ლიფტში

  • თუ  ლიფტში აღმოჩნდით საჭვო ადამიანთან პირისპირ, არ დააჭიროთ თქვენი სართულის ღილაკს, არამედ დააჭირეთ უახლესი სართულის ღილაკს.
  • არ ისარგებლოთ ლიფტით, თუ რომელიმე სართულზე შეამჩნევთ ბოლს, თუნდაც უმნიშვნელოს: ლიფტის შახტა მოქმედებს როგორც გამწოვი მილი, და შესაძლოა რამდენიმე წამში მოიწამლოთ წვის პროდუქტებით. ამასთან ერთად შესაძლოა გაიჭედოთ სართულებს შორის.
  • ლიფტში შესვლისას იყავით ფრთხილად. სიჩქარეში შეიძლება შეაბიჯოთ ცარიელ შახტაში.
  • ლიფტის ბაგირის გაწყვეტა იშვიათი მოვლენაა და თანაც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ლიფტის კაბინას გააჩნია სპეციალური მუხრუჭები.
  • მიუხედავად ამისა, თუ თქვენ იგრძენით კაბინის ვარდნა, მოემზადეთ დარტყმისთვის, მუხლებში  მოხარეთ და მაქსიმალურად დაჭიმეთ ფეხები, ან დაწექით იატაკზე.
    არავითარ შემთხვევაში არ დაჯდეთ იატაკზე, ამ შემთხვევაში ფეხები ვერ შეასრულებენ ამორტიზატორის ფუნქციას და შეიძლება დაგიზიანდეთ ხერხემალი