დომოფონები

დომოფონი არის ელექტრონული მოწყობილობა რომელიც სიგნალს გადასცემს გამოძახების გარე პანელიდან შიდა სალაპარაკო მოწყობილობამდე.

არის ერთ აბონენტიანი და მრავალ აბონენტიანი

დომოფონი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

გამოძახების პანელი — მონტაჟდება შენობის შესასვლელთან, კარებზე ან კარების გვერდით. მისი მეშვეობით ადამიანი, რომელსაც სურს შენობაში შესვლა მისი საშუალებით უკავშირდება შენობის შიგნით მყოფს. გამოძახების პანელს შეიძლება ჰქონდეს

  • ციფერბლატიანი ღილაკები
  • კლავიატურის განათება
  • ფარული ვიდეოკამერა
  • მიკროფონი
  • ბარათის, თითის ანაბეჭდის ან კონტაქტური გასაღების წამკითხველი

კომუტატორი

მუშაობს ტელეფონის პრინციპით. აკრეფილი ნომრის მიხედვით სიგნალს გადასცემს შესაბამის ბინას, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება გასაუბრება

სააბონენტო მოწყობილობა — მოწყობილობა, რომლის მეშვეობით აბონენტი ესაუბრება სტუმარს. მოწყობილობაზე სეიძლება დამონტაჟებული იყოს ეკრანი, რომელიც დაკავშირებულია გამოძახების პანელის კამერასთან.

კარების ჩამკეტი — თანამედროვე დომოფონები დაკავშირებული არიან კარების საკეტებთა. თავისთავად კარების საკეტი არ არის დომოფონის შემადგენელი კომპონენტი, ის მხოლოდ ასრულებს დომოფონის ბრძანებას კარების გაღებაზე.

 

სისტემა შეიძლება აღჭურვილი იყოს კარების ელექტრო-მაგნიტური ან ელექტრო-მექანიკური საკეტით.

კავშირის და მართვის მიხედვით — სადენიანი და რადიოსიგნალით

თანამედროვე მრავალბინიანი დომოფონებს გააჩნიათ შემდეგი ფუნქციები:

  1. გამოძახების პანელიდან ბინამდე ვიდეო-აუდიო კავშირი
  2. კარების ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობის ჩართვა
  3. დაცვის და სახანძრო სიგნალიზაციების კომუტაცია და განგაშის გადაცემა
  4. გამოძახების პანელიდან საგანგაშო ღილაკის ჩართვა
  5. გამოძახების პანელიდან მობინადრებისთვის საგანგაშო, საგანგებო ინფორმაციების შეტყობინება.
  6. გამოძახების გარე პანელის ვიდეოკამერიდან სახეების მონიტორინგი და ამოცნობა