როგორ შევარჩიოთ პირადი მცველი

პირადი მცველის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს საფრთხეების თავიდან აცილება და განეიტრალება

ჯერ “ინტელექტუალური ტექნოლოგია”,  შემდეგ “კუნთების ფაქტორი”

იმისათვის რომ თავდანსხმელმა ვერ მოახერხოს პირადი მცველის გაშიფრვა, ის არ უნდა გამოირჩეოდეს გარემოცვისგან, არ უნდა იყოს თვალშისაცემი

უპირატესობა მიანიჭეთ იმ კანდიდატს ვინც გთავაზობთ საკითხის ოპტიმალურ გადაწყვეტას. ნამდვილ მცველს უნდა გააჩნდეს გამოცდილება და იცოდეს საკუთარი თავის ფასი

გამორიცხეთ ამპარტავნები, არაკონტაქტურები, ავანტურისტები

განათლებული, ადეკვატური გარეგნობა, უცხო ენების ცოდნა. განათლება ხელს შეუწყობს სრულად შეიცნოს შეფის რისკების მთლიანი სპექტრი, არ ექნება პრობლემები სხვადასხვა მიღებების დროს, რესპექტაბელურ რესტორნებში და სასტუმროებში. დახვეწილი მანერები, ტანსაცმელი და ქცევის წესები დაეხმარება შეერწყას და “უხილავი” გახდეს ბოროტმოქმედისათვის. უცხო ენის ცოდნა დასდაუდებელ სამსახურს გაუწევს უცხო ქვეყანაში კონფლიქტური სიტუაციების და საფრთხეების ნეიტრალიზაციაში.

დისციპლინირებულობა. პირადი მცველის საქმიანობა ხშირად ხდება მოსაწყენი; დიდხანს უნდა ელოდოს შეფს, საათობით უყუროს ერთსა და იგივე სექტორს. ტერორისტი ყოველთვის ეძებს იმ მომენტს როდესაც მცველი თუნდაც მცირე ხნით ტოვებს დასაცავ პირს. (ტუალეტი, ტელეფონზე დარეკვა, ბუფეტი და ა.შ.)

უნივერსალურობა. პირად მცველი ზემოაღნიშნულთან ერთად საჭიროებს კარგ ფიზიკურ მომზადებას, უნდა შეეძლოს სირბილი, ხტომა, ბარიერების გადალახვა. მას უნდა შეეძლოს შეფის გვერდით ყოფნა დილის ვარჯიშის, ყოველდღიური საქმიანობის, მოგზაურობის, საქმიანი შეხვედრების დროს. სათანადო ფიზიკური მომზადების გარეშე ის ვერ შეძლებს შექმნილ სიტუაციაზე ადეკვატურ რეაგირებას.

უნდა შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ხელოვნური სუნთქვის და გულის მასაჟის ჩატარება.

გარკვეული უნდა იყოს თქვენს საშინაო საქმეებში: გააჩნდეს აუცილებელი ინფორმაცია შეფზე და ოჯახის წევრებზე, ავადმყოფობაზე, წამლებზე, მკურნალ ექიმზე, ალერგიულ რეაქციებზე, გაკეთებულ  აცრებზე და სხვა და სხვა უამრავ წვრილმანზე.

თუ პირადი მცველი ვერ აკმაყოფილებს ანალოგიურ მოთხოვნებს, თქვენ თამამად შეგიძლიათ მისი ასანაზღაურებელი თანხები გასცეთ საქველმოქმედო მიზნებისთვის. ამით თქვენი უსაფრთხოება არანაირად არ გაუარესდება, მაგრამ  გეყოლებათ ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი.