გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს ის მხოლოდ ერთხელ გვეძლევა

 პირადი მცველი და ავტომობილი

გთავაზობთ პირად დაცვას პროფესიონალურ დონეზე

პირადი დაცვა წარმოადგენს ცოცხალი ძალით დაცვის უმაღლეს კატეგორიას და მოითხოვს კადრების მომზადებას სპეციალური პროგრამით

დაცვით ღონისძიებების საფუძველს წარმოადგენს მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება და აპრობირებული უცხოური მეთოდების გამოყენება.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პირადმა მცველმა  დაგიცვათ არამარტო თქვენ, არამედ დაიცვას ოჯახის წევრები,  პერსონალი, მეგობრები და ა. შ. ამ შემთხვევაში ეფექტურია პირადი მცველების ჯგუფის ფორმირება. ჯგუფის შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით.

პირადი დაცვის მუშაობის რეჟიმი და მცველის კატეგორია (პირადი მცველი, ქალი თუ კაცი) შეგიძლიათ განსაზღვროთ დამოუკიდებლად:

  1. საათობრივი. ღონისძიების მსვლელობის პერიოდში
  2. ნორმირებული რეჟიმი. პირადი მცველი იმყოფება კლიენტთან მთელი სამუშაო დღის განმავლობაში
  3. სადღეღამისო. დაცვა იმყოფება კლიენთან 24 საათის განმავლობაში

პირადი დაცვის ამოცანას წარმოადგენს კონკრეტული პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არ დაუშვას ფიზიკური ზემოქმედება დასაცავ პირზე. ხოლო ასეთი მცდელობის შემთხვევაში დაუყონებლივ და მინიმალური დანაკარგებით აღკვეთა.

პირადი დაცვის ფუნქციებს შეადგენს:

  • კლიენტის მუდმივი ადგილსამყოფელის საიმედოობის კონტროლი
  • კლიენტის გადაადგილების მარშრუტის უსაფრთხოების კონტროლი
  • მუდმივი ადგილსამყოფელის ირგვლივ ცვლილებების კონტროლი
  • გადაადგილების მარშრუტზე ცვლილებების კონტროლი
  • მონახულების ობიექტების შემოწმება და მეთვალყურეობა
  • კლიენტთან შეხების შეზღუდვა
  • იმ პირთა შემოწმება, ვისაც შეხება აქვთ კლიენტთან
  • თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილების გამოვლენა და ბლოკირება
  • კონფლიქტის შესაძლო გამწვავების პროგნოზირება და გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად დარეგულირება.

მომსახურების ტარიფები და განსაზღვრის მეთოდოლოგია  არის ინდივიდუალური, კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

 

ჩვენი უპირატესობები

"მაგისტრი"-ს გუნდი გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში

No1 ოქროს ბრენდი
დარგის ლიდერი
200
კერძო კლიენტი
100
ბიზნესი
1
გამოცდილება
100
პერსონალი

”მაგისტრს” შეგიძლიათ მიანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე

თამარ დოლიძე

სტომატოლოგიური კლინიკა “მედი–დენტ+”-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი

თუკი შიშმა ჯვარზე გაცვათ, დაგჭირდებათ ჩვენი დაცვა

ცირა ბარბაქაძე

თანამედროვე რიტორიკის აკადემია - დამფუძნებელი და დირექტორი

პროფესიონალებით დაჯგუფებული გუნდი

ბექა უჯმაჯურიძე

პარტნიორები