ინსტრუქციები მომხმარებლებისთვის

 

  • სიგნალიზაციის კოდის შეცვლა

  • სიტემის გადატვირთვა

სიგნალიზაციის სისტემის გადასატვირთად დააჭირეთ ღილაკებს: ##**

  • ინდივიდუალური კოდები

სიგნალიზაციის თანამედროვე სისიტემები საშუალებას იძლევა თითეულ მომხმარებელს მიენიჭოს უნიკალური კოდი და ამ კოდით სესაძლებელია დადგინდეს კონკრეტულად რომელმა თანამშრომელმა აიყვანა ობიექტი დაცვაზე ან მოხსნა დაცვიდან.

იმ შემთხვევაში თუ სიგნალიზაციის კოდი ცნობილი გახდება უცხო პირისთვის, დამკვეთს ყოველთვის შეეძლება დაადგინოს კონკრეტულად რომელი თანამშრომლის დაუდევრობით გახდა ცნობილი სიგნალიზაციის კოდი უცხო პირისთვის

  • ჩუმი განგაში

დამკვეთი ირჩევს სპეციალურ კოდს, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც მას აიძულებენ ობიექტის მოხსნას დაცვიდან. ამ შემთხვევაში ობიექტი ჩვეულებრივად იხსნება დაცვიდან, ადგილზე არ ირთვება განგაშის სიგნალი, ყველაფერი სტანდარტულად მიმდინარეობს იმ განსხვავებით რომ სიგნალიზაციის სისტემა პულტზე აგზავნის ე.წ. «ჩუმ განგაშს» რასაც მოყვება შესაბამისი ოპერატიული რეაგირება დაცვის სამსახურის მხრიდან.

  • განგაშის ზონა

თუ თქვენს ობიექტზე იყო განგაში და არ იცით კონკრეტულად თუ რომელი ზონა იყო დარღვეული, განგაშის ზონის დასადგენად დააჭირეთ ღილაკებს

  • თუ კოდი შეგეშალათ

იმ შემთხვევაში თუ კოდის აკრეფისას შეგეშალათ ერთი ან რამდენიმე ციფრი, ამ შემთხვევაში საკმარისია 2 ჯერ დააჭიროთ კლავიატურაზე ღილაკს # და აკრიფოთ სწორი კოდი

  • თუ კარების გაღებისას სისტემა «წრიპინებს»

ეს სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ გააქტიურებულია კარების გაღების მაუწყებელი სიგნალი. მის გასათიშად (ან ჩასართავად) მიმდევრობით დააჭირეთ ღილაკებზე *4

  • მობილური ობიექტების კონტროლი

თუ თქვენ ხართ GPS სისტემის მომხმარებელი და გაინტერესებთ მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი მობილური ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია როგორც პირდაპირ რეჟიმში, ასევე განვლილ პერიოდზე ღილაკით MY GPS მთავარ გვერდზე აირჩიეთ სისტემის ვერსია 1 ან ვერსია 2 და შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.

აღნიშნული პარამეტრების მისაღებად დაუკავშირდით დაცვის სამსახურის დირექციას.

  • სტაციონარული ობიექტების კონტროლი

თუ თქვენ ხართ სიგნალიზაციის სისტემის მომხმარებელი და გაინტერესებთ მუდმივად გქონდეთ სრული მონაცემები თქვენი ობიექტის შესახებ, მთავარ გვერდზე აირჩიეთ ღილაკი MY SECURITY და შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. გაიხსნება ფანჯარა თქვენი ობიექტების ისტორიით, როგორც მიმდინარე სტატუსის მიხედვით (აყვანილია დაცვაზე თუ მოხსნილია დაცვიდან) ასევე გავლილ პერიოდზე ყველა მოვლენის შესახებ

აღნიშნული პარამეტრების მისაღებად დაუკავშირდით დაცვის სამსახურის დირექციას.