დომოფონი არის  არის ელექტრონული მოწყობილობა უცხო პირების დაშვების შეზღუდვის მიზნით.

ის სიგნალს გადასცემს გამოძახების გარე პანელიდან შიდა სალაპარაკო მოწყობილობამდე, აბონენტამდე.

დომოფონი შეიძლება იყოს ერთ აბონენტიანი ან მრავალ აბონენტიანი

დომოფონი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

ვიდეოდომოფონი
ვიდეოდომოფონი

1. გამოძახების პანელი

მონტაჟდება შენობის შესასვლელთან, კარებზე ან კარების გვერდით. მისი მეშვეობით ადამიანი, რომელსაც სურს შენობაში შესვლა მისი საშუალებით უკავშირდება შენობის შიგნით მყოფს. გამოძახების პანელს შეიძლება ჰქონდეს:

  • ციფერბლატიანი ღილაკები
  • კლავიატურის განათება
  • ფარული ვიდეოკამერა
  • მიკროფონი
  • ბარათის, თითის ანაბეჭდის ან კონტაქტური გასაღების წამკითხველი

2. კომუტატორი

მუშაობს ტელეფონის პრინციპით. აკრეფილი ნომრის მიხედვით სიგნალს გადასცემს შესაბამის ბინას, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება გასაუბრება

3. სააბონენტო მოწყობილობა

OLYMPUS DIGITAL CAMERA
ვიდეო დომოფონი

მოწყობილობა, რომლის მეშვეობით აბონენტი ესაუბრება სტუმარს. მოწყობილობაზე შეიძლება დამონტაჟებული იყოს ეკრანი, რომელიც დაკავშირებულია გამოძახების პანელის კამერასთან.

4. კარების ჩამკეტი

თანამედროვე დომოფონები დაკავშირებული არიან კარების საკეტებთა. თავისთავად კარების საკეტი არ არის დომოფონის შემადგენელი კომპონენტი, ის მხოლოდ ასრულებს დომოფონის ბრძანებას კარების გაღებაზე.

5.კარების ავტომატური მიმხურ

სისტემა შეიძლება აღჭურვილი იყოს კარების ელექტრო-მაგნიტური ან ელექტრო-მექანიკური საკეტით.

კავშირის და მართვის მიხედვით – სადენიანი და რადიოსიგნალით

თანამედროვე მრავალბინიანი დომოფონებს გააჩნიათ შემდეგი ფუნქციები:

  1. გამოძახების პანელიდან ბინამდე ვიდეო-აუდიო კავშირი
  2. კარების ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობის ჩართვა
  3. დაცვის და სახანძრო სიგნალიზაციების კომუტაცია და განგაშის გადაცემა
  4. გამოძახების პანელიდან საგანგაშო ღილაკის ჩართვა
  5. გამოძახების პანელიდან მობინადრებისთვის საგანგაშო, საგანგებო ინფორმაციების შეტყობინება.
  6. გამოძახების გარე პანელის ვიდეოკამერით ან სახეების მონიტორინგი და ამოცნობა

დომოფონი არის თქვენი საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოების პირველი და ქმედითი ბარიერი.

მონტაჟი და მომსახურება

დავიკავშირდით

ჩვენი უპირატესობები

"მაგისტრი"-ს გუნდი გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში

No1 ოქროს ბრენდი
დარგის ლიდერი
200
კერძო კლიენტი
100
ბიზნესი
1
გამოცდილება
100
პერსონალი

”მაგისტრს” შეგიძლიათ მიანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე

თამარ დოლიძე

სტომატოლოგიური კლინიკა “მედი–დენტ+”-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი

თუკი შიშმა ჯვარზე გაცვათ, დაგჭირდებათ ჩვენი დაცვა

ცირა ბარბაქაძე

თანამედროვე რიტორიკის აკადემია - დამფუძნებელი და დირექტორი

პროფესიონალებით დაჯგუფებული გუნდი

ბექა უჯმაჯურიძე

პარტნიორები