სასტუმროების კლასიფიკაცია ვარსკვლავების მიხედვით

რა კრიტერიუმების მიხედვით ფასდება სასტუმრო? დღევანდელ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგინეთ სასტუმროების კლასიფიკაცია ვარსკვლავების მიხედვით. გაეცანით და შეიქმენით რეალური მოლოდინი ჯავშანის ინტერნეტით განხორციელებისას:

ერთვარსკვლავიანი სასტუმრო (1*) – სასტუმროების კლასიფიკაციის მიხედვით სასტუმროს ერთი ვარსკვლავი ენიჭება, როდესაც ოროთახიანი სტანდარტული ნომერი შეადგენს 8–10 კვადრატული მეტრს. ნომერში უნდა იყოს კარადა, ან ტანსაცმლის საკიდი, სკამები, პირსაბანი.  თეთრეული უნდა იცვლებოდეს ყოველ 7–8 დღეში ერთხელ, პირსახოცი – ყოველ 3–4 დღეში. სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი სააბაზანო და ერთი ტუალეტი ყოველ ხუთ ოთახზე.

ორვარსკვლავიანი სასტუმრო (2*) – იგივეა რაც ერთვარსკვლავიანში, მხოლოდ თეთრეული იცვლება ყოველ 6 დღეში ერთხელ; ტუალეტი და აბაზანა შეიძლება იყოს ნომერში. სასტუმროში უნდა იყოს რესტორანი, ან კაფე და კლიენტებს უნდა მიეწოდოს კვების ვარიანტები.

სამვარსკვლავიანი სასტუმრო (3*)

დაწყებული სამვარსკვლავიანიდან და ზემოთ, ყოველ ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ტუალეტი და აბაზანა, ტუალეტის მაგიდა, ბარგის დასადები დგამი, რადიო და ა. შ. ნომრების უმეტესობაში (ძალზე იაფიანი ნომრების გარდა) უნდა იყოს ტელევიზორი და კონდენციონერი. იატაკი ფილებით უნდა იყოს გაწყობილი. თეთრეულის გამოცვლა 2–ჯერ კვირაში. პირსახოცები ყოველდღე იცვლება. პარფიუმერული ნაწარმიდან კლიენტს სთავაზობენ მხოლოდ საპონს. ზოგიერთ სასტუმროში შეიძლება იქირავოთ უთო. სასტუმროს ტერიტორიაზე შეიძლება იყოს : დაცული ავტოსადგომი, საცურაო აუზი (საკურორტო ოტელებში), რესტორანი, საპარიკმახერო, ბიზნეს ცენტრი, ვალუტის გადასახურდავებელი პუნქტი. პერსონალს უნდა ეცვას სათანადო უნიფორმა.  ოთახები 10–დან 12 კვადრატულ მეტრამდე.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო (4*) – ყველაფერი იგივეა, რაც სამვარსკვლავიანში, პლიურს – მინიბარი, ინდივიდუალური კონდიციონერი, ტელეფონი, სეიფი, ფენი, შამპუნი, აბაზანის გელი ყველა ნომერში (მათი გაცემა წარმოებს ნომერში შესახლებისას). თეთრეულის და პირსახოცის ყოველდღიური გამოცვლა. შეთავაზებები: რეცხვა, დაუთოება და ტანსაცმლის წმენდა (შეკვეთის მინიმალური დრო – 24 საათი). მომსახურების ფასების გაგება – სასტუმროს მიმღებ განყოფილებაში. ნომერში აძლევენ საუზმის მენიუს. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია: სილამაზის სალონი, სპორტულ–გამაჯანსაღებელი ცენტრი, ავტომობილების გაქირავება, TV–სალონი, მუსიკალური სალონი, სათამაშო და საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, საუნა, საცურაო აუზი და ა. შ. ოთახების ფართობი – არანაკლებ 13 კვადრატული მეტრისა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო (5*) – იგივეა, რაც ოთხვარსკვლავიანში, მაგრამ ხარისხით უფრო მაღალი დონის. ამის გარდა ზოგჯერ ნომერში შეიძლება იყოს მეორე სანიტარული კვანძიც და ტელეფონის აპარატი სააბაზანოში. ნომრის ფართობი არანაკლებ 16 კვადრატული მეტრისაა. ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში უნდა იყოს აპარტამენტებიც, რამდენიმე ლიფტი, დამატებითი მომსახურების სხვადასხვა სახეობები (სამრეცხაო, ქიმწმენდა, საუზმის და გვიანი ვახშმის ატანა ნომერში, ვალუტის გადასაცვლელი პუნქტი, ტაქსის გამოძახება, პრესის გასაყდი ჯიხური, სუვენირები და ა. შ.)

ზოგ ქვეყანაში მოქმედებს სასტუმროების ალტერნატიული კლასიფიკაცია. მაგალითად, თურქეთში თქვენ შეგეძლებათ დაისვენოთ საკლუბო სასტუმროებში (Holliday Village, HV), რომლებიც იყოფა შემდეგ სახეობებად:

HV1 – პირველი კატეგორიის საკლუბო სისტემის ოტელი, რომელიც კოტეჯებშია განთავსებული. შეესაბამება დაახლოებით ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. გამოირჩევა კარგი ანიმაციით (გართობით), დიდი გამწვანებული ტერიტორიით, მაგრამ აქ ნომრები უფრო მომცროა.

HV2  –   მეორე კატეგორია საკლუბო ოტელი.

საბერძნეთში ბოლო დრომდე ოტელების კლასი აღინიშნებოდა ლათინური ასოებით: 1. De luxe   = 4*–5* სასტუმროს;

  1. A = 3*–4* სასტუმროს;
  2. B =2*–3*  სასტუმროს;
  3. C = 1*–2* სასტუმროს;

არც ისე დიდი ხნის წინ საბერძნეთი გადავიდა სტანდარტულ ვარსკვლავურ სისტემაზე (1*–დან 5*–მდე).

 

სასტუმრო ნომრების კლასიფიკაცია

 

STD (Standard) – სტანდარტული ოთახი;

BDR, BDRM (Bedroom) – ნომერი საძინებლით;

Superior – სტანდარტულზე უფრო დიდი ზომის ოთახი;

Corner room – კუთხის ოთახი;

Studio – სტუდია, სტანდარტულზე უფრო დიდი ერთოთახიანი ნომერი, სამზარეულოთი;

Family room – საოჯახო ოთახი, ზომები სტანდარტულზე მეტი;

Family studio – ნომერი ოჯახისათვის ორი მომიჯნავე ოთახით.

Extra Bed – დამატებითი საწოლი;

Suite – სტანდარტულზე დიდი ნომერი სასტუმრო ოთახით და საძინებლით, ავეჯით და მაღალი ხარისხის მოწყობილობებით;

Suite mini – გაუმჯობესებული კატეგორიის ნომერი;

Junior suite – დიდი ზომის და გაუმჯობესებული აგეგმვის ორადგილიანი ერთოთახიანი ნომერი;

De luxe – იგივე ნომერი, მხოლოდ უფრო მდიდრულად გაწყობილი;

Executive suite, suite senior – მაღალი კომფორტულობის ნომერი, რომელიც შედგება ორი, ან მეტი ოთახისაგან;

Business – დიდი ნომერი ორგტექნიკით (კომპიუტერით, ფაქსით);

Honeymoon Room – ნომერი ახლადდაქორწინებულებისათვის;

Connected Rooms – შეთავსებული ნომრები, რომელთაც აქვთ გასასვლელი კარი ერთი ოთახიდან მეორეში;

Duplex – ორსართულიანი ნომერი;

Arartment – ნომრები, რომლებიც წააგავს თანამედროვე ბინებს თავისი სამზარეულოთი; ორი ან მეტი ოთახისგან შემდგარი ბინა;

President – სასტუმროს ყველაზე მდიდრული ნომრები, რამდენიმე საწოლით, კაბინეტით, ორი–სამი ტუალეტით;

Balcony – ნომერი აივნით;

კლასიფიკაცია ფანჯრებიდან ხედების მიხედვით

City view – ნომერი ქალაქის ხედით; 

Beach view – ნომერლი პლაჟის ხედით;

Pool view – ნომერი საცურაო აუზის ხედით;

Garden view – ნომერი ბაღის ხედით;

Ocean view – ნომერი ოკეანის ხედით;

Land view – ნომერი შემოგარენის ხედით;

Dune view – ნომერი დიუნების, ქვიშების ხედით;

Mountain view – ნომერი მთების ხედით;

Park view – ნომერი პარკის ხედით;

SV, Sea view – ნომერი ზღვის ხედით;

SSV, Side Sea view – ნომერი ზღვის გვერდითი ხედით;

Inside view – ნომერი ატრიუმის ან სასტუმროს შიდა ნაწილის ხედით;

 Valley view – ნომერი ველის ხედით;

ROH (run ob tho house) – სასტუმროში განთავსება ნომრის ტიპის და ხედის დაუზუსტებლად. სასტუმროს მესვეურთა გადაწყვეტილების მიხედვით.

 

განთავსების  ტიპები

SGL (Single) – ერთადგილიანი განთავსება; 

DBL (Double) – ორადგილიანი განთავსება. ასეთი ნომერი შეიძლება იყოს ან ერთი ორადგილიანი საწოლით, ან ორი ცალკეული საწოლისაგან (double twin);

TRPL (Triple) – სამადგილიანი განთავსება (ჩვეულებრივ იგულისხმება ორი საწოლი პლიუს დამატებით გასაშლელი საწოლი ან დივანი).

QDPL (Quadriple) – ოთხსაწოლიანი ნომერი;

ExB (Extra Bed) – დამატებითი საწოლი;

Chld (Child) – თორმეტ წლამდე ბავშვის განთავსების საფასური; ზოგჯერ იწერება  CH– დიდ ბავშვი – 12–დან 15 წლის ბავშვი; ch – პატარა ბავშვი (6 წლამდე);  inb – inbant 0  – 2 წლის ბავშვი. როგორც წესი, ბავშვისათვის ფასი მითითებულია ორი უფროსი ასაკის ადამიანის ფასთან ერთად – DC (DBL + ChLd), მაგრამ შეიძლება იყოს   SC (SGL + ChLd), DBL + 2 ChLd ორი უფროსი და ორი ბავშვი და  SGL + 2 Chld  – ერთი უფროსი და ორი ბავშვი;

BO (Bed Only) – განთავსება კვების გარეშე;

ROH (run ol the house) – განთავსება სასტუმროს მესვეურთა გადაწყვეტილების მიხედვით.

 

კვების ტიპები

OB (only bed), Ep   (არა) – კვების გარეშე 

“A – la carte “ – მენიუ, სადაც მითითებულია თითოეული კერძი თავისი ფასით

BB (Bed & Breakbast) – სასტუმროში ცხოვრების პერიოდში გათვალისწინებულია მხოლოდ საუზმე (შვედური მაგიდა), დამატებითი კვება – ცალკე საფასურით სასტუმროს რესტორნებში და ბარებში.

HB (halb board) – ნახევრად პანსიონი – სასტუმროში ცხოვრების ფასში შედის საუზმე და ვახშამი (შვედური მაგიდა), უფასო ჩაი, ყავა და წყალი საუზმეზე.

HB + (halb board +, extended halb board) – გაფართოებული ნახევრადპანსიონი – საუზმე და ვახშამი (შვედური მაგიდა), აგრეთვე ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები  მთელი დღის განმავლობაში.

FB (bull board) – სრული პანსიონი – საუზმე, სადილი და ვახშამი (შვედური მაგიდა);

FB +, Ext FB (bull board +, extended halb board) – გაფართოებული სრული პანსიონი – საუზმე, სადილი და ვახშამი (შვედური მაგიდა), აგრეთვე სასმელები (ზოგ სასტუმროში ლუდი და ღვინო) ჭამის დროს;

Brunch dinner+ – კვების ტიპი, რომელიც გავრცელებულია სამთო–სათხილამურო კურორტებზე, საუზმე, რომელიც გადადის ადრეულ სადილში (მათ შორის შესვენების გარეშე) და ვახშამი, ალკოჰოლური სასმელები (ღვინო, ლუდი) და ადგილობრივი წარმოების უალკოჰოლო სასმელები;

Mini all inclusive – სრული პანსიონი ადგილობრივი წარმოების სასმელებით (არა მარტო ჭამის დროს), მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით.

All, AL (all inclusive) – აქ ყველაფერი იგულისხმება – საუზმეც, სადილიც, ვახშამიც (შვედური მაგიდა). დღის განმავლობაში შემოგთავაზებენ ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს განუსაზღვრელი ოდენობით, პლუს დამატებითი კვებით (მეორე საუზმე, შუადღის ხემსი, გვიანი ვახშამი, მსუბუქი საუზმეული, ბარბექიუ (მწვადი) სასტუმროს ბარებში.

Hc AL (hign class all inclusive) – ყველაფერი უფასოდ, გარდა მაღაზიების, ტელეფონის, ექიმის, საპარიკმახეროსი და სპორტის ზოგიერთი სახეობის და წყალქვეშა ცურვისა.

UAL, UAI (ultra all inclusive) – საუზმე, გვიანი საუზმე, სადილი, შუადღის ხემსი, ვახშამი (შვედური მაგიდა). ტკბილეულის, დესერტების, ყველანაირი საუზმეულის მდიდარი არჩევანი. ამას გარდა ადგილობრივი წარმოების და იმპორტული სასმელების ფართო არჩევანი. სასტუმროების უმეტესობა, რომლებიც მუშაობენ სისტემით     Ultra All Inclusive,   სტუმრებს სთავაზობენ დამატებით უფასო კვებას თავიანთ რესტორნებში, სადაც ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებს. კვება დღის განმავლობაში იმპორტული სასმელების ჩათვლით (მათ შორის სპირტიანი სასმელებისაც).

Contental Breakbast – კონტინენტური საუზმე. ესაა მსუბუქი საუზმე, რაც მოიცავს ყავას, ჩაის, წვენს, ფუნთუშას, კარაქს და ჯემს.

ინგლისური საუზმე – სრული საუზმე. ჩვეულებრივ აქ შედის წვენი, ერბო–კვერცხი (ტაფამწვარი), კარაქი, ჯემი და ყავა (ან ჩაი).

ამერიკული საუზმე – კონტინენტური საუზმის ანალოგიური; ამას გარდა აქ შედის ცხელი კერძებიც.

 

შევეცადეთ მოკლედ აგვეხსნა ის კრიტერიუმები, რითაც ფასდება თითოეული სასტუმრო ვარსკვლავების მიხედვით და ასევე გაგვეცნო თქვენთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი აბრევიატურები ინტერნეტში. ვფიქრობთ, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გაგიადვილდებათ არჩევანის გაკეთება თქვენთვის სასურველ სასტუმროზე.

თქვენ შეგიძლიათ სრულიად მშვიდად გაემგზავროთ დასასვენებლად, რადგან თქვენს ქონებაზე ვიზრუნებთ ჩვენ!

მაგისტრი – თქვენი უსაფრთხოების გარანტი! 

 

კომენტარის დატოვება

Time limit is exhausted. Please reload CAPTCHA.