მაგისტრი აძლიერებს დაცვას მაესტროში

ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში დაცვა გაძლიერდა. შენობას კერძო დაცვის სამსახური, “მაგისტრი” იცავს.

ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორის და აღნიშნული შენობის მფლობელის მინდობილი პირის, ბაია გადაბაძის განცხადებით, დაცვა გაძლიერდა, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ექსცესი.

“მიმდინარეობს “სტუდია მაესტროსა” და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.

იხილეთ სტატია სრულად: წყარო

კომენტარის დატოვება

Time limit is exhausted. Please reload CAPTCHA.