მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში სანაპირო

სპეციალისტების მიერ დადგენილია მსოფლიოს ყველაზე საშიში პლიაჟები.

  1. შხამიანი მედუზები. პირველ რიგში უნდა დასახელდეს ქუისლენდის და ტივის (ავსტრალია) პლაჟები, რომლებიც ისედაც ყველაზე საშიშად მიიჩნევა მსოფლიოში. ზვიგენების თავდასხმების გარდა, რაც ავსტრალიაში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, თითქმის ყოველწლიურად ჩრდილოეთ სანაპიროზე დამსვენებლები ხშირად ხდებიან კუბომედუზების მსხვერპლი. მათ, როგორც ცნობილია, აქვთ ყველაზე ძლიერმოქმედი ცხოველური შხამი, ხოლო მათგან მიღებული დამწვრობა რამდენიმე წუთში იწვევს სიკვდილს. ასეთი მედუზების შემჩნევა წყალში რთულია. მათთან კონტაქტი ყველაზე ხშირად სავარაუდოა ტიმორის და არაფურსის ზღვების წყლებში, რომელიც აკრავს ტივის და ქუინსლენდის შტატის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროს პლაჟების ტერიტორიებს. 2011 წელს ავსტრალიაში გამოუშვეს მონეტა აღნიშნული მედუზის გამოსახულებით, რომელსაც „ზღვის კრაზანასაც“ უწოდებენ.

რისკის ასაცილებლად სპეციალისტები ურჩევენ დამსვენებლებს თავი შეიკავონ ბანაობისგან ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, როდესაც მედუზები უფრო აქტიურები არიან.

  1. თეთრი ზვიგენები. კვიპთაუნის სანაპირო ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილი ტურისტებისათვის: ატლანტიკის ოკეანის წყლებში, რასაც ეკვრის ვესტერნ კეიპის ნაპირები, ბინადრობს თეთრი ზვიგენის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პოპულაცია, რომელიც სიცხეების დროს ხდება განსაკუთრებით აგრესიული. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პოპულარული სამხრეთაფრიკული კურორტის ფიშ ჰუკის უმეტეს პლაჟებზე უკვე დიდი ხანია დაგებულია წყალქვეშა ბადეები, მტაცებლების თავდასხმები კვლავ გრძელდება.

  1. წყალქვეშა დინება. მექსიკაში მდებარეობს წყნარი და პატარა პლაჟი აბრეშუმივით თეთრი ქვიშით და ფირუზისფერი წყნარი ოკეანის წყლებით, რომლის სახელწოდება Zipolite Beach (ზიპოლიტეს პლაჟი). სიტყვა ზიპოლიტე მომდინარეობს ადგილობრივი საპოტეკური დიალექტიდან და ნიშნავს „მკვდრების სანაპირო“. ადგილობრივები ერიდებიან ამ ადგილს, განსაკუთრებით აპრილიდან ივნისის ჩათვლით, როდესაც წყალი „ამბოხების პროცესშია“ (როგორც ამას ამბობენ ადგილობრივები). „ამბოხი“ გამოწვეული წყალქვეშა დინებით, რაც ძნელია შეამჩნიო ნაპირიდან. ამას გარდა, ზაფხულის თვეებში, სავსემთვარიანობის დროს, ხშირადაა ექსტერიტორიული წყლების მიქცევები და მოქცევები. ნაკადის ძალასთან შეჭიდება ზრდასრულ ადამიანსაც უჭირს. საფრთხე უფრო ძლიერდება ზღვის კლდეების და ფრიალო კლდეების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამალულია ოკეანის მორევში.

მიუხედავად მექსიკის ხელისუფლების მონდომებისა (შეიქმნა მაშველთა დიდი ჯგუფი, რაზედაც იხარჯება დიდი სახსრები; 2007 წლიდან არ დაფიქსირებულა პლაჟზე სიკვდილიანობა. 2010 წელს გადაარჩინეს 180 კაცი წყალში დახრჩობას და ა. შ.) პლიაჟი კვლავ საშიშ ადგილად ითვლება და  ზიანდებიან ტურისტები.

  1. რადიაციის მაღალი დონე. მარშალის კუნძულებზე ატოლი სახელწოდებით ბიკინი, ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ ეს სახელი დაერქვა ერთ–ერთ სახეობის საბანაო კოსტუმს, რაც ეცვა ბრიჯიტ ბარდოს ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“, არამედ იმითაც, რომ 1946–1958 წლებში ამ კუნძულს აშშ იყენებდა ატომური და წყალბადის ბომბების გამოსაცდელად, ოპერაცია „გზაჯვარედინები“–ს ფარგლებში. გამოცდების დროს 1954 წლის 1 მარტიდან კუნძული თითქმის მთლიანად განადგურდა. კუნძულის 800 მაცხოვრებელი გარდაიცვალა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებისაგან, რაც გამოწვეული იყო ბირთვული აფეთქებებით. რადიაციის დონე დღესაც მაღალია კუნძულზე. გარე დასხივების საშუალო დოზა შეადგენს 3,8 რენტგენს საათში.

მიუხედავად ამისა, ითვლება რომ ბიკინის ზოგიერთი პლაჟი სრულად გამოსადეგია დასასვენებლად. მთელი მსოფლიოს ტურისტებს იზიდავთ „ბირთვული“ კუნძულის იზოლირებულობა.

  1. ზვიგენები, უბედური შემთხვევები და მეხის დაცემა.

ფლორიდის ერთ–ერთმა ცენტრალურმა პლაჟმა New Smyrna („ახალი სმირნა“) მოიხვეჭა შტატის ყველაზე უბედური კურორტის სახელი.

2010 წელს აქ დაფიქსირდა სხვადასხვა საცურაო საშუალებების 640 შეჯახება, 68 მათგანი დამთავრდა სიკვდილით. სპეციალისტები ამას ხსნიან პლაჟის გადატვირთვით: მაშველებს და საწყალოსნო პატრულს არ ჰქონდათ საშუალება ეშველათ ყველასათვის.

ამას გარდა, New Smyrna საშიშია ხშირი მეხების დაცემით. ბოლო 50 წელიწადში მეხის დაცემით აქ დაიღუპა 459 ადამიანი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ცნობით, ადამიანები პლაჟზე წარმოადგენენ ყველაზე მაღალ წერტილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭექა–ქუხილის დროს ისინი აპრიორი ხდებიან განმუხტვის მიზნები.

ამას გარდა, დამსვენებლები გახდნენ ზვიგენების თავდასხმის ობიექტები. ერთი წლის წინ აქ დაიკბინა 13 კაცი და საბედნიეროდ მხოლოდ ერთი მათგანი გარდაიცვალა. ამიტომაც ხდება ხოლმე აქ ხშირად დამსვენებლების ევაკუაცია და პლაჟის მრავალდღიანი დაკეტვა.

6 .დანაშაულობის მაღალი დონე. XX საუკუნის 50–იან წლებში ელიტარულ საზოგადოების ყოფილ პოპულარულ დასასვენებელ ადგილს, დღეს კი რიო–დე–ჟანეროს პლაჟის კოპაკაბანას აქვს ყველაზე უიღბლო და უბედური დასასვენებელი ადგილის რეპუტაცია. დანაშაულობის ინდექსი აქ ყველაზე მაღალია მთელს ბრაზილიაში. ამ ადგილისათვის ჩვეულებრივი და ხშირია ძარცვები, პროსტიტუცია, ნარკოტიკების გაყიდვა, გაუპატიურება და ქიდნეპინგი. სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულის 80 მსხვერპლი დაფიქსირდა ამ პლაჟზე 2010 წელს, ხოლო მოკლეს 30 ადამიანი.

ბრაზილიის ხელისუფლებისათვის ეს ადგილი ყველაზე პრობლემურია. პოლიციის მონაცემებით, სწორად აქ ცხოვრობს ნარკობარონების და მაფიოზების უმეტესობა. ტურისტებს საფრთხე მარტო პლაჟზე კი არა, სანაპიროზე განლაგებულ სასტუმროებშიც ელით. ვინც აიღებს დაქირავებით იახტას, მან უნდა იცოდეს, რომ კოპაკაბანას წყლებში ხშირია საცურაო საშუალებებზე პირატული თავდასხმები.

  1. ნაგავი. ჩინური ორიგინალური სახელწოდება ზღვის ყურის კუნძულისა ჰონკონგში Repulse Bay – ითარგმნება, როგორც „ადგილი, სადაც ბუდობენ თოლიები“. თუმცა, თოლიებმა უკვე დიდი ხანია მიატოვეს ეს ტერიტორია: ნაგავისა და სხვადასხვა სახის სიბინძურეების რაოდენობამ მიაღწია თავის აპოგეას დასახელებულ პლიაჟზე.

სამშენებლო სამუშაოები, რაც დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში, დიდ ზარალს აყენებენ მთელი რეგიონის ეკოლოგიას: წარმოების ნარჩენები პირდაპირ სამხრეთ–ჩინეთის ზღვის წყლებში იყრება. წყლების დაბინძურებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ზოგ ადგილას შეინიშნება „წითელი ნაკადები“, ხოლო წყლის შემადგენლობის ეპიდემიოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა წყალში ქიმიური ელემენტების რეკორდული რაოდენობა. ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ბაქტერიების და პარაზიტი წყალმცენარეების გამრავლება, რაც თავის მხრივ კლავს ზღვაში სიცოცხლეს და თანაც ხასიათდება არასასიამოვნო სუნით.

ხელისუფლება პლაჟის დაბინძურებას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ურჩევნიათ მიიღონ ეკონომიკური სარგებელი: უძრავი ქონება Repulse Bay – ში ითვლება ყველაზე ელიტარულად და ძვირად მთელს ჰონკონგში.

  1. პირანიები. თეოდორ რუზველტის ცნობილი მოგზაურობიდან ამაზონიაში ცნობილია, რომ იგი ხედავდა როგორ ხდებოდნენ დიდი ცხოველები და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა პირანიების მსხვერპლი. პირანიები მათ ცოცხლად ჭამდნენ. მდინარის მტაცებლები დღესაც წარმოადგენენ ადამიანისათვის საფრთხეს. პირანიები უფრო აქტიურები არიან მდინარე ამაზონის სამხრეთ–აღმოსავლეთ შენაკადებში (ბრაზილია).

ეკოლოგები პირანიების აგრესიას ხსნიან მათი ბინადრობის სფეროში ადამიანების მიერ ცვლილებების შეტანით. (მაგალითად, მდინარეზე ჯებირების აგება)  ამიტომაცაა, რომ პირანიებმა გადაინაცვლეს დამსვენებლების საბანაო ადგილებზე. პირანიების ზომა 30 სანტიმეტრამდეა სიგრძეში. მას შეუძლია წამში მოაკვნიტოს ადამიანს თითი.

  1. გარეული მელიების თავდასხმები. Virginia Beach (ვირჯინიის პლაჟი) მოიხსენიება გინესის რეკორდების წიგნშიც კი: ესაა ქალაქი ყველაზე გრძელი საზოგადოებრივი პლაჟით ატლანტიკის ოკეანის და ჩესაპიკოკის ყურის სანაპიროზე. ამას გარდა, იგი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე სუფთა და მშვიდობიან საკურორტო ქალაქად ამერიკაში. თუმცა, „ვირჯინია – ბიჩ“–ის პარკები და პლაჟები მიმზიდველია არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ ნადირისათვისაც. 2010 წლიდან გახშირდა ცოფიანი მელიების თავდასხმები ადამიანებზე. 2011 წლის მარტში მელია თავს დაესხა სამ ტურისტს, დაკბინა და დაკაწრა ისინი. იშვიათად პლაჟს თავს ესხმიან ხოლმე გარეული ენოტები და ციყვები – სხვადასხვა ავადმყოფობის პოტენციური გადამტანები.

  2. ნიანგები. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბიოლოგების ყურადღება მიიპყრო 22–კილომეტრიანმა პლაჟმა Cable Beach ავსტრალიის ბრუმში. სწორედ აქ დაფიქსირდა უზარმაზარი რეპტილიების გამოჩენა. პლაჟს ნიანგების გამო პერიოდულად კეტავენ ხოლმე.

როგორც ბიოლოგიური სახეობა, ნიანგებს იცავს ავსტრალიური კანონმდებლობა და მათზე ნადირობა არძალულია 1974 წლიდან. სწორედ ამიტომაც, გახშირდა მტაცებლების თავდასხმები ადამიანებზე.

ჩვეულებრივ, ნიანგების თავდასხმები ხორციელდება ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე – ისეთ პოპულარულ კურორტზე, როგორიცაა ქვინსლენდი. ბოლო 25 წლის განმავლობაში აქ დარეგისტრირებულია 10–ზე მეტი სიკვდილიანობის შემთხვევა ნიანგების თავდასხმებისას.