ნუ დატოვებ სახლს უმეთვალყურეოდ!

ზაფხული შესანიშნავი დროა საზღვაო არდადეგების, მზეზე გარუჯვის, ლაშქრობებში ხეტიალისა და უბრალოდ, სამუშაოსგან ან სასწავლებლისგან დასვენებისათვის. ჩვენ, ყველას, ძალიან გვიყვარს ზაფხული – თუმცა ასევე უყვართ ის ქურდებსაც!

როგორ იცავ სახლს, მაშინ როდესაც მზეს ეფიცხები?

FBI-ის მიხედვით კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა ზაფხულში 10 %-ით იზრდება სხვა თვეებთან შედარებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ბევრი ჩვენგანი ამ დროს უფრო მეტად ზრუნავს ჩემოდნის ჩალაგებაზე, ვიდრე საკუთარი ქონების უსაფრთხოებაზე, უმეთვალყურეოდ დატოვებული ცარიელი სახლი კი ძალიან მიმზიდველი ხდება ქურდებისათვის.

თუ თქვენ გეგმავთ შვებულებას:

1.დააყენეთ შუქის ანთება-ჩაქრობის ტაიმერი;

ტაიმერი ქმნის ბინაში მეპატრონის ყოფნის იმიტაციას, ანთებს და აქრობს შუქს დროის გარკვეულ ინტერვალებში.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მოწყობილობით Sonoff, რომელიც იმართება მობილური ტელეფონით, ინტერნეტის მეშვეობით.

დისტანციურად ჩართავთ და გამორთავთ შუქს, მოქმედებაში მოიყვანთ სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობას.

2.მოელაპარაკეთ მეზობლებს;

თუკი მეზობლებს აქტიური ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ. ასეთ სახლებში ქურდობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მეზობლების სიფხიზლე ამცირებს ქურდობის ალბათობას.

ნუ უგულებელყოფთ ამ ფაქტორს. გაიცანით მეზობლები კიბის უჯრედზე, სართულით მაღლა და დაბლა.

გაცვალეთ ტელეფონები, სთხოვეთ შეგატყობინონ, თუკი რამე საეჭვოს შეამჩნევენ

3.ფანჯრებზე დააყენეთ საკეტები, რომლებიც გასაღებით იკეტება, ხოლო მინები დაფარეთ გამჭვირვალე, დამცავი ფირებით;

ფანჯრების დაცვის მიზნით კარგია, თუ დააყენებთ ისეთ სახელურებს, რომელიც შიგნიდან იკეტება გასაღებით. ასეთი სახელურის გახსნა გაცილებით უფრო რთულია.

სპეციალური დამცავი ფირი იცავს ფანჯარას მეტალის ნივთის დარტყმისგანაც. სარკისებური ფირი კი ქურდს არ მისცემს საშუალებას, დაზვეროს ბინის შიგთავსი.

4.კარებზე დააყენეთ GSM ზარი;

უტყუარი მეთოდი ქურდისთვის, გაიგოს სახლში არის თუ არა ვინმე, არის ზარი კარზე. ასეთი შემთხვევებისთვის საუკეთესო საშუალებაა GSM ზარი. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, უპასუხოთ „სტუმარს“  და შექმნათ სახლში ყოფნის ეფექტი.

5.შეამოწმეთ კორესპონდენციები;

კარებზე ან საფოსტო ყუთში დატოვებული ქვითრები, შეტყობინებები და ა.შ. ქურდისთვის არის პირდაპირი მინიშნება რომ სახლში არავინ არ იმყოფება.

სთხოვეთ თქვენ მეზობლებს რეგულარულად აიღონ ასეთი კორესპონდენციები.

6.არ დატოვოთ სარეცხი გარეთ და სინათლე ანთებული;

გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდს აქვს უკუ ეფექტი. მუდმივად ანთებული შუქი და ხანგრძლივად გასაშრობად გაფენილი სარეცხი არის პირდაპირი მინიშნება, რომ თქვენ სახლში არ იმყოფებით.

7.სოციალურ ქსელებში ნუ გაავრცელებთ ინფორმაციებს და მიმოწერებს იმის შესახებ, რომ იმყოფებით დასასვენებლად, თუ როდის დაბრუნდებით და ა.შ.

ადამიანები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციებს თავიანთი გეგმების შესახებ, ადგილსამყოფელის, შვებულების და მოგზაურობის ხანგრძლივობის შესახებ. აუცილებლად შეზღუდეთ ასეთი ინფორმაციების გავრცელება ღია სივრცეში.

არ დატოვოთ ასეთი ინფორმაცია ავტომოპასუხეზე ან თუნდაც კონსერჟიესთან.

და ბოლოს ყველზე ეფექტური გამოსავალი

8. ისარგებლეთ სეზონური სიგნალიზაციებით

დაცვითი სიგნალიზაცია – ყველაზე ეფექტური გამოსავალი თქვენი ოჯახისა და სახლის უსაფრთხოებისთვის.

სიგნალიზაცია და თუნდაც უსაფრთხოების სისტემით სარგებლობის მანიშნებელი სტიკერები აუცილებლად გადააფიქრებინებს მძარცველს/ქურდს თქვენს სახლში სტუმრობას და ისიც გადაინაცვლებს დაუცველ სამიზნესთან.

ჩვენ გთავაზობთ სეზონურ, მოკლევადიან მომსახურებას;

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი ქონების უსაფრთხოებაზე მაშინ, როდესაც თქვენ ისვენებთ!

უსაფრთხოების სისტემის გამოყენებას შეუძლია როგორც ქურდობის არიდება, ასევე დაცვაც ისეთი უსიამოვნო შემთხვევებისგან შემთხვევებისგან, როგორიცაა ბუნებრივი აირის გაჟონვა, წყლის მილების გასკდომა, მეზობლების დატბორვა და ა.შ.

თუ კი თქვენ კერძო სახლში ცხოვრობთ:

  1. ეზოდან დამალეთ კიბეები და ხელსაწყოები, რომლებიც მძარცველს თქვენივე სახლის გაღებაში შესაძლოა დაეხმაროს;
  2. თუ თქვენ დროს ატარებთ უკანა ეზოში, კარგად ჩარაზეთ წინა კარი. ასევე ყურადღება გაამახვილეთ, რომ არ დაგრჩეთ გარაჟის კარი ღია.
  3. დააყენეთ სენსორზე მიბმული განათება, რომელიც შესასვლელში შუქს მოძრაობის დაფიქსირებისთანავე ავტომატურად აანთებს და თქვენს ყურადღებას მიიქცევს.
  • იცოდით, რომ სახლები, სადაც არ აყენია დაცვითი სისტემა იძარცვება სამჯერ მეტად, ვიდრე სიგნალიზაციით დაცული.

“მაგისტრი” გისურვებთ დაუვიწყარ და უსაფრთხო შვებულებას!

კომენტარი