სახანძრო სიგნალიზაცია | მაგისტრი - დაცვის სამსახური

სახანძრო სიგნალიზაცია

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ხანძრის დროულად აღმოსაჩენად აუცილებელია სახანძრო დეტექტორების დამონტაჟება. სახანძრო დეტექტორები ინტეგრირდება უკვე არსებულ დაცვის სიგნალიზაციასთან და ასევე შესაძლებელია მათი დამოუკიდებელი ფუნქციონირება.

გაითვალისწინეთ, თუ ობიექტზე ქურდობისგან თავდასაცავად უკვე დამონტაჟებული გაქვთ  მოძრაობის დეტექტორი ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხანძრისგან დაზღვეული ბრძანდებით. აღნიშნულ დეტექტორს შეუძლია ხანძრის აღმოჩენა, მაგრამ საგრძნობი დაგვიანებით – მხოლოდ მაშინ როდესაც ხანძარი უკვე გავრცელებულია გარკვეულ ფართზე და შესაბამისად ტემპერატურა მკვეთრად არის მომატებული. ეს კი რა თქმა უნდა რისკის შემცველია.

სახანძრო დეტექტორების დაყენება აუცილებელია ყველა ადმინისტრაციულ და სოციალურ ობიექტზე ხანძრის კერების დროულად აღმოსაჩენად. მონტაჟის ტიპის მიხედვით კი: სადენიანი და უსადენო. მოქმედების ტიპის მიხედვით: ავტონომიური და სიგნალიზაციის პულტზე მიერთებული, მისამართული (კონკრეტულად რომელი დეტექტორი ამოქმედდა) და არამისამართული.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში გამოიყენება რამდენიმე სახის დეტექტორი:

  • ბოლის დეტექტორი (ბოლის აღმომჩენი) – ოპტიკური და იონიზაციური;
  • ტემპერატურული დეტექტორი  (რეაგირებს ტემპერატურის მკვეთრ მომატებაზე) მაქსიმალური, დიფერენციული და მაქსიმალურ-დიფერენციული;
  • ცეცხლის ალის დეტექტორი (ღია ცეცხლის აღმომჩენი) 4 კლასის;
  • 1 კლასის რეაგირებს ალის კერიდან  25 მ და მეტი მანძილიდან;
  • მე-4-ე კლასის რეაგირებს 8 მ დან;
  • გაზის დეტექტორი -(რეაგირებენ ჰაერში აალებადი გაზის ზღვრულ კონცენტრაციაზე);
  • კომბინირებული დეტექტორი;
  • სახანძრო ღილაკი, რომელიც მოქმედებაში მოდის ადამიანის მიერ ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბოლის დეტექტორის მოქმედებაში მოსაყვანად საკმარისია ოპტიკურ კამერაში ბოლის მცირეოდენი ნაწილაკის მოხვედრა, რის შედეგად სხივი იცვლის მიმართულებას და დეტექტორი აქტიურდება. გამოიყენება ბინებში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში (სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები, სავაჭრო ცენტრები). გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და მგრძნობელობით, რეაგირებს მომენტალურად, მინიმალურია ცრუ განგაშების შემთხვევები.

სად რა ტიპის დეტექტორია რეკომენდირებული

  • ბინებში როგორც წესი, გამოიყენება ოპტიკური დეტექტორები;
  • დიდი მოცულობის შენობებში მისამართული დეტექტორები;
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე (არქივები, მუზეუმები, ხომალდები და ა.შ) ოპტიკური ასპირაციული სახანძრო დეტექტორები, რომლებიც წამებში აფიქსირებენ ხანძრის კერას;

მონტაჟი

მონტაჟის დროს ყურადღება მიაქციეთ ძირითად პარამეტრებს:

  • საგარანტიო ვადა;
  • რა მასალისგანაა დამზადებული;
  • რომელი ტიპისაა;
  • მგრძნობელობა;
  • რეაგირების სისწრაფე;
  • მოხმარებული ენერგია;
  • მოქმედების მანძილი;
  • მოქმედების რადიუსი;

დეტექტორების რაოდენობა დამოკიდებულია ფართზე, ჭერის სიმაღლეზე, საშიში ზონების რაოდენობაზე და დეტექტორის ტექნიკურ პარამეტრებზე. საშუალოდ ერთ დეტექტორს შეუძლია 36-55 მ2–ის  გაკონტროლება.

სისტემა შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს არასწორი მონტაჟის და რეგულირების შედეგად, ამიტომ აუცილებელია სახანძრო სიგნალიზაციის რეგულარული ტექნიკური შემოწმება მინიმუმ სამ თვეში ერთხელ.

გაიგეთ მეტი და დაგვიკავშირდით 24/7, ტელ:2912755

დაცვის სამსახური მაგისტრი – თქვენი უსაფრთხოების გარანტი

კომენტარის დატოვება