GPS

GPS – სატელიტური მონიტორინგის სისტემა
სატრანსპორტო კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის

მოძრავი ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრის თანამგზავრული სისტემა (GPS) საშუალებას გაძლევთ პირდაპირ რეჟიმში აკონტროლოთ სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გადაადგილება, მართოთ სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტები და გრაფიკები

სისტემა განკუთვნილია წარმოების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ავტოპარკის მომსახურების და უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებით.

GPS ორგანიზაციებისთვის

სატრანსპორტო, სამშენებლო , საგზაო, სატრანსპორტო და სხვა კომპანიებს შესაძლებლობა გეძლევათ სრულად აკონტროლოთ სპეცტექნიკის (ავტობუსები, ტაქსები, სამოსამსახურო ტრანსპორტი, ბულდოზერები, ექსკავატორები, ტრაქტორები, ამწეები) მუშაობა

გადაადგილების მარშრუტი

მგზავრების რაოდენობა (კარებში დამონტაჟებული მგზავრების მთვლელების საშუალებით)

მგზავრი გადაჰყავს თუ თავისუფალია კომპანიის ტაქსი (სპეციალური დეტექტორები)

დადგენილი მარშრუტიდან გადახრა

მარშრუტის საკონტროლო წერტილების გავლა;

ძარის დაცლის რაოდენობა. (თვითმცლელის ძარის ყოველი აწევა ფიქსირდება სიტემის მეხსიერებაში და ავტომატურად გადაეცემა მონიტორინგის სამსახურს)

სამშენებლო მოედნიდან ან სამუშაო ზონიდან გასვლა
უქმ სვლაზე მუშაობის დრო. (რამდენი ხანი იდგა სპეცტექნიკა ადგილზე დაქოქილი ძრავით)
ძრავის მუშაობის საერთო დრო

საწვავის ხარჯვის კონტროლი (გადმოისხა თუ არა საწვავი ავზიდან).

საგანგაშო ღილაკის ჩართვა სალონში (ექსტრემალურ სიტუაციაში მძღოლი დისპეტჩერს გადასცემს საგანგაშო სიგნალს ზუსტი ადგილმდებარეობის პარამეტრებით)

 

GPS ფიზიკური პირებისთვის

 ავტომფლობელს  დამოუკიდებლად შეუძლია აკონტროლოს:

ავტომობილის ადგილმდებარეობა, მათ შორის ევაკუაციის და გატაცების შემთხვევაშიც

მიიღოთ ინფორმაცია საშტატო სიგნალიზაციის ჩართვის შემთხვევაში

ძრავის დისტანციური ბლოკირება მობილური ტელეფონით

ავტომანქანის ფუნქციონალური ღილაკების მართვა მობილური ტელეფონით

ავტომანქანის გატაცების რისკის მინიმუმამდე დაყვანა.

ავტომფლობელს შეუძლია ხელშეკრულების საფუძველზე ავტომანქანის დაცვა მიანდოს მაგისტრი”- მონიტორინგის სამსახურს და განგაშის შემთხვევაში უმოკლეს დროში ადგილზე გავლენ დაცვის და რეაგირების ჯგუფები.

 

GPS დაცვის სამსახურებისთვის

პირად მცველს, დაცვის  სამსახურებს შესაძლებლობა ეძლევათ  აკონტროლონ:

დასაცავი პირის ავტომობილის ადგილმდებარეობა, მათ შორის ევაკუაციის და გატაცების შემთხვევაში;

თავდასხმის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია განგაშის სიგნალი მომენტალურად გადასცეს მონიტორინგის მორიგე-დისპეტჩერს.

მიიღოს ინფორმაცია საშტატო სიგნალიზაციის ჩართვის შემთხვევაში, თუ მანქანას შეეხება უცხო პირი

გატაცების შემთხვევაში შესაძლებელია ძრავის დისტანციური ბლოკირება და ნანქანის შეჩერება

ავტომანქანის ფუნქციონალური ღილაკების დისტანციური მართვა

საჭიროების შემთხვევაში ავტომანქანის მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა.

