი პერიოდით გამორთვის საშიშროება

როგორ შევარჩიოთ დეტექტორები

სიგნალიზაციის დეტექტორების ტიპები და დანიშნულება

მოძრაობის დეტექტორი – მოქმედების ზონაში სითბოს გამომყოფი მოძრავი ობიექტის, მათ შორის ადამიანის  აღმოჩენა

შუშის მსხვრევის დეტექტორი – რეაგირებს შუშის მსხვრევის ხმაზე (ძვირადღირებულები რეაგირებენ დარტყმაზეც)

ფოტოელექტრონული დეტექტორები – შედგება ინფრაწითელი გამომსხივებლისგან და მიმღებისგან. რეაგირებს მათ შორის გამავალი სხივის გადაკვეთაზე

მიკროტალღოვანი დეტექტორები-მაღალი სიხშირით ასხივებენ და იღებენ არეკლილ მიკროტალღებს, აფიქსირებენ საგნების გადაადგილებას. (უარყოფითი მხარე-მაღალი ფასი)

ულტრაბგერითი დეტექტორები-ასხივებენ  და აფიქსირებენ არეკლილ ულტრა ბგერებს. ძირითადად გამოიყენება მცირე მოცულობის დახურულ  სათავსოებში

ვიბრო დეტექტორები-რეაგირებს ვიბრაციაზე და დარტყმაზე

მაგნიტური დეტექტორები (გერკონი)-შედგება ორი მაგნიტისგან და რეაგირებს კარების და ფანჯრების გახსნა-დახურვაზე. არის ღია და ფარული ტიპის.

ბოლის დეტექტორები-რეაგირებს სათავსოში ბოლის კონცენტრაციის მომატებაზე

ცეცხლის ალის დეტექტორები – რეაგირებს დაცულ ზონაში ალის წარმოქმნაზე

ტემპერატურული დეტექტორები -რეაგირებს სათავსოში ტემპერატურის ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბებაზე

ტენიანობის დეტექტორები-რეაგირებს სათავსოში ტენიანობის მინიმალურ და მაქსიმალური დონეების დარღვევაზე

მხუთავი გაზის (CO) დეტექტორები-რეაგირებს სათავსოში არასრული წვის პროდუქტის (მხუთავი გაზის) კონცენტრაციაზე. არსებობს ავტონომიურად მოქმედი და სიგნალიზაციის სისტემასთან ინტეგრირებული

ბუნებრივი აირის დეტექტორები-რეაგირებს სათავსოში ბუნებრივი გაზის საშიშ კონცენტრაციაზე და იძლევა განგაშის სიგნალს. არსებობს ავტონომიურად მოქმედი და სიგნალიზაციის სისტემასთან ინტეგრირებული

წყლის გაჟონვის დეტექტორები-რეაგირებს დეტექტორის მოქმედების ზონაში წყლის კონცენტრაციაზე და იძლევა განგაშის სიგნალს. აღნიშნული ტიპის დეტექტორები შესაძლებელია მიუერთდეს  ავტომატურ ჩამკეტ მოწყობილობებს და წყლის დატბორვის, გაზის გაჟონვის საშიშროების დროს ავტომატურად ჩაკეტოს სათავსოში შემომავალი შესაბამისი ონკანები და თავიდან იქნას აცილებული ავარიული და ტრაგიკული შედეგები

როგორ შევარჩიოთ  დაცვის სამსახური

პირველ რიგში დაინტერესდით გააჩნია თუ არა

დაცვითი მომსახურების ლიცენზია

ოფისი

რეაგირების ჯუფები

სათანადოდ აღჭურვილი და გაფორმებული ავტოპარკი

გამოყოფილი რადიოსიხშირეების არსებობა

24 საათიანი სამორიგეო და ტექნიკური სამსახური (დარეკეთ ოფისის ნომრებზე გვიან ღამით)

მუშაობის გამოცდილება

დაცვითი მომსახურების სრული პაკეტი სისტემის მონტაჟი, მონიტორინგი, ტექნიკური და საგარანტიო მომსახურება, დაცვა ცოცხალი ძალით

დაინტერესდით დასაცავი ობიექტების კატეგორიებით, დამკვეთებით, რა ტიპის ობიექტებს იცავენ

თანამშრომელთა რაოდენობა

დაკვეთის შესრულების ვადები

დაზიანების აღმოფხვრის ვადები

გარანტია აპარატურაზე  (“მაგისტრის” აბონენტებისთვის საგარანტიო ვადა ვრცელდება მუდმივად, მომსახურების მთელ პერიოდზე).

ზარალის ანაზღაურების ლიმიტი

ზარალის ანაზღაურება იმ პერიოდზეც, რა დროც განსაზღვრულია  რეაგირებისთვის და ობიექტზე მისასვლელად.

ახლობლების რეკომენდაციები, წერილები და სხვ.

ოგორ შევარჩიოთ საპულტე მომსახურება

გაარკვიეთ რა არხებით იღებს სიგნალს პულტი ობიექტებიდან

გააჩნია თუ არა არხების დუბლირების შესაძლებლობა მონაცემთა გადაცემისთვის ძირითადად გამოიყენება შემდეგი არხები:

რადიო

სატელეფონო

GSM

GPRS

SMS

GPS

INTERNET არხებით

რა სახის ინფორმაციას იღებს პულტი სიგნალიზაციის მოწყობილობიდან

შეუძლია თუ არა აპარატურიდან ტესტის მიღება “მოთხოვნით” ნებისმიერ დროს

გააჩნია თუ არა ინფორმაციის დამკვეთისთვის ავტომატურად დუბლირების და გადაცემის საშუალება

შეუძლია თუ არა ობიექტზე სიგნალის ჩახშობის მცდელობების გამოვლენა და რამდენ წთ-ში. (უნდა შეეძლოს 5 წთ-მდე) პულტების უმეტესობისთვის ეს პერიოდი ა ხშირ შემთხვევაში აჭარბებს კიდევაც 8 საათს. მოერიდეთ ასეთი პულტების მომსახურებას)

არხების მოკლე დახასიათება. დადებითი და უარყოფითი მხარეები

სატელეფონო არხი

+ შეუზღუდავი მანძილი

+დაბალი ფასი

-დაბალი საიმედოობა

რადიო არხი

+მაღალი სტაბილურობა

+გარანტირებული კავშირი

-შეზღუდული დაფარვის ზონები

-სიგნალის ჩახშობის შესაძლებლობა

GSM არხები

+ტერიტორიის დაფარვის მაღალი დონე;

+მუდმივი კავშირი ობიექტთან;

+კავშირგაბმულობის კონტროლის შესაძლებლობა

-მაღალი საექსპლოატაციო დანახარჯები;

-ხაზის გადატვირთვა სადღესასწაულო დღეებში

IP ქსელი

+ინფორმაციის გადაცემის მაღალი სიჩქარე

+დაბალი ფასები

+კავშირის კონტროლის შესაძლებლობა

-გარანტირებული კავშირის არარსებობა

მთავარი კითხვა: რა ღირს?

ამ საკითხზე შეიძლება ბევრი მსჯელობა, რადგან ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულებისაა სიგნალიზაცია, კომპლექტაცია, მწარმოებელი, მონტაჟის თავისებურებები, რამდენად რთული და ფუნქციონალურია სისტემა, დიზაინი, დამატებითი ფუნქციები და ა.შ.

ღირებულებისზედა ზღვარის განსაზღვრა რთულია, რამდენადაც არ არსებობს უსაფრთხოების ხარისხის, სისტემის  ფუნქციების და სრულყოფის ზღვარი.

მინიმალური კონფიგურაციის სიგნალიზაცია:

სისტემა კლავიატურით

მოძრაობის დეტექტორი 1

გერკონი 1

აკუმულატორი1

სამუხტი 1

სირენა 1

ავტოდამრეკი ქალაქის ტელეფონით 1

სიგნალიზაციის სისტემის საორიენტაციო ფასები:

სადენიანი ავტონომიური სიგნალიზაცია – 400 ლარი

სადენიანი სიგნალიზაცია სატელეფონო შეტყობინებით –450 ლარი

სადენიანი სიგნალიზაცია GSM შეტყობინებით- 500 ლარი

უსადენო სიგნალიზაცია შეტყობინების გარეშე– 400 ლარი

უსადენო სიგნალიზაცია GSM  შეტყობინებით– 600 ლარი

უნივერსალური სიგნალიზაცია დისტანციური მართვით და “ჭკვიანი სახლის” ფუნქციებით 1800 ლარი

თუ თქვენ გთავაზობენ სიგნალიზაციას 300 ლარზე ნაკლებად, გირჩევთ თავი შეიკავოთ.

სააბონენტო მომსახურების ტარიფები

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 სთ განმავლობაში