თუ დაცვა დაგჭირდათ

როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენს ბიზნეს სჭირდება ცოცხალი ძალით დაცვა, თქვენ დგებით არჩევანის წინაშე თუ რომელი და რა ტიპის სამახური შეარჩიოთ:  დაიქირაოთ კერძო დაცვის სამსახური თუ საკუთარი ძალებით მოძებნოთ ყარაული, ვახტიორი, კონტროლიორი და ა.შ.წარმოგიდგენთ დაცვის სამსახურისა და საკუთარი ძალით მოძიებული ყარაულის შედარებას, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.

თავდაპირველად საჭიროა განსაზღვროთ თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის მოსალოდნელი საფრთხეები და აქედან გამომდინარე დაცვის ფუნქციები, სერვისების და ღონისძიებების ერთობლიობა. გაითვალისწინეთ თქვენი ბიზნესის პერსპექტივები და მის იმიჯზე ზეგავლენა.

განსაკუთრებული ყურადღებით აწონ-დაწონეთ დაცვითი სახეობების ტარიფები და თქვენი ფინანსური შესაძლებლობები.

ამ საკითხებზეა დამოკიდებული თუ ვინ დაგიცავთ: პროფესიონალი მცველი, ყარაული  თუ კომბინირებულად, შერეული ვარიანტით. (რიგ შემთხვევებში ეს ვარიანტი წარმოადგენს საკითხის საუკეთესო გადაწყვეტას).

კერძო დაცვის სამსახურის მცველს:

  • გააჩნია სპეციალური ფორმის ტანსაცმელი ან მკაცრად დადგენილი ნიმუშის სამოქალაქო კოსტიუმი.
  • შეუძლია ჰქონდეს კანონით განსაზღვრული სპეცსაშუალებები, სწრაფი რეაგირების სამსახურები.
  • მათ მუშაობას ამოწმებს და მუდმივად თვალყურს ადევნებს საკუთარი მონიტორინგის სამსახური.
  • გააჩნია კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების მეტი შესაძლებლობები.
  • მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს შესახებ კონფიდენციალური და კომერციული ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით.

ყარაულის შემთხვევაში მის ფიზიკურ თუ სპეციალურ მომზადებაზე, სპეც საშუალებებზე და უფლებებზე საუბარიც კი ზედმეტია.

კერძო დაცვის ფასები გაცილებით მოქნილია და კონკურეციის გათვალისწინებით კლებადი. ხდება მათი ინდექსაცია დამკვეთის შესაძლებლობებთან.

ერთი შეხედვით ყველაზე დაბალი ტარიფი გააჩნია ყარაულს, მაგრამ ეს უპირატესობაც კი შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეთ მატერიალური პასუხისმგებლობის არარსებობის გამო. მატერიალური ზარალის შემთხვევაში თქვენ საუკეთესო შემთხვევაში შეგიძლიათ იმედი იქონიოთ მაქსიმუმ ყარაულის ერთთვიან ხელფასზე.

განსხვავებული სიტუაციაა კერძო დაცვითი ორგანიზაციის შემთხვევაში.

ხელშეკრულებით მას ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დასაცავად ჩაბარებულ ფასეულობაზე და მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში უფრთხილდება რა თითეულ კლიენტს, რეპუტაციას და ავტორიტეტს კლიენტის წინაშე, დაინტერესებულია მაქსიმალურად სწრაფად ამოწუროს ინციდენტი, მოლაპარაკების და შეთანხმების გზით, სასამართლო გარჩევების გარეშეც.

ბევრი კერძო დაცვის სამსახური აზღვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას კლიენტის მიმართ.

გასათვალისწინებელია კადრების საკითხიც.

მხოლოდ კეძო დაცვის შემთხვევაში კლიენტს შესაძლებლობა აქვს ინდივიდუალური მოთხოვნების და პარამეტრების შესაბამისად შეარჩიოს და მოამზადოს მცველი.

ყარაულის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მისი შერჩევა, მიღება, გათავისუფლება, საჩივრების განხილვა, ავადმყოფობის, შვებულების ან სხვა შემთხვევებში შემცვლელის მოძიება, რაც გარკვეულ დროს და რესურსებს მოითხოვს.

იმედია ეს ინფორმაცია გარკვეულ დახმარებას გაგიწევთ და არჩევანს თქვენი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე სწორად გააკეთებთ.