GPS სერვისის დანიშნულება

გავლილი მანძილის და მარშრუტის კონტროლი

სატრანსპორტო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენების კონტროლი

საწვავის ხარჯის კონტროლი

მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა და უსაფრთხოება

აგრესიული ტარების გამოვლენა და აღკვეთა

სატრანპორტო პარკის ოპტიმალური მართვა

დეტალური სტატისტიკური მონაცემები ანალიზისთვის

 

GPS უზრუნველყოფს ტრანსპორტის კონტროლს და გაძლევთ საშუალებას

დარწმუნდეთ მძღოლის, პარტნიორის და სხვ. საიმედოობაში, ნახოთ თქვენი ავტომანქანის მდებარეობა, გადაადგილების მარშრუტი დროის ნებისმიერ პერიოდში

განსაზღვროთ დადგენილი მარშრუტიდან გადახრა

დაიცვათ ავტომანქანა გატაცებისგან

დააზუსტოთ ავტომანქანის დისლოკაცია გატაცების ან ევაკუაციის შემთხვევაში

შეზღუდოთ მაქსიმალური სიჩქარე

მიიღოთ SMS ან ხმოვანი შეტყობინება საშტატო სიგნალიზაციის ჩართვის, ევაკუაციის, გატაცების შემთხვევაში, მაშინაც კი როცა მანქანა არ არის აღჭურვილი GSM სიგნალიზაციით

გაიგოთ აკეთებს თუ არამიზნობრივ რეისებს თქვენი კომპანიის ავტოტექნიკა

განახორციელოთ მონიტორინგი სამშენებლო მოედნიდან, კარიერიდან, საგზაო-სარემონტო ზონიდან ტექნიკის  გასვლაზე, უცხო ზონაში მუშაობაზე

ავტომატურ რეჟიმში დისტანციურად (თქვები მობილური ტელეფონით) ბლოკირება გაუკეთოთ სატრანსპორტო საშუალებას თუ ის არღვევს დადგენილ მარშრუტს, ზღვრულ სიჩქარეს, საქმიანობის არეალს და სხვა

განსაზღვროთ და ავტომატურად აღრიცხოთ ტექნიკის მუშაობის ხანგრძლივობა

დაადგინოთ ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (მთვლელები)

გაჩერებები და მათი ხანგრძლივობა

განსაზღვროთ საწვავის რეალური ხარჯი, საწვავის შევსების ადგილები და რაოდენობა, ავზიდან გადმოსხმის შემთხვევები

რომელი ტაქსი ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაა თავისუფალი/დაკავებული დროის განსაზღვრული პერიოდისთვის (“მგზავრის დეტექტორი”)

ექსტრემალური სიტუაციის შემთხვევაში მიიღებთ განგაშის სიგნალს და კოორდინატებს

დისტანციურად მართოთ თქვენი მანქანის ფუნქციები

მონიტორინგის პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ქმნის ავტოპარკის მუშაობის ანგარიშს, რომლითაც ფასდება ტექნიკის გამოყენების ეფექტიანობა, მოცდენები, საწვავის ხარჯი და სხვა.

 

ვის სჭირდება GPS

კერძო ავტომფლობელები

ტაქსოპარკები და სადისპეტჩერო სამსახურები

სამგზავრო და სატვირთო კომპანიები

სამშენებლო კომპანიები

სადაზღვევო კომპანიები

სასწრაფო დახმარების სამსახურები

მუნიციპალური და კომუნალური სამსახურები

საკურიერო სამსახურები

ავტოტრანსპორტის გამქირავებელი კომპანიები

საბანკო სტრუქტურები და ინკასაციის სამსახურები

სწრაფი რეაგირების სამსახურები

დაცვის სამსახურები

 

ვისაც ჯპს სჭირდება

ვის სჭირდება ჯპს

 დაზოგეთ მატერიალურ სახსრები, დრო და ნერვები.GPS ტარიფები