მშენებარე ობიექტების დაცვა

მშენებარე ობიექტების დაცვის სპეციფიკას განაპირობებს სამშენებლო პროცესების ტექნოლოგიური და ექსპლოატაციაში გადაცემის ეტაპების თავისებურებები როგორიცაა:

  • სამშენებლო მოედნის ორგანიზება

  • ნულოვანი ციკლის სამუშაოები

  • ნაგებობის მშენებლობა, მოწყობილობების მონტაჟი

  • საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი (წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელექტროგაყვანილობა, გათბობა, კონდენცირება

  • მოპირკეთება და მოწყობილობების მონტაჟი (ლიფტი, ტელეფონიზაცია, ტელევიზია, ინტერნეტია და ა.შ.)

  • ობიექტის ჩაბარება

  • მშენებლების გასვლა ობიექტიდან, მოწყობილობების და სამშენებლო მასალების გატანა.

  • ობიექტის ექსპლოატაციაში გადაცემა, შესახლება

პირველ ეტაპზე დაცვითი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პერიმეტრი შემოღობვის, სამშენებლო მოედნის, განათების სისტემის, დროებითი სათავსების, საცხოვრებელი ვაგონების დაცვას.

სამშენებლო ტექნიკის და მექანიზმების, საწვავ-საზეთი მასალების, მარაგნაწილების, ელექტრო მოწყობილობების, კაბელების მიღების შემდეგ მათი  დაცვა ხდება უმთავრესი ამოცანა.

სამშენებლო მასალების, ნაკეთობების, მოწყობილობების მიღების ეტაპზე უყურადღება უნდა გამახვილდეს მათ შეტანა-გატანის კონტროლზე,  სწორად დასაწყობებაზე. მყარდება მჭიდრო კონტაქტები მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან

დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთ რთულ ეტაპს წარმოადგენს მოპირკეთების სამუშაოები, მოწყობილობების მონტაჟი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად იზრდება მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა, იზრდება ღია და დახურული საწყობების რაოდენობა. დაცვას მოეთხოვებამაქსიმალური სიფრთხილე, ობიექტის მიღება-ჩაბარების პროცედურის ზუსტად დაცვა, მომუშავეთა დაშვების შეზღუდვა   საწყობებთან, მკაცრად მოითხოვოს მშენებლობის ხელმძღვანელი პირებისგან სასაშვო და შიდასაობიექტო რეჟიმის დაცვა.

ობიექტის ჩაბარების პერიოდში მუშაობის ტემპის ზრდასთან ერთად იზრდება ქაოსი, შესწორებები, გადაკეთება რასაც თან ახლავს მათი გასვლის პროცესი ობიექტიდან, იზრდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ქურდობის, მატერიალური ფასეულობების “დანაკლისის” აღმოჩენის და სხვაზე გადაბრალების პერიოდი.

ამ ეტაპისთვის ასევე დამახასიათებელია ღობის მოხსნა, რას ასევე ზრდის ქურდობის რისკს

არანაკლები სირთულით გამოირჩევა ობიექტის ექსპლოატაციაში შესვლის პროცესი.

იზრდება მომსვლელი ადამიანების რიცხვი, შეაქვთ ავეჯი, მიმდინარეობს შიდასარემონტო სამუშაოები.

დაცვის თვალსაზრისით უმთავრესია მთლიანად შენობა-ნაგებობის დაცვის უზრუნველყოფა, სათავსოების და მატერიალური ფასეულობების დაცვა.

იმ შემთხვევაში, თუ დაცვის სამსახური აგრძელებს დაცვით მომსახურებას ობიექტის ფუნქციონირების შემდეგაც, დგება მცველების ახალი კრიტერიუმებით შერჩევის პროცესი, რაც გულისხმობს მათ დაკომლექტებას შესაბამისი ფიზიკური, ინტელექტუალური პარამეტრებით.

დაცვითი ხელშეკრულების  მოქმედების დამთავრებისას ყურადღება უნდა მიექცეს სწორ იურიდიულ გაფორმებას, იმისთვის რომ  შემდგომში დამკვეთს არ გაუჩნდეს ქონებრივი პრეტენზიები.

მშენებარე ობიექტის დაცვაზე აყვანის დროს, შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით  გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნა:

  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირების სია
  • მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი
  • მატერიალური ფასეულობების შენახვის წესი და ადგილები
  • ობიექტზე დაშვების რეჟიმი
  • ობიექტის ყოველდღიური მიღება ჩაბარების წესი
  • პერსონალის სამუშაო და მოსასვენებელი, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები

ღობე  განათება განთავსება

  • ღობის სიმაღლე არანაკლებ 2 მ
  • თუ ობიექტი  ქალაქგარეთაა, ღობის თავზე, მთელ პერიმეტრზე დამატებით გაკეთდეს 3-4 ეკლიანი მავთულის ზოლი
  • განათების სისტემა უნდა მოეწყოს ცენტრიდან პერიფერიისკენ, რომ არ მოხდეს მცველის მხედველობის შეზღუდვა
  • განათება უნდა იყოს მთლიანი პერიმეტრის გასწვრივ და დამატებით დასაწყობების ადგილებზე
  • სასურველია მოეწყოს ვიდეოკონტროლის და პერიმეტრის დაცვის  სისტემა დაარქივების შესაძლებლობით
  • ღია საწყობები უნდა მოეწყოს ღობიდან არანაკლებ 2 მ დაშორებით, რომ შესაძლებელი იყოს მცველის გავლა და ვიზუალური კონტროლი
  • ღია საწყობები უნდა მოეწყოს პირდაპირი ხედვის არეში
  • საცალო მასალები როგორიცაა მილები, ფიცრები, რადიატორები, არმატურა, უნდა შეიკრას და დაითვალოს
  • საკონტროლო პუნქტზე უნდა გაისინჯოს ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მანქანა
  • არასამუშაო საათებში ობიექტზე არავინ არ უნდა იმყოფებოდეს
  • დროებითი ნაგებობების, ვაგონების და სხვ ობიექტების კარები უნდა იკეტებოდეს საკეტით და ფანჯრებზე იყოს გისოსები
  • სამშენებლო მანქანების, ტექნიკის კაბინები, ძრავის ნაკვეთური, საწვავის ავზები უნდა იკეტებოდეს და ილუქებოდეს
  • ობიექტის გახსნა და დაცვაზე ჩაბარებას აუცილებლად უნდა დაესწროს დამკვეთის  წარმომადგენელი და მიღება-ჩაბარების ჟურნალში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
  • ამწე მექანიზმები უნდა გაითიშოს ელექტროქსელიდან და მოხდეს მათი ბლოკირება
  • შენობის პირველი სართულის ფანჯრის ღიობებს უნდა ქონდეს გისოსები, ან იყოს მიუწვდომელი უცხო პირებისთვის
  • ფანჯრის ღიობები, სადაც დამონტაჟებულია ამწე მექანიზმები, არასამუშაო საათებში უნდა იყოს დახურული ფარებით.
  • ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უნდა ინახებოდეს ინსტრუქციით განსაზღვრულ ადგილზე
  • დაცულ სათავსოებში  შენახულ ნივთებზე უნდა შედგეს აღწერის აქტი და ერთი ეგზემპლარი გადაეცეს დაცვას.
  • ყოველი ცვლილება აისახოს აღწერის აქტში
  • მორიგეობის ყოველი მიღება-ჩაბარების დროს უნდა მოხდეს მათი გადათვლა