როგორ მოვაწყოთ სამალავები

მაგისტრი გთავაზობთ რეკომენდაციებს თუ როგორ მოვაწყოთ სამალავები, სადაც შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი და ძვირფასი ნივთების შენახვა. რა თქმა უნდა ჩვენი რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ მოხერხებულობით აჯობოთ დაუპატიჟებელ სტუმრებს, მაგრამ ასეთი ტიპის სამალავების მოწყობაც ვერ მოგცემთ 100%-იან გარანტიას.

დაიცავით მარტივი წესები: 

  1. მოაწყეთ სამალავები დამოუკიდებლად, არავის გაანდოთ ამის შესახებ
  2. უმჯობესია თუ სამალავს არ მოაწყობთ იქ, სადაც მუდმივად იმყოფებით. (ბინა,სამსახური, აგარაკი, ავტომობილი და ა.შ.)
  3. მაქსიმალურად გამოიყენეთ ფანტაზია.

მარტივი სამალავები:

  • მაცივრები. გაზქურები

ადვილად ეხსნება შიდა პანელი, ტაიმერი, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ მცირე ზომის ნივთები.

  • ფარდის კარნიზები
  • ტელევიზორის ანტენის მსგავსი, მილისებური კონსტრუქციები
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • რადიოაპარატურის ელემენტებში, აკუსტიკური დინამიკები
  • ტელეფონის ყურმილი
  • აუდიო ვიდეო კასეტები (გაუმჭვირვალე)
  • ბენზინის სანთებელა (ბამბის ქვეშ)
  • ელექტრო ჩამრთველების უკან
  • ფოტოაპარატის ფირის ბუდეში
  • ელექტროდამცველების და ელექტრო გამანაწილებელი კოლოფების უკან
  • სავენტილაციო არხები
  • ხელსაბანოს კედელთან მიმაგრების ადგილები
  • კანალიზაციის მილის და წყლის ონკანის კედელთან მიერთების ადგილების დეკორატიული დამცავების ქვეშ არსებული სივრცე.
  • ავეჯი
  • სკამის ფეხებში გაკეთებული ნახვრეტები
  • მაგიდის უჯრების ორმაგი ფსკერები. შეგიძლიათ შეინახოთ ფული, დოკუმენტები, ძვირფასეულობა. აუცილებელი მათი დამაგრება.
  • პროდუქტებთან ერთად შეიძლება საყინულეში ჩაიდოს საფირმო შეფუთვაში ან ფოლგაში გახვეული ნივთები. შეიძლება გაახვიოთ ფარშში და წინასწარ გაყინოთ.
  • სარეცხი ფხვნილის ან პროდუქტების ქაღალდის კოლოფები. გახსენით აკურატულად ქვევიდან და დაააწებეთ ფსკერზე დასამალი საგანი. შეკარით და დააწებეთ აკურატულად. თუ გადმოყრიან ფხვნილს, ნივთი ადგილზე დარჩება.
  • უნიტაზის დამაგრების ადგილი
  • წყლის და კანალიზაციის ბუტაფორიული მილები ერთი კედლიდან მეორე კედლამდე.
  • კბილის პასტის ტუბიკები
  • სხვენი, სარდაფი, მინანარევი ბამბის თბოიზოლაციის ფენა
  • სხვადასხვა ინსრუმენტების (ბარი, თოხი, ნაჯახი, ცული) ტარში გაკეთებული ნახვრეტები

იმედი გვაქვს ცოტათი მაინც დაგეხმარეთ და მოგაწოდეთ საინტერესო იდეები თუ როგორ შეიძლება სამალავების მოწყობა. თუმცა თუ თქვენთვის არ არის საკმარისი მსგავსი კუსტარულად მოწყობილი სამალავები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროფესიონალების დახმარება, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობაში აიღებენ თქვენთვის ძვირფასი ნივთების დაცვას და მოგცემენ სიმშვიდის გარანტს.

დაცვის სამსახური მაგისტრი – თქვენი სიმშვიდის სადარაჯოზე!