მაგისტრი - 13 წელი კერძო დაცვითი საქმიანობის სფეროში

მაგისტრი- 13 წელი კერძო დაცვითი საქმიანობის სფეროში!

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახლსა თუ ოფისში დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია. გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი: საფრთხეების განსაზღვრა, ტექნოლოგიების  შერჩევა, საჭიროებისამებრ ცოცხალი დაცვის ჩართვა პროცესში და ა.შ. ტექნოლოგიების დახვეწა, ინტერნეტის გამოყენების სიმარტივე, საზოგადოების გლობალური ინფორმატიზაცია ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს დაცვითი სტრუქტურების წინაშე.

დაცვის სრულყოფილად უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი სერვისის მომდევნო საფეხურზე აყვანა, როგორც ელექტრონული სისტემების გამოყენებით, ასევე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით.

დღესდღეობით დაცვითი საქმიანობა უკვე ბიზნესის დამოუკიდებელ სახეობად ჩამოყალიბდა. თუმცა შესაძლო რისკის გათვალისწინებით დაცვის სამსახურებს მხოლოდ ბიზნესად ვერ აღვიქვავთ, რადგან საფრთხე შეიძლება დაემუქროს არა მარტო მატერიალურ ფასეულობას, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც, რაც რაღათქმა უნდა ზრდის  ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

დაცვის სამსახური „მაგისტრი“ წელს 13 წლის გახდა! ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია საქართველოში და მოხარულები ვართ, რომ დიდი კონკურენციის ფარგლებში შეინარჩუნა პროფესიული ღირებულებები და კერძო დაცვითი საქმიანობის ბაზარზე გახდა ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. 2016 წელს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ „მაგისტრმა“ მიიღო დარგის ლიდერის წოდება.

„მაგისტრის“ წარმატება განაპირობა მუდმივმა განვითარების სურვილმა: ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით ახალი იდეებისა და ხედვების გენერირებაზე, ვიღებდით ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ვქმნიდით ახალ სერვისებს:

  • ჩვენ დავნერგეთ უპილოტო მფრინავი აპარატებით დისტანციური ვიდეომეთვალყურეობა და მონაცემთა გადაცემა, ვიდეოანალიტიკა.
  • ჩვენ ვმუშაობთ მსხვილი კომპლექსებისა და ჰოლდინგების IP ვიდეომეთვალყურეობაზე, დაცვის ობიექტების მონიტორინგსა და სტატისტიკური ანალიზის სისტემების მუდმივ დახვეწაზე, ასევე ვნერგავთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს.
  • ჩვენ ვუტარებთ ფიზიკურ და სპეციალურ მომზადებას პირად და ობიექტების მცველებს- დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • ჩვენ ყოველთვის ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებსა და პარამეტრებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური სანდოობისთვის ჩვენ ყველა რისკი დავაზღვიეთ, რაც შეიძლება დამკვეთს დაემუქროს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენთან თანამშრომლობის პერიოდში თქვენი ქონება სრულად იქნება დაცული ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ჩვენ ხელშეკრულებით უზრუნველვყოფთ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას იმ პერიოდზეც კი, რომელიც გათვალისწინებულია ობიექტზე მისასვლელად.

კომპანია სისტემატიურად სწავლობს დამკვეთისა თუ ბაზრის მოთხოვნებს, სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს მსოფლიოს მასშტაბით და საუკეთესო სტრატეგიებს ქართულ ბაზარზე ნერგავს.

დღესდღეობით „მაგისტრი“ დამკვეთს მრავალი სახის დაცვით მომსახურებასა თუ პროდუქტს სთავაზობს. კომპანია თანამშრომლობს, როგორც კერძო, ასევე მცირე თუ დიდ ბიზნესებთან სხვადასხვა მიმართულებით. სერვისების ჩამონათვალი მოიცავს და არ შემოიფარგლება: სიგნალიზაციის მრავალი სახეობით, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით, ჯი პი ეს მომსახურებით, დაშვების სისტემებით და რაღა თქმა უნდა ცოცხალი დაცვით.

ცოცხალი ძალით დაცვა „მაგისტრის“, როგორც ორგანიზაციის ძლიერი მხარეა, რადგან ჩვენი გუნდის თითოეული თანამშრომელი შერჩეულია სათანადო ფიზიკური და ინტელექტუალური ფაქტორების გათვალისწინებით. კომპანია ზრუნავს თითეული კადრის მომზადების დონეზე და უზურნველყოფს მათ შესაბამისობას დამკვეთის მოთხოვნებთან. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვავითარებთ კადრებს და ვქმნით „მაგისტრის“ იმ ძლიერ გუნდს, რომელზეც დღესდღეობით დგას კომპანია.

13 წლის წინ “მაგისტრი“ იდგა გამოწვევის წინაშე, რომ მოეპოვებინა საზოგადოების ნდობა და გამხდარიყო საიმედო საყრდენი მრავალი დამკვეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოხარულები ვართ, რომ ეს გამოწვევა უკვე დიდი ხანია წარმატებით დავძლიეთ.  ახლა კი  ჩვენს იუბილესთან დაკავშირებით აქტუალობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მოგვემზადებინა:

ხელოვნური მასალების რაოდენობის მატების გამო დღესდღეობით ხანძარი უფრო სწრაფად ვრცელდება, ცეცხლის გავრცელების თავიდან ასარიდებლად კი საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება. ყველაზე ეფექტური საშუალება ხანძრის პრევენციისთვის სახანძრო დეტექტორების მონტაჟია, რომლებიც რეაგირებენ კვამლზე და გვაფრთხილებენ ცეცხლის გავრცელებამდე – ეს კი გვაძლევს საშუალებას დროულად ვიმოქმედოთ: ჩავაქროთ ის დამოუკიდებლად ან მოვითხოვოთ დახმარება.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე და გჩუქნით სახანძრო დეტექტორს!

გაიგეთ მეტი: goo.gl/DSYiAp

დაცვის სამსახური „მაგისტრი“ – თქვენი უსაფრთხოების გარანტი!

პატივისცემით,
თორნიკე ჯოჯუა

 

 

კომენტარის დატოვება