Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

 

Безопасность на кухне

safety_samzareulo საფრთხეები სამზარეულოში

 

სამზარეულო ბავშვებისთვის (და არამარტო ბავშვებისთვის)  წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს პრობლემა,  თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს:

  • ყველაზე დიდი ქვაბი გაზქურაზე განათავსეთ თქვენგან მაქსიმალურ დაშორებაზე;
  • ქვაბების,  ტაფების სახელურები არ უნდა იყოს გამოშვერილი გაზქურის კიდიდან, რათა ავიცილოთ საფრთხე "ცნობისმოყვარე" ბავშვების დამწვრობისა;
  • ეცადეთ, გამოიყენეთ გაზქურის კიდიდან დაშორებული გამაცხელებლები.
  • ყურადღება მიაქციეთ ადუღების პროცესს. არ დაუშვათ სითხის გადმოღვრა ქვაბიდან. რათა არ მოხდეს გაზქურაზე ალის ჩაქრობა, გაზის დაგროვება, ცხიმიანმა სითხის აალება.
  • თუ სარგებლობთ ტელეფონით, ხანგრძლივი საუბრებისთვის პარალელური ტელეფონი დადგით სამზარეულოშიც, რათა იგი იყოს მუდმივად თქვენი ყურადღების ცენტრში.
  • ცნობისმოყვარე ბავშვებს ახასიათებთ გაზქურის ღილაკების ტრიალი, ამიტომ თუ გაზქურას არ იყენებთ, უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეთ გაზის შემომავალი ონკანი. საბედისწერო შედეგის (მოწამვლა, აფეთქება, ხანძარი) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბავშვების ინფორმაციულობა.

საყოფაცხოვრებო ქიმიკატებიც წარმოადგენენ საფრთხეს ბავშვებისათვის. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ტოქსიკურობის დონეს და შეარჩიოთ ნაკლებად საზიანო.

safe_plita

  • საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და ტოქსიკური მასალები უნდა შეინახოთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას და ჩაკეტოთ გასაღებით.
  • საღებავები, აცეტონი, სკიპიდარი, სპირტი, ბენზინი და სხვა ანალოგიური მასალა, ასევე შეინახეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ჩაკეტეთ გასაღებით;
  • განსაკუთრებული სიფრთხილით შეინახეთ თაგვების, მღრღნელების, ტარაკნების, მწერების, ქვეწარმავლების და ა.შ. საწამლავები;
  • ლაქების ამომყვანი, ბენზინის, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები, აეროზოლები არ მიუახლოვოთ ღია ცეცხლს, შეიძლება აფეთქდეს ან ცეცხლი გაუჩნდეს.
  • არასდროს არ დატოვოთ  ხელმისაწვდომ ადგილას ტოქსიკური მასალები, წამლები. ბავშვისთვის საკმარისია წამები მათთან მისაღწევად;
  • საშიში ნივთები გაიტანეთ სამზარეულოდან. ქვედა თაროები გამოიყენეთ მხოლოდ ბავშვისთვის უსაფრთხო ნივთებისთვის;
  • დანების, ჩანგლების, მაკრატლების და სხვა მჭრელი საგნების შესანახი უჯრები განთავსებული უნდა იყოს პატარებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • არ დატოვოთ ქსელში ჩართულ მდგომარეობაში ელექტრო ხელსაწყოები, განსაკუთრებით მიქსერები, ყავის საფქვავები, ხორცსაკეპი, უთო და ა.შ.
  • შეამოწმეთ, არის თუ არა ცენტრალიზებულად დამიწებული ელექტროქსელი, გააჩნია თუ არა ავტომატური ელექტრო მცველები.


ყურადღება:

მაგისტრალური გაზსადენიდან ბინაში შემომავალი მილის ონკანი უნდა იყოს უცხო პირისთვის მიუწვდომელ ადგილას. საკმარისია ის ჩაიკეტოს რამდენიმე წუთით და შემდგომ გაიხსნას, რომ ამის შედეგად ჩაქრეს გაზქურა და მოხდეს გაზის დაგროვება სათავსოში, რასაც შეიძლება მოყვეს კატასტროფული შედეგები.

ანალოგიური საფრთხე არსებობს კერძო სახლებშიც, სადაც გამოიყენება გაზის ბალონები.

 

დივერსიული საფრთხის გათვალისწინებით სასურველია გაზის ბალონი იყოს ჩაკეტილი და ხანძარ უსაფრთხო სათავსოში, საცხოვრებლიდან არანაკლებ 10მ-ს მანძილზე. ამ შემთხვევაში ხანძრის ან სხვა მიზეზით ბალონის აფეთქების შედეგი ნაკლებად საზიანო იქნება.

სპეციალისტების რჩევით, აღნიშნული საფრხეებისგან დასაცავად საჭიროა დამონტაჟდეს გაზის გაჟონვის დეტექტორები, რომლებიც დროულად აღმოაჩენენ გაზის საშიშ კონცენტრაციას და ავტომატურად ჩაკეტავენ შემომავალ ონკანს და სიგნალიზაციის სისტემის მეშვეობით გადასცემენ ინფორმაციას შესაბამის საავარიო სამსახურებს ან მეპატრონეს.


თორნიკე ჯოჯუა

 

Мы на связи 24/7

home
Наш адрес:
ул. Шавишвили 2,
Тбилиси, 0177, Грузия

 

phone
დაგვირეკეთ:
(+995 599) 54 40 42
(+995 32) 291 27 55

 

Электронная почта:
magistri@magistri.ge
dacva, dacvis samsaxuri, signalizacia, saxanZro signalizacia, sagangaSo Rilakebi, signalizaciis pulti, pulti, pultze CarTva, mxuTavi gazi, deteqtorebi, video, audio, domofonebi, video, audio, video kontroli kamerebi, vakansia, dasaqmeba, GSM, GPRS, GPS, SMS, biznesis usafrTxoeba, dasaqmeba, vanasia, safrTxoeba, piradi dacva, sadarbozo, korpuseb, ofisebi, ofisi,dacvis-kompaniebi, dacva, dacvis samsaxuri,dacvis momsaxuri, tornike jojua, თორნიკე ჯოჯუა, signalizacia, saxanZro signalizacia, sagangaSo Rilakebi, signalizaciis pulti, pultze CarTva, mxuTavi gazi, deteqtorebi, video, audio, domofonebi, video kontroli kamerebi, daSvebis sistemebi, distanciuri marTva, vakansia, dasaqmeba, GSM, GPRS, GPS, SMS, biznesis usafrTxoeba, safrTxoeba, sagangaSo Rilaki, daculi obiekti, saxanZro signalizacia, daSvebis sistemebi, piradi dacva, GPS - mobiluri obieqtebis Tanamgzavruli monitoringis sistema, domofoni sadarbozosTvis korpusebisTvis ofisebbisTvis