მოზარდების უსაფრთხოება

დააკვირდით მოზარდის ქცევებს

  • უაზრო სიხარულის, მომეტებული ენერგიულობის მყისიერი შეცვლა აპათიით, უდარდელობით, სიზარმაცით, ინერტულობით. ეს ციკლი არანაირად არ უკავშირდება რეალურ გარემოს, წარმატებას ან წარუმატებლობას, რაიმე სახის ინფორმაციას
  • დღის განმავლობაში მუდმივად ეძინება, მოდუნებულია, იზლაზნება. საღამოობით, სახლში დაბრუნებისას ემატება ენერგია, მთელი ღამე შეუძლია გაატაროს კომპიუტერთან. მეორე დღეს ისევ მოდუნებულია, აქვს შენელებული რეაქცია. ეს ციკლი მუდმივად მეორდება
    უკლებს სწავლას
  • არ აინტერესებს ნიშნები
  • არ აინტერესებს რა ხდება მის ირგვლივ, ოჯახში, სკოლაში
  • გაქრნენ ძველი მეგობრები
  • შეეცვალა მადა და ჭამის მანერა
  • არ ახსოვს მშობლების, და-ძმის დაბადების დღეები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები
  • გაღიზიანებულია, ახასიათებს მოუთმენლობა, აგრესიულობა
  • თუ ადრე საათობით საუბრობდა ტელეფონით ფილმებზე, მეგობრებზე, სპორტზე, გატაცებებზე, საუბარი ემსგავსება “ტელეგრაფს”: კი; არა; მოვდივარ; ვიქნები ამ დროს. არ ამბობს ვინ დაურეკა, სად გარბის. თუ ცდილობთ მის შეჩერებას, დაძაბულობა აგრესიაში გადადის, სახლიდან გადის “კარის გაჯახუნებით”
  • იცვლება საუბრის მანერა, ხშირდება სლენგები და ჟარგონები, ნაკლებ ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას, ვარცხნილობას, გარეგნობას
  • სიცხეში ატარებს გრძელსახელოებიან პერანგს
  • აგარაკზე ან ანალოგიურ ადგილებში  უპირატესობას ანიჭებს გრძელ შარვლებს
  • დააკვირდით თვალის გუგას, კანის ფერს, სუნს
  • ტანსაცმლის დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ წამლის კოლოფების არსებობას, ბალახის შეფუთვებს, შპრიცებს.
  • საუბარში ახსენეთ სიტყვა ნარკოტიკი და დააკვირდით რეაქციას, თუ იჩენს სიფრთხილეს, გიყურებთ თვალებში, იშმუშნება, თავს არიდებს საუბარს, გრძნობთ მის ფარულ ინტერესს “რამე ხომ არ იცის?” “რატომ დაიწყო ამაზე საუბარი?” აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ის ცდილობს დამალოს “რაღაცა,” რომელსაც თქვენ უკვე ხვდებით
  • ყურადღება მიაქციეთ ” ქიმიური ლაბორატორიის” საოჯახო ატრიბუტიკას:
  • აცეტონის სუნი
  • სხვადასხვა ანჰიდრიდები
  • ფლაკონები, მინის საგნები, შპრიცები, ნემსები

რომელიმე ცალკეული ნიშანი შეიძლება საგანგაშოდ  არ მივიჩნიოთ და ახასიათებდეს ნებისმიერ მოზარდს, მაგრამ თუ ასეთი ნიშანი რამდენიმეა და სისტემატიურად მეორდება, დროა დაფიქრდეთ და გაარკვიოთ თუ რა ხდება მოზარდის ირგვლივ, გაიაროთ კონსულტაცია გამოცდილ ექიმთან, გაარკვიოთ ვისთან მეგობრობს თქვენი ბავშვი, სად, ვისთან და რითი  ერთობა.

რაც უფრო ახლოს არის ნარკოტიკი თქვენს ბავშვთან მით მეტია ნარკოტიკით დაინტერესების შანსი

მიიღეთ გადაწყვეტილები თქვენთვის, რჩებით მშობლად თუ აგრძელებთ მასთან “მეგობრის თამაშს”. ამ პერიოდში “მეგობრის თამაში” დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული. ეს პერიოდი ძალიან ხანმოკლეა