კორპუსების დაცვა

ბინები

ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და სადარბაზოში, სხვენებისა და სარდაფების შემოწმებას.

განგაშის შემთხვევაში ეზოს ტერიტორიაზე საკონტროლო რეჟიმს და ტერიტორიაზე პატრულირებას სწრაფი რეაგირების ჯგუფის მოსვლამდე.
კორპუსების და სადარბაზოების დაცვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ტექნიკური საშუალებებით (სიგნალიზაცია, ვიდეოკონტროლი, ინტერკომი), ასევე ფიზიკური დაცვის გამოყენებით.

დაცვითი ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად საზოგადოებრივი წესრიგის და მატერიალური ფასეულობების დაცვის და სხვა საფრთხეების ასაცილებლად ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ფიზიკური დაცვა რჩება.

დაცვის კომპანიას აქვს კორპუსების დაცვის დიდი გამოცდილება, პროფესიონალური მიდგომა და დაცვის კონტროლის მაღალი ხარისხი, არის მაცხოვრებელთა სიმშვიდისა და ქონების დაცვის გარანტი.

კორპუსების ფიზიკური დაცვა და ტექნიკური საშუალებების კომპლექსური გამოყენება საშუალებას გვაძლევს:
• უზრუნველყოფილ იყოს საზოგადოებრივი წესრიგი კორპუსში და მიმდებარე ტერიტორიაზე
• მაქსიმალურად გაიზარდოს დაცული ტერიტორიის ფართობი კორპუსის შესასვლელიდან პერიმეტრამდე
• უზრუნველყოს მეთვალყურეობა დაცული კორპუსიდან ქონების უკანონო გატანაზე, ქონების დაცვაზე როგორც კორპუსში, ასევე ეზოში.
• განხორციელდეს ორგანიზებული კომფორტული საკონტროლო-გამშვები და დაცვითი რეჟიმები მობინადრეებისთვის, სტუმრისათვის და მათი ავტოტრანსპორტისათვის.
• გამოვლენილი იქნას ავარიული მდგომარეობა მოწყობილობებზე, რომელებიც დამონტაჟებულია საცხოვრებელ სახლში წყლის მიწოდების, გაზიფიკაციის, ვენტილაციისა და გათბობისათვის. გატარდეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
• ავტო პარკირების უსაფრთხოება

დაცვის სტანდარტული სქემა ითვალისწინებს:

• სადარბაზოსთან და მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის საგუშაგოებს, სადაც მუდმივად მორიგეობენ მცველები
• დაცვის საგუშაგო შეიძლება გამოყოფილი იყოს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების ადგილებზეც.
• მცველის მიერ დღეში მინიმუმ ორჯერ სადარბაზოს ყველა სართულის, დერეფნის, სხვენის, სარდაფების შემოწმება.
• საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის, პერიმეტრის შემოწმება.

დაცვის კომპანის თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში პატრულირებას ახორციელებენ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

საწყის ეტაპზზე ტარდება შემდეგი მოსამზადებელი სამუშაოები:

• კორპუსის ტერიტორიის ანალიზი
• დაცული კორპუსის ტერიტორიაზე არაკანონიერი შეღწევის გზების და ფორმების განსაზღვრა
• დაცვის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციის მომზადება.
• დასაცავი კორპუსის და კლიენტების გაცნობა
• კორპუსის დაცვისადმი მოთხოვნების და მცველების სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა

აუცილებლობის შემთხვევებში რეკომენდაციები სიგნალიზაციებისა და ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად.

ხორციელდება სათანადო მცველების შერჩევა, რომლებიც დააკმაყოფილებენ კლიენტთა კრიტერიუმებს.

დაცვის თანამშრომლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პასუხსაგებ და ხარისხიან მომსახურებად კორპუსების დაცვა ითვლება, მათ მოვალეობაში შედის ასევე მაცხოვრებლების ცნობაც.
გამოცდილი მცველები ცნობენ არა მარტო კორპუსის მაცხოვრებელთა სახეებს, არამედ მათთან მომუშავე პერსონალს, დამხმარეებს, ნათესავებს, მეგობრებს და ა.შ.

კორპუსის დაცვის ღირებულება უმეტეს შემთხვევაში განისაზღვრება სოციალური სამართლიანობის პრინციპით, თითოეული ბინის ფართობით, კვადრატულ მეტრებში, ისე რომ დიდი ფართის ბედნიერი მფლობელები იხდიან უფრო მეტს.

დაცვის საფასური დგინდება კლიენტთან შეთანხმებით, დაცვის ტიპიდან და გრაფიკიდან გამომდინარე